რვათვიანი შესვენების შემდეგ ვოვა კალათბურთს დაუბრუნდა და კრკა-ს წინააღმდეგ მატჩში "ოლიმპიასთან" ერთადაც გახურდა

რვათვიანი შესვენების შემდეგ ვლადიმერ ბოისა კალათბურთს დაუბრუნდა. მან ხორვატიის ჩემპიონატის ფინალში, ივნისის დასაწყისში მიღებული მუხლის ტრავმა მოიშუშა და კრკა-ს წინააღმდეგ მატჩში "ოლიმპიას" სხვა კალათბურთელებთან ერთად გახურდა. მწვრთნელმა, იურე ჟდოვცმა იგი შეხვედრის განაცხადში ჩაწერა, თუმცა მოედანზე შეყვანისგან თავი შეიკავა. კარგი იქნებოდა, ვოვას ეთამაშა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გამოჯანმრთელდა და უახლოეს მატჩებში მოედანზე აუცილებლად ვიხილავთ.

- დიდი ხნით მომიწია დასვენება და, როგორც იტყვიან, კალათბურთი მომწყურდა. იმედი მაქვს, დასვენებული და მოწყურებული "ოლიმპიას" ახალ ენერგიას შევმატებ, - გვითხრა ვლადიმერ ბოისამ.

მთავარმა მოვლენამ, ვოვას განაცხადში გამოჩენამ ადრიატიკის ლიგის მე-16 ტურის მატჩის შედეგი მეორეხარისხოვნად აქცია:

"ოლიმპიამ" თანამემამულე კრკა-ს სტუმრად 80:75 მოუგო და სატურნირო ცხრილში პირველობა განიმტკიცა. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრამდე კრკა-სა და "ოლიმპიას" მოგება-წაგებათა თანაბარი რადენობა ჰქონდათ - 10-10 გამარჯვება, 5-5 მარცხი. 11 მოგებით ბოისასა და შერმადინის გუნდი ერთპიროვნულად გალიდერდა.

კრკა-სთან შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია "ოლიმპიას" ქართველ ცენტრ გიორგი შერმადინს, რომელიც გაციებულია და ექიმებმა დასვენება გამოუწერეს.

მიუხედავად უთამაშებლობისა, შერმადინის შესახებ მაინც დავწერთ. ევროლიგის ოფიციალურ საიტზე F ჯგუფის ("ოლიმპია", "ბარსელონა", "მაქაბი", "რომა") ოთხი გუნდის თითო კალათბურთელის პრო-ფაილია ჩამოწერილი. "ბარსელონადან" ბონიფაც ნდონგია წარმოდგენილი, "რომადან" ალი ტრაორე, "მაქაბიდან" დორონ პერკინსი, ხოლო "ოლიმპიადან" გიორგი შერმადინი.

გავეცნოთ ქართველი კალათბურთელის ევროლიგისეულ სურათს:

"ქართული ტრადიციისამებრ, მსოფლიოს მასშტაბით სახელის მოხვეჭას შერმადინიც სლოვენიურ "ოლიმპიაში" ცდილობს.

გიორგიმდე ლიუბლიანური კლუბის ღირსებას იცავდნენ ვლადიმერ სტეფანია, ვლადიმერ ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი. მობილურობა, ზუსტი ტყორცნები და გრძელი ხელები შერმადინს ევროლიგის წლევანდელ სეზონში და საერთოდ ევროპაში, ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდად აქცევს. იგი ევროლიგაზე ყოველ ორ წუთში ერთ ქულას აგროვებს. ამით გუნდს ტოპ-16-ში მოხვედრაში დიდი დახმარება გაუწია.

საოცარია, მაგრამ 2005 წლამდე შერმადინს საკალათბურთო ცოდნა არ მიუღია, საქმეს ხელი სერიოზულად 16 წლისამ მოჰკიდა და 3 წელიწადში საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეულ კალათბურთელად იქცა: "მაქაბის" მაისურით საშუალოდ 33.5 ქულას, 18.4 მოხსნასა და 3.3 დაფარებას აგროვებდა. ეს მხედველობიდან არ გამოპარვია ახალგაზრდებზე "მონადირე" "პანათინაიკოსს" და შერმადინს 2008 წელს ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. გიორგი "მწვანეების" შემადგენლობაში პირველ სეზონში ცოტას თამაშობდა, შარშან კი გუნდის უცვლელ წევრად იქცა. მიმდინარე სეზონის წინ "პანათინაიკოსის" ხელმძღვანელობამ ქართველის სლოვენიის "ოლიმპიაში" განათხოვრება გადაწყვიტა.

იგი თამაშებში ძირითადად "ოლიმპიას" სათადარიგოთა სკამიდან ერთვება და დროს უქმად არ კარგავს: წუთობრივ მაჩვენებელთან შეფარდებით ევროლიგაზე მეათეა მათ შორის, ვისზეც მოწინააღმდეგეები ხშირად ჯარიმდებიან (0.21-ჯერ წუთში). შერმადინი შეტევით მოხსნებშიც ერთ-ერთი საუკეთესოა - 0.11 წუთში, ხოლო მეათეა სროლის სიზუსტეში (67.9 პროცენტი). იგი ევროლიგის ცენტრებს შორის მესამე ადგილზეა საჯარიმოების რეალიზებაში - 87.5 პროცენტი.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ შერმადინი "ოლიმპიას" ტოპ-16-ში მოხვედრაში დაეხმარა. ამას ფაქტებიც მოწმობს: გიორგიმ "ეფესთან" ოროვერტაიმიან მატჩში მესამე პერიოდის ბოლოს 9 ქულა ჩააგდო და გუნდს სოლიდური დეფიციტის აღმოფხვრაში დაეხმარა; მის მიერ მეოთხე პერიოდში ჩაგდებული რამდენიმე ქულა "ვალენსიას" ლიუბლიანაში ძლევის საწინდარი გახდა; მწვრთნელმა შერმადინი "მილანთან" საშინაო მატჩშიც გამოიყენა - ქართველმა შვიდივე ქულა გადამწყვეტ მომენტში ჩააგდო და გუნდი პირველი საშინაო მარცხისგან იხსნა; ასე რომ, გიორგი უბრალოდ სასარგებლო კი არ არის, არამედ გადამწყვეტ მომენტშია სასარგებლო.

ფაქტი, რომ შერმადინი კალათბურთს ექვსი წელია, რაც თამაშობს, მის სწრაფ პროგრესზე მეტყველებს. ამასთან, ნათლად ჩანს, რომ მეტიც შეუძლია. მას შორი დისტანციიდან სროლაც ხელეწიფება, მაგრამ ამას "ოლიმპიაში" არ აკეთებს, ქულებს უმთავრესად ფარქვეშიდან აგროვებს. და რაც მთავარია: "ოლიმპიას" ფანები უკვე დარწმუნდნენ, რომ შერმადინს შეუძლია ევროლიგის ტოპ-16-ში ნებისმიერ ცენტრს სათანადოდ გაუმკლავდეს."

დავძენთ: ოლიმპიელები ევროლიგის მეორე ეტაპზე პირველ შეხვედრას 20 იანვარს ჩაატარებენ - "რომას" ეწვევიან".

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა