დაზარალებულები კომპენსაციას მიიღებენ
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ყოფილი მოთამაშეების სარჩელი. ამ ფეხბურთელებმა სხვადასხვა დროს თავის ტრავმები მიიღეს და ახლა NFL-სგან კომპენსაციას ითხოვენ. საერთო თანხის ოდენობამ, რომელიც ამ ფეხბურთელებს უნდა გადაუხადონ, შესაძლოა, მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის შემდეგ, საშუალოდ, თითო დაზარალებული ფეხბურთელი დაახლობით 190 ათას დოლარს მიიღებს. ამ სპორტსმენებს 30-50 წლის ასაკში პარკინსონის ან ლუ გერიგის დაავადება დაუდგინეს.

2013 წლის აგვისტოში ლიგა დათანხმდა 765 მილიონი დოლარის გადახდას 4500-ზე მეტი ფეხბურთელისთვის, რომლებმაც კარიერის მსვლელობისას ტვინის შერყევა მიიღეს. თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ გაცილებით მეტი მოთამაშე ყოფილა დაზარალებული და შესაბამისად, კომპენსაციის საერთო თანხაც გაიზარდა. გარდა ამისა, ფეხბურთის ეროვნული ლიგა დაადანაშაულეს იმ ინფორმაციის დამალვაში, თუ რამდენად სახიფათოა სპორტის ეს სახეობა.

ყველაზე გავრცელებული ავადმყოფობა ყოფილ ფეხბურთელებს შორის - ქრონიკული ენცეფალოპათიაა, რომელიც აფერხებს გონებრივ მუშაობას და იწვევს მეხსიერების ნაწილობრივ დაკარგვას. ამერიკაში ვარაუდობენ, რომ ეს ავადმყოფობა ამერიკული ფეხბურთის ყოფილი მოთამაშეების 30 პროცენტს აწუხებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა