საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას ჩინურ ჩენდგუში
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას ჩინურ ჩენდგუში, სადაც 10 ქვეყნის უძლიერესი დიდოსტატი მანდილოსნები გუნდურ პირველობაში ეცილებიან ერთმანეთს.

23 აპრილს, მე-5 ტურში ჩვენმა გოგონებმა მსოფლიოს ჩემპიონ უკრაინას აჯობეს - 2,5:1,5. დაზავდნენ ლელა ჯავახიშვილი და მსოფლიოს ამჟამინდელი ჩემპიონი მარია მუზიჩუკი, ნინო ბაციაშვილი და მსოფლიოს ექსჩემპიონი ანა უშენინა, ევროპის ორგზის პრიზიორი სალომე მელია და კონტინენტის ჩემპიონი ნატალია ჟუკოვა. საქართველოს ნაკრებს მომგებიანი ქულა მოუტანა ბელა ხოტენაშვილმა, რომელმაც თეთრი ფიგურებით ანა მუზიჩუკი დაჯაბნა.

ხოტენაშვილი ბრწყინვალედ თამაშობს პირველ დაფაზე - ხუთი შეხვედრიდან 4,5 (!) ქულა აართვა მეტოქეებს. ვიმედოვნებთ, რომ ბელა და მისი თანაგუნდელები დარჩენილ ოთხ ტურშიც აღმავლობით ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრებს კვალში მისდევს რუსეთის გუნდი, რომელიც პირველ ტურში ჩვენებთან წაგებას სასწაულებრივად გადაურჩა. ჩრდილოელმა მეზობლებმა 23 აპრილს იოლად სძლიეს ეგვიპტეს - 4:0.

ჩინელებმა პოლონელებს დააყრევინეს ფარ-ხმალი - 3:1, ინდოელებმა ასეთივე ანგარიშით აშშ-ს მოუგეს, ხოლო სომხეთი და ყაზახეთი დაზავდნენ - 2:2.

ხუთი ტურის შემდეგ: საქართველო-9 (14), რუსეთი-8 (13,5), ჩინეთი-7 (13), სომხეთი-6 (10,5), უკრაინა-5 (10,5), ინდოეთი-4 (10), აშშ-4 (9), ყაზახეთი-4(8), პოლონეთი-3(9,5), ეგვიპტე-0 (2) ქულა.

ტურნირის მონაწილენი დღეს დაისვენებენ. ხვალ, მე-6 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ინდოეთი-ეგვიპტე, პოლონეთი-რუსეთი, ყაზახეთი-ჩინეთი, უკრაინა-სომხეთი, აშშ-საქართველო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beri@posta.ge
ნონას და ნანას შემდეგ რამდგნი ხანია წელში ვერ გავიმართეთ. ბელა ხოტენაშვისა და მის თანაგუნდელებს დიდ წარმატებას ვუსურვებ!!!
დავით67
ლაშა! კი მაგრამ აქ რომ წერია დაზავდნენო 3 პარტიაში? რაღაც მეც ვერ გავიგე ეს ფრჩხილებში 14 რას ნიშნავს. მთავარია რომ იგებენ და იმედია ჩემპიონები გახდებიან.
kobra
წარმატებები!
ლაშა
bb-"საქართველო-9 (14)" ნიშნავს შემდეგს: საქართველოს ნაკრებს 9 ქულა აქვს (5 თამაშიდან ეს ნიშნავს, რომ 1 ფრე ითამაშეს, 4 კი მოიგეს - ფრე 1 ქულიანია, მოგება კი ორქულიანი). ფრჩხილებში მითითებული 14 კი ნიშნავს ყველა მოჭადრაკის მიერ აღებულ ქულათა ჯამს. ანუ 5 ტურში 4-მა მოჭადრაკემ ჯამში 20 პარტია ითამაშა, საიდანაც ჩვენებმა დააგროვეს ჯამში 14 ქულა.
მანჩო
გამარჯვებას გისურვებთ გოგონებო, გთხოვთ, დაუბრუნეთ ქართულ ჭადრაკს ძველი დიდება!
bb
"საქართველო-9 (14)" რას ნიშნავს? იქნებ განმიმარტოს ვინმემ.
del piero 10
გენაცვალეთ თქვენ! წარმატებები
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე