"ბოსტონი" ვერ ყოჩაღობს
სერიის მეორე მატჩი პირველს მოგვაგონებდა, იმ განსხვავებით, რომ გუშინდელი შეხვედრის ბოლო მეოთხედში "ბოსტონი" უფრო ახლოს მივიდა მეტოქესთან. პირველ ტაიმში კი ისევ დიდი არეულობა იყო - ლიდერი რვაჯერ შეიცვალა, ხოლო მაქსიმალური უპირატესობა ცხრა ქულას შეადგენდა, თანაც, ის სტუმრებს ეკუთვნოდათ.

მესამე მეოთხედში კი კვლავ ვიხილეთ მასპინძლების მძლავრი სპურტი - 15:2, რომლის დროსაც ცხრიდან ცხრა საჯარიმო ტყორცნა გამოიყენეს. "კელტებმა" ამას ექვსი ცდიდან ერთი ზუსტი სროლითა და შეცდომით უპასუხეს.

მაგრამ "ბოსტონმა" არ დაყარა იარაღი და ბოლო მეოთხედში აიზია ტომასის დახმარებით (11 ქულა დროის ამ მონაკვეთში) ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა. თუმცა მატჩის ბოლოს "კლივლენდის" დაცვამ შესანიშნავად ითამაშა. ბოლო შვიდ წუთში "მწვანეებმა" თამაშიდან მხოლოდ ორი ტყორცნა მოათავსეს კალათში (ცხრა ცდიდან) და ვერ შეაჩერეს მეტოქის ლიდერები.

მეოთხე მეოთხედში ლებრონ ჯეიმსმა 15 ქულა დააგროვა, კაირი ირვინგმა - ცხრა. მატჩის შემდეგ ორივემ აღიარა, რომ მომდევნო მატჩებში "კლივლენდი" უფრო ყურადღებით უნდა იყოს - გუშინდელ მატჩში დაშვებული 18 შეცდომა ძალიან ბევრია ასეთი პრეტენზიების მქონე გუნდისთვის.

კლივლენდი-ბოსტონი 99:91

25:26, 26:24, 24:18, 24:23

კ: ჯეიმსი (30+9 მოხსნა+7 პასი), ირვინგი (26+6 პასი+5 მოხსნა), მოზგოვი (16+7 მოხსნა+5 დაფარება), ლავი (13+6 მოხსნა), ტომპსონი (0+11 მოხსნა).

ბ: ტომასი (22+7 პასი), სალინჯერი (14+5 მოხსნა), ზელერი (11+6 მოხსნა), სმარტი (10), კრაუდერი (10+5 მოხსნა), ტერნერი (9+12 მოხსნა).

სერია: 2-0.

"ვაშინგტონი" პირველი რაუნდის ერთადერთი გუნდია, რომელმაც სტუმრად თამაშის მოგება შეძლო, თანაც უკვე ორჯერ. პირველი მატჩისგან განსხვავებით, როცა ორივე გუნდი ბევრს აცილებდა, გუშინდელი შეხვედრა შედეგიანი გამოვიდა.

პირველ მეოთხედში "ტორონტომ" ათქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც აორთქლდა მას შემდეგ, რაც კაილ ლაურის სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა მოუწია. სანამ კანადელთა ლიდერი ზედმეტი პერსონალურების გამო ისვენებდა, დედაქალაქელებმა 31:14 გაქცევა მოაწყვეს, რომლის მეშეობითაც არა მხოლოდ გაათანაბრეს ანგარიში, არამედ 11 ქულით გავიდნენ წინ. ამ წარმატებული სპურტის გმირი ბრედლი ბილი გახდა, რომელმაც 16 ქულა (რეალიზაცია - 7/9) დააგროვა.

მესამე მეოთხედში სტუმრები ზრდიდნენ უპირატესობას და ამჯერად, პირველ პლანზე ჯონ უოლი გამოვიდა. მან შეუცვლელად ითამაშა ეს მეოთხედი და 10 ქულითა და 6 შედეგიანი პასით გამოიჩინა თავი.

ბოლო მეოთხედის სტარტისთვის სტუმრების უპირატესობამ 23 ქულას მიაღწია, რის შემდეგაც "ტორონტო" ათ ქულაზე ახლოს ვეღარ მივიდა მეტოქესთან.

ტორონტო-ვაშინგტონი 106:117

31:26, 18:34, 26:37, 31:20

ტ: დეროზანი (20+7 პასი), უილიამსი (20+3 ჩაჭრა), ვალანჩუნასი (15+10 მოხსნა), პატერსონი (15), ა. ჯონსონი (10+5 მოხსნა).

ვ: ბილი (28+5 მოხსნა), უოლი (26+17 პასი), გორტატი (16+8 მოხსნა+3 დაფარება), პორტერი (15+9 მოხსნა), პირსი (10).

სერია: 0-2

"დალასის" ლეგენდა დირკ ნოვიცკი ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდა პლეი ოფის მატჩებს. გუშინ მას ბევრი არაფერი გამოსდიოდა: თამაშიდან 14-ჯერ ისროლა და მხოლოდ სამი ბურთი მოათავსა კალათში და საშინლად მოქმედებდა დაცვაში, რადგან "ჰიუსტონის" ყველა მაღალ ოპონენტთან წააგო ორთაბრძოლები. გადამწყვეტი გაქცევა, რომელიც "როკეტსმა" მეოთხე მეოთხედში შეასრულა, დიდწილად გერმანელის ბრალი იყო, რადგან ელემენტარულად ვერ ასწრებდა ტემპის აყოლას.

ასევე ჩააგდო შეხვედრა "მავერიქსის" რიგებში გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ. მან მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, ისიც პირველ ტაიმში. თავდაპირველად, კარლაილმა რონდოს სათამაშო დრო დაცვაში ცუდი თამაშის გამო შეზღუდა, მესამე მეოთხედში კი მცველმა 34 წამში ორი პერსონალური აიღო და დარჩენილი დრო სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ბოლო მეოთხედში "დალასმა" ერთხელ წინ გასვლა მოახერხა, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით. ორ წუთში "რაკეტებმა" 11:0 გაქცევა შეასრულეს, რომლის მთავარი მოქმედი პირები დუაიტ ჰოვარდი და ჯოშ სმიტი იყვნენ. ამ უკანასკნელის სამი შედეგიანი პასით "სუპერმენმა" სამჯერ ჩატენა ბურთი კალათში. სირენამდე ორი წუთით ადრე, ჯეიმს ჰარდენმა სხვაობა 15 ქულამდე გაზარდა, რის შემდეგაც კარლაილმა მოედნიდან გაიყვანა ელისი, ჩენდლერი და ნოვიცკი.

ჰიუსტონი-დალასი 111:99

23:24, 30:27, 28:29, 30:19

ჰ: ჰოვარდი (28+12 მოხსნა), ჰარდენი (24+6 პასი+5 მოხსნა), სმიტი (15+9 პასი+8 მოხსნა), ბრიუერი (15).

დ: ელისი (24+5 მოხსნა), ბარეა (13+6 მოხსნა), ჩენდლერი (11+8 მოხსნა), ნოვიცკი (10+13 მოხსნა).

სერია: 2-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
დიდი ამბები NBA-ში
NBA: "კლიპერსი" ჯოშ სმიტს შეუთანხმდა
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონში მე-8 მარცხი განიცადეს [VIDEO]
ბრენდონ ჯენინგსი "დეტროიტში" წავიდა
NBA-ს ვარსკვლავის შვილი მამას: მძულხარ!
ტრანსფერები: ჰოვარდი "შარლოტში", მოზგოვი "ბრუკლინში"
"დეტროიტმა" ჯოშ სმიტი დაითხოვა
"ჰიუსტონს" დუაიტ ჰოვარდი არ ჰყოფნის
პირველი 39 - "ლეიკერსმა" დუაიტ ჰოვარდი დაიმატა
NBA. პლეი ოფი: "ატლანტა" არ ნებდება, "ტორონტო" წინ გავიდა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: შოკი "დეტროიტისგან"
ზაზა ფაჩულია ატლანტაში დაბრუნდა - "გოლდენ სტეიტმა" "ჰოუქსი" დაამარცხა [VIDEO]