დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ესპანელმა თავკაცმა ხუანდე რამოსმა ესპანურ შეკრებაზე გუნდი ქართველების გარეშე წაიყვანა

დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ესპანელმა თავკაცმა ხუანდე რამოსმა გუშინ გუნდი ესპანურ შეკრებაზე ქართველების გარეშე წაიყვანა. ნახევარმცველი სანდრო კობახიძე და თავდამსხმელი ბექა გოცირიძე "დნიპროდან" "კრივბასში" იყვნენ განათხოვრებულნი, საიჯარო ვადა ამოეწურათ, მაგრამ ჯერ უცნობია, სად გააგრძელებენ კარიერას. ის კი ცხადია, რომ დნეპროპეტროვსკელთა მთავარ გუნდში არ იქნებიან.

როგორც ჩანს "დნიპროში" არც ჯაბა კანკავა დარჩება, რომელიც კლუბმა ტრანსფერზე დააყენა. კანკავას გადაბირებით კიევის "არსენალია" დაინტერესებული, თუმცა ჯაბა თავისუფალი აგენტი არ არის და კიევური კლუბის მესვეურებს ჩვენებურის ტრანსფერისთვის ჯიბეზე ხელის გაკვრა მოუწევთ. "არსენალი" უკრაინის პრემიერლიგაში 25 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

ჩვენი ნაკრების მცველი უჩა ლობჟანიძე ხუანდე რამოსის მწვრთნელობისას სტაბილურად თამაშობდა და მისგან შენიშვნებთან ერთად შექებაც დაუმსახურებია. ესპანეთში ლობჟანიძის წაუყვანლობის მიზეზი მისი ტრავმაა. უჩას თურმე ქირურგიული ჩარევა სჭირდება და მომდევნო კვირაში ოპერაციას გერმანიაში გაუკეთებენ. თუ რამდენ ხანს გასტანს მისი იძულებითი პაუზა, ამაზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

giorgi
აეროპორტში მითხრა უჩამ გერმანიაში წასვლის მიზეზი და მაგრა გამიტყდა... გამოჯანმრთელდი ბრატ და გელოდებით დნეპრში... კობახიძეს კიდე საგოლ, იმენა ვაჟკაცი ბიჩია... კაი ფეხბურთელები გვყავს და დავაფასოთ, მაგარი ადამიანები არიან...
levani
სათაორი მაგარი დამაიმედებელი იყო... : რო წავიკითხე ვიფიქრე ერტს ლონდონის არსენალი ყიდულობს მეორეს რომელიმე გერმანული გრანდი-თქო... თურმე ერთს გუნდთან ერთად არც ავარჯიშებენ და უკრაინულ არსენალში უშვებენ მორიგ განათხოვრებით და მეორეს ტრავმა აქვს და გერმანიაში მხოლოდ ოპერაციისტვის მიდის...
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა