ნახევარფინალში "ფიორენტინა", "ნაპოლი", "სევილია" და "დნიპრო" გავიდნენ
წუხელ ევროპალიგის 4 ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა, რომლებიც დღეს ნიონის წილისყრაზე დაწყვილდებიან.

ევროპალიგა პოსტსაბჭოური კლუბებისგან თითქმის გაიწმინდა, დარჩა მხოლოდ ერთი და სასიხარულოა, რომ ის ევროთასებზე სექტემბრიდან შემორჩენილი ერთადერთი ქართველის, ჯაბა კანკავას "დნიპროა". აი, "ზენიტი" და კიევის "დინამო" დაემშვიდობნენ გათამაშებას, "ვოლფსბურგი" კი ამას პირველი მატჩის შემდეგ იყო შეგუებული.

მოგეხსენებათ, აგვისტოში ევროპის სუპერთასი თბილისში გაიმართება, "დინამო არენაზე" ერთ-ერთი გრანდის სტუმრობა გარანტირებული გვაქვს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი დიდი გუნდი შემორჩა: "ბაიერნი", "ბარსელონა", "იუვენტუსი" და "რეალი". ისინი დღეს დაწყვილდებიან ნახევარფინალში. თბილისში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს ევროპალიგის ტრიუმფატორი ხვდება და ახლა აქ "დნიპროს" თამაშის შანსი მათემატიკურად 25 %-ის ტოლია.

"დნიპრო" კიევში "ბრიუგეს" მასპინძლობდა. პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა, მეორეც აქეთკენ მიდიოდა და თითქოს, დამატებითი ტაიმები გარდაუვალი იყო, როცა 82-ე წუთზე რუსლან როტანმა დასარტყამ პოზიციაზე შეცვლაზე შესული ევგენი შახოვი გაიყვანა და მანაც გამარჯვების გოლი გაიტანა - 1:0. ჯაბამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. ჯაბამ ახლახან მოიხადა დისკვალიფიკაცია, ასე რომ, ნახევარფინალში ის თამაშს შეძლებს.

იხილეთ ვიდეო

ევროპალიგის მოქმედი გამარჯვებული "სევილია" "ზენიტს" ესტუმრა და ზუსტად იმავე ანგარიშით (2:1) მარცხდებოდა "პეტროვსკიზე", რითაც შინ იმარჯვა, მაგრამ 85-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ფრანგმა კევინ გამეირომ გაიტანა და "სევილია" ნახევარფინალში გაიყვანა - 2:2.

იხილეთ ვიდეო

კიევის "დინამო" ფლორენციაში პირველივე ტაიმში 10 კაცით დარჩა, რითაც "ფიორენტინამ" კარგად ისარგებლა: მარიო გომესმა და ხუან მანუელ ვარგასმა გაიტანეს - 2:0.

იხილეთ ვიდეო

"ნაპოლიმ" პირველ მატჩში აჯობა "ვოლფსბურგს" - 4:1 და შინ 2:2-თაც დაკმაყოფილდა.

იხილეთ ვიდეო

მაშ ასე, ნახევარფინალში ორი იტალიური კლუბი გავიდა, "ნაპოლი" და "ფიორენტინა", უკრაინული "დნიპრო" და ესპანური "სევილია". დღეს ნახევარფინალური ეტაპის წილისყრაა. პირველი მატჩები 7 მაისს გაიმართება, საპასუხო - 14-ში. ფინალი ვარშავაშია (პოლონეთი) - 27 მაისს.

ევროპალიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები

დნიპრო-ბრიუგე 1:0

გოლი: 1:0 შახოვი (82)

დნიპრო (4-2-3-1): ბოიკო - ფედეცკი, დუგლასი, ჩებერიაჩკო, მატოსი - კანკავა, როტანი - ლუხკევიჩი (91. გამა), ბეზუსი (46. შახოვი), კონოპლიანკა - სელეზნიოვი (72. კალინიჩი)

ბრიუგე (4-1-4-1): რაიანი - დე ფო, დუარტე, მეშელი, დე ბოკი - სიმონსი - რეფაელოვი, ვორმერი, შტორმი (86. ვასკესი), ისკიერდო (86. დიერქსი) - დე ზუტერი (70. ულარე)

გაფრთხილება: როტანი, კანკავა - ულარე

კუთხური: 6-2; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 11-4 (5-0); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 15 000

ფიორენტინა-დინამო 2:0

გოლები: 1:0 გომესი (43), 2:0 ვარგასი (94)

ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, ალონსო - ფერნანდესი, პისარო (84. აკვილანი), ვალერო (79. ბადელი) - სალაჰი (88. ვარგასი), გომესი, ხოაკინი

დინამო კ. (4-2-3-1): შოვკოვსკი - დანილო სილვა, ვიდა, ხაჩერიდი, ანტუნეში - რიბალკა, ბუიალსკი (69. სიდორჩუკი) - იარმოლენკო, ბელჰანდა (63. კალიტვინცევი), ლენსი - ტეოდორჩიკი (45. გუსევი)

გაფრთხილება: - ლენსი

გაძევება: ლენსი (40)

კუთხური: 7-2; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 24-3 (6-1); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 30 200

ნაპოლი-ვოლფსბურგი 2:2

გოლები: 1:0 კალეხონი (50), 2:0 მერთენსი (65), 2:1 კლოზე (71), 2:2 პერიშიჩი (73)

ნაპოლი (4-2-3-1): ანდუხარი - მესტო, ალბიოლი, ბრიტოსი, ღულამი - ლოპესი, ინლერი - კალეხონი, ჰამშიკი (60. ინსინიე), მერტენსი - იგუაინი (68. საპატა)

ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში (79. დოსტი), ნალდო, კლოზე, როდრიგესი (66. შაფერი) - გილავოგი (75. იუნგი), ლუის გუსტავო - პერიშიჩი, არნოლდი, კალიჯური - ბენდტნერი

გაფრთხილება: -

კუთხური: 3-6; ჯარიმა: 7-10; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 10-17 (4-7); ბურთის ფლობა: 38%-62%.

მაყურებელი: 18 090

ზენიტი-სევილია 2:2

გოლები: 0:1 ბაკა (6-პენ), 1:1 რონდონი (48), 2:1 ჰალკი (72), 2:2 გამეირო (85)

ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი - სმოლნიკოვი, ნეტო, ლომბერტსი, კრიშიტო - გარსია, ვიტსელი - ჰალკი, დანი, შატოვი - რონდონი (83. კერჟაკოვი)

სევილია (4-2-3-1): ბეტო - კოკე, პარეხა (21. იბორა), კარიშო, ტრემულინა - კრიხოვიაკი, მბია - ვიდალი, ბანეგა, ვიტოლო (92. დ. სუარესი) - ბაკა (73. გამეირო)

გაფრთხილება: ნეტო, ვიტსელი, ლოდიგინი - იბორა, ბანეგა

კუთხური: 11-10; ჯარიმა: 6-15; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 24-10 (6-5); ბურთის ფლობა: 64%-36%.

მაყურებელი: 24 00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Raul
ევროპალიგა პოსტსაბჭოური კლუბებისგან თითქმის გაიწმინდა, დარჩა მხოლოდ ერთი და სასიხარულოა, რომ ის ევროთასებზე სექტემბრიდან შემორჩენილი ერთადერთი ქართველის, ჯაბა კანკავას "დნიპროა". აი, "ზენიტი" და კიევის "დინამო" დაემშვიდობნენ გათამაშებას, "ვოლფსბურგი" კი ამას პირველი მატჩის შემდეგ იყო შეგუებული. ------------------------ "ვოლფსბურგი" რა შუაშია პოსტსაბჭოთა გუნდებთან? :) აღმოსავლეთ გერმანიაშია და რამე?:)))
ლევანი
არაუშავს, შეეშალა ჟურნალისტს... ნუ გადააყოლეთ. შეცდომა ყველას მოსდის. თბილისში "დნიპროს" ჩამოსვლის შანსი არის არა 12.5%, არამედ 25%. იმედია, გაასწორებთ უზუსტობას!
giga
ვინ გასწავლა მათემათიკა ნეტა. 1/8 რანაირადაა დნიპროს ჩამოსვლის შანსი. ჯამში რო 8 გუნდია მიტომ? 4-4 გუნდი ცალცალკეა 2-ვე ტურნირშI. 1 ტურნირში რო თამაშობდეს 8-ვე კიდე ჰო.
fgrggerg
მაგარია კანკავა მაგრად ითამაშA IMედია ფინალში გავლენ:: სუპერთასს რაც შეეხება ალბათ BAრსა ნაპოლის ვიხილავთ თBILIსშHI DDD
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. VI ტურის წინ: დღე, როცა ყველა თამაში უმნიშვნელოვანესია
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
რუსეთი ჩიხია! - "ზენიტმა" ფორვარდი "ტოტენჰემში", "რომაში", "ლიონში" არ გაუშვა...
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
ჩემპიონთა ლიგა. IV ტურის წინ: მთელი ყურადღება დორტმუნდისკენ
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა ისევ ყოვნდება
კვარაცხელია "ზენიტში" გადასასვლელად მზადაა - რუსი კომენტატორი
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ზენიტის" ფორვარდის სანაცვლოდ "ნაპოლი" ერთ-ერთ უძვირფასეს შენაძენს ყიდის
ბალოტელისთვის "ზანგის" დაძახების გამო "ვერონამ" ფაშისტი პოლიტიკოსი დასაჯა - 5 ნოემბრის დაიჯესტი
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდერი ყიდულობს
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"ჟირონა" უკრაინელი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ასრულებს თუ არა კარიერას - ერიქსენმა უკრაინასთან უგონოდ მოედანზე დაცემის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
მესამე უკრაინელი "ჟირონაში" - ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო