ბოლნისის "სიონის" მთავარ მწვრთნელს "ვიტ ჯორჯიასთან" მნიშვნელოვანი მატჩის წინ ინტერვიუ ჩამოვართვით
34 წლის ლადო ბურდული ბოლნისის "სიონის" გენერალური დირექტორია და ამავე დროს, გუნდის დამრიგებლობაც უწევს. მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავებული "სიონი" ახლაღა ლაგდება. გუნდის სატურნირო მდგომარეობა იდეალური არ არის - ბოლნისელებს ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 ადგილი უჭირავთ.

დღეს, 24 აპრილს, "სიონი" ექვსქულიან მატჩში დაუპირისპირდება "ვიტ ჯორჯიას".

უმაღლესი ლიგის XXV ტურის წინ: ყველა ჩაამთავრებს სეზონს?

ამ პატარა ინტერვიუში ბოლნისელთა მწვრთნელთან სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ...

- დავიწყოთ ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩით - რომ იტყვიან, "ექვსქულიანი" თამაში გელით "ვიტ ჯორჯიასთან"...

- მეტოქედ ახალგაზრდა, სიმპათიური და მებრძოლი გუნდი გვეყოლება. დიდი ბრძოლა გველის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არც ჩვენ ვართ იდეალურ მდგომარეობაში. ჩვენთვის ეს არ არის უმაღლეს ლიგაში დარჩენის ბოლო შანსი, თუმცა ქულები ჰაერივით გვჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ მოგება "სიონს" 99 პროცენტით უნაღდებს ადგილს უმაღლეს ლიგაში. ჩვენთვის ტრაგედია არც ის იქნება, თუ მატჩი ფრედ დასრულდება, მაგრამ "სიონი" მინდორზე მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად გავა.

- ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებთ?

- მხოლოდ ერთადერთი დანაკლისი გვაქვს - დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს გიორგი ცხადაია.

- როგორ აფასებთ "სიონისთვის" მიმდინარე სეზონს?

- იცით, გუნდი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა. ასეთ ვითარებაში, თან სულ რაღაც სამ თვეში, ვერ აჩვენებ სასურველ შედეგს. მოგეხსენებათ, გუნდს ბოლნისის მუნიციპალიტეტი აფინანსებს. მათ იციან, რაც ხდება გუნდში და არ ყოფილა მაღალი შედეგის კატეგორიულად მოთხოვნა. ახალი გუნდის "გაკეთებას" დრო უნდა - სულ მცირე, ერთი წელიწადი მაინც.

- როგორც ვიცით, მუნიციპალიტეტი "სიონში" ადგილობრივი კადრების დაწინაურებას ემხრობა. ამ მხრივ რა მდგომარეობაა?

- რვა ბოლნისელი ფეხბურთელი თამაშობს დღეს გუნდში და ერთ-ორი, შესაძლოა, მომავალ სეზონშიც დავიმატოთ.

- მომავალი სეზონის კონტურები უკვე მოხაზული გაქვთ?

- რა თქმა უნდა, გვაქვს კონკრეტული მონახაზი. ვიღაც წავა, ვიღაც მოვა... ერთი კი ზუსტად ვიცი - მომავალ სეზონში იმაზე ძლიერი და ამბიციური გუნდი გვეყოლება, ვიდრე ახლაა.

- როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს, არ იქნება, ეროვნულ გუნდზეც არ გკითხოთ...

- პირველ რიგში, რამაც გამახარა, ისაა, რომ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი გამოჩნდა საქართველოს ნაკრებში, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა. მაგალითად, ავიღოთ გიორგი ნავალოვსკი, რომელმაც ჩვენს ნაკრებს უკვე ბევრი შემატა. სასიამოვნოა ისიც, რომ შესანიშნავი ახალი თაობა მოდის.

- ვის გულისხმობთ?

- პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ აღფრთოვანებული ვარ ლაშა დვალის თამაშით. გერმანიის უძლიერეს ნაკრებთან ერთხელაც არ აჩქარებულა... როგორ ამოჰქონდა ბურთი, როგორ დინჯად თამაშობდა... მისგან იდეალური მცველი დადგება.

საქართველოში სულ არიან ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები. მაგალითად გიორგი პაპუნაშვილიც გამოგვადგება. ვფიქრობ, მას მალე მოუწევს ნაკრებში სისტემატურად თამაში.

- გერმანიასთან მატჩზე რას იტყვით?

- გერმანია დღეს ვერ იქნება ჩვენი საზომი. მაშინ, თუ მას საზომად ავიღებთ, ისიც გავიხსენოთ, ბრაზილიას როგორ მოუგო. ყველანი გვერდით უნდა დავუდგეთ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს. მინდა, წარმატება ვუსურვო მას.

- ბოლოს ისევ "სიონით" დავამთავროთ. როდის იქნება შესაძლებელი გუნდის დაბრუნება საშინაო არენაზე?

- ბოლო ინფორმაციით, ახალი ჩემპიონატი "სიონმა" ბოლნისში უნდა დაიწყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?
ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა
"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
უმაღლესი ლიგა. XIX ტური: ბათუმის "დინამო" ცხრილში გალიდერდა [VIDEO]
51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა