დღევანდელ ჩვენს წერილში იმ ლეგენდებს მოვიგონებთ, სხვადასხვა დროს კლუბებთან საკონტრაქტო გაუგებრობები რომ ჰქონდათ
არცთუ დიდი ხნის წინათ, სტივენ ჯერარდმა "ლივერპულთან" კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა და ამით დიდი მერსისაიდული ეპოქა დასრულდა.

დღევანდელ ჩვენს წერილში იმ ლეგენდებს მოვიგონებთ, სხვადასხვა დროს კლუბებთან საკონტრაქტო გაუგებრობები რომ ჰქონდათ...

როი კინი

1998-99 წლების სეზონი "მანჩესტერ იუნაიტედმა" როი კინთან მოლაპარაკებით დაიწყო. 2000 წლის ზაფხულში კინის მოქმედი კონტრაქტი სრულდებოდა. კაპიტანი ძველი ხელშეკრულებით კვირაში 20 ათას ფუნტს იღებდა. "იუნაიტედმა" ფეხბურთელს 30 ათასი შესთავაზა - კლუბის ისტორიაში ყველაზე მსუყე კონტრაქტი.

კინი და მისი აგენტი კვირაში 50 ათას ფუნტს ითხოვდნენ. "მაშინ "იუვენტუსსა" და "ბაიერნზე" სერიოზულად ვფიქრობდი. ისინი ისეთ კონტრაქტს მთავაზობდნენ, რომ მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი მექნებოდა. ამავე დროს, ძნელად წარმომედგინა ჩემი წასვლა "ოლდ ტრაფორდიდან", - იხსენებს კინი.

ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ კინმა და მისმა აგენტმა მიზანს მიაღწიეს. შემდეგი სეზონისთვის "მანჩესტერმა" თამაშზე დასასწრები აბონემენტების ფასი გაზარდა, ქომაგებს კი წერილი გაუგზავნა - ამის ერთ-ერთი მიზეზი როის ახალი კონტრაქტიაო.

სოლ კემპბელი

"ტოტენჰემის" ისტორიაში საუკეთესო მცველი 6 წლის განმავლობაში გუნდის დაცვის ბურჯი იყო. 2001 წელს მან კლუბის ხელმძღვანელობას ხელფასის მომატება მოსთხოვა. კემპბელს უნდოდა, რომ ანაზღაურების სახით კვირაში 130 ათასი გირვანქა მიეღო.

ბოლოს და ბოლოს, სოლი თავისუფალი აგენტი გახდა. მისი აყვანა "რეალსა" და "ბარსელონას" სურდათ, თუმცა თავად ფეხბურთელს ლონდონის დატოვება არ უნდოდა. ასე აღმოჩნდა სოლი "არსენალის" ბანაკში, "ტოტენჰემის" ფანებმა კი, ამ არჩევანის გამო, მას სამუდამოდ მიაკერეს "გამყიდველის" იარლიყი. არსენ ვენგერმა სოლი პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცია - 100 ათასი გირვანქა კვირაში!

რობინ ვან პერსი

როცა კარიერის საუკეთესო სეზონი დაასრულა, პრემიერლიგის ბომბარდირმა და "არსენალის" ლიდერმა რობინ ვან პერსიმ ორი შეთავაზება მიიღო - "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "იუვენტუსისგან". ამ ინტერესით გალაღებული ფეხბურთელი "მეთოფეებთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობდა. ხანგრძლივი და მომქანცველი მოლაპარაკებების შემდეგ რობინმა საბოლოოდ იუარა ლონდონში დარჩენა და "იუნაიტედს" მიაშურა.

მოგვიანებით თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში სერ ალექს ფერგიუსონმა გაიხსენა: "მე გავაფრთხილე ვენგერი, რომ ვან პერსიში 25 მილიონ ფუნტს არ გადავიხდიდით. ის შოკში იყო და ვერ წარმოედგინა, რომ ასეთ ფეხბურთელში 25 მილიონს არ გადავიხდიდით".

საბოლოოდ, კლუბები 22,5 მილიონზე შეთანხმდნენ. "არსენალს" მეტი გზა არ ჰქონდა, რადგან თავად ფეხბურთელი აღარ ჩერდებოდა ლონდონში.

რიო ფერდინანდი

2005 წლის გაზაფხულზე ინგლისური მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ რიო ფერდინანდი და "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი კონტრაქტის თაობაზე ვერ ახერხებდნენ მოლაპარაკებას. ამ დროს ფეხბურთელი და მისი ებრაელი აგენტი, პინი ზაჰავი, ლონდონის "ჩელსის" ერთ-ერთ ხელმძღვანელს, პიტერ კენიონს შეხვდნენ.

ბევრმა ქომაგმა ჩათვალა, რომ რიო ცუდად მოექცა გუნდს, რომელმაც ის არაერთი უსიამოვნო ისტორიის დროს, მეტადრე, ჩაგდებული დოპინგ-ტესტის დროს დაიცვა. "ოლდ ტრაფორდზე" სტვენა ისმოდა, როგორც კი რიო ბურთს მიიღებდა. საბოლოო ჯამში, 2005 წლის აგვისტოში მხარეებმა ხელშეკრულების გახანგრძლივება გადაწყვიტეს. რიოს კვირაში 120 ათასი გირვანქა უნდოდა, მაგრამ 100-ს დასჯერდა.

ეშლი კოული

2004-05 წლების სეზონის შუაში ცნობილი გახდა, რომ მადრიდის "რეალს" ეშლი კოულის გადაბირება სურდა. "არსენალმა" მცველს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა ყოვლისმცოდნე ინგლისურმა მედიამ შეიტყო, რომ ეშლი ფარულად ხვდებოდა ჟოზე მოურინიოს, რათა შეეთანხმებინა მასთან "ჩელსიში" მომავალი ტრანსფერი.

სეზონის ბოლო ისე მოვიდა, კოულმა და "არსენალმა" ახალ კონტრაქტზე ვერ მოილაპარაკეს. კოულმა თქვა, რომ კლუბი მას ცუდად მოექცა და ამის გამო 200 ათას გირვანქადაც კი აღარ აპირებდა "არსენალში" გაჩერებას.

ოდნავ მოგვიანებით, ეშლიმ მაინც გააგრძელა "არსენალთან" ხელშეკრულება და კვირაში 70 ათას გირვანქას დასჯერდა, მაგრამ გააგრძელა მხოლოდ ერთი წლით. საცნაური გახდა, რომ ის გუნდს მალე დატოვებდა და დატოვა კიდეც - "ჩელსიში" გადავიდა.

სტივენ ჯერარდი

"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთულად მისაღები გადაწყვეტილება აღმოჩნდა", - თქვა სტივენ ჯერარდმა მას შემდეგ, რაც "ლივერპულს" უარი უთხრა ახალ კონტრაქტზე (100 ათასი გირვანქა კვირაში).

სხვათა შორის, ჯერარდს ადრეც სურდა "ლივერპულის" დატოვება. სტამბოლის ლეგენდარული ფინალის შემდეგ მან თქვა, რომ "ენფილდიდან" აბარგება უნდოდა...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ჯიქიას გუნდი თურქეთის სუპერ ლიგიდან გავარდა და ჩერჩესოვი ფეხბურთელს უკან რუსეთში უხმობს
მოტას ტოპ 5 ლიგაში დასაქმების რამდენიმე ვარიანტი აქვს
აპელაციამ არ გაჭრა - "საუთჰემტონი" პლეი-ოფის ფინალიდან მოხსნეს
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
მოტას ტოპ 5 ლიგაში დასაქმების რამდენიმე ვარიანტი აქვს
[VIDEO] "ასტონ ვილამ" "ფრაიბურგს" დამაჯერებლად სძლია და ევროპა ლიგა მოიგო
"ცოტა შევშინდი" - დემბელემ თავისი მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-0 დინამო (თბ). თითქოს, დრო გაჩერდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. ის, ვინც მოედანზე განსხვავებას ქმნის...
"კვარაცხელიას ვიდეოებით მინდა ვისწავლო" - ამბობს "ბოლონიას" ინგლისელი შემტევი
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-4 ტორპედო. პირველი ტაიმის შემდეგ ვინ იფიქრებდა...
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
"ოცნებები ხდება" - ეგოიანი საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახებას გამოეხმაურა
[VIDEO] "ხვიჩა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია" - რა არჩევანი გააკეთა გავიმ კვარაცხელიას ვარსკვლავებთან შედარებისას
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბენფიკას" მოურინიოს შესაძლო შემცვლელთა შორის ორი კანდიდატი ჰყავს
მიქაუტაძის შემდეგ ვინ უშველის "ლიონს"? - ფრანგულ გუნდში კვლავ მძიმე სიტუაციაა
ეშლი კოული მძარცველებმა სკამზე დააბეს და მისი სახლიდან ყველაფერი გაიტანეს
"თუ მომდევნო კვირას "სიტი" "ლივერპულთან" დამარცხდება, გვარდიოლას გუნდისთვის ყველაფერი დასრულდება" - როი კინი
ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია
სოლ კემპბელი - ლონდონის ახალი მერი?
"თუ ასე გააგრძელებს, "რეალში" კი არა, "ტრენმერ როვერსში" აღმოჩნდება" - კინმა არნოლდი გააკრიტიკა
"მას გაუმართლა" - როი კინმა მაიკლ კერიკზე ისაუბრა
დასახელდა პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ტრანსფერი
ვან პერსი: მატჩის დასრულების შემდეგ ვან გაალმა დამარტყა...
"ლივერპულთან" მატჩის შემდეგ ტენ ჰაგი გახარებული იყო, "იუნაიტედი" პატარა კლუბივით თამაშობს - როი კინი
"VAR-ი სანაგვე ურნაში უნდა გადავაგდოთ" - რიო ფერდინანდი
ᓤᓔᓮᓑᓣᓠᕗᓘ ᓓᓐ ᕦᓐᓚᓐᓢᓘᕡ ᓘᓡᓢᕝᓠᕘᓐ - ᓕ
[VIDEO]"პრესა ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს" - კვარაცხელიამ დემბელეს ნეგატიური იმიჯის შესახებ ისაუბრა
ეშლი კოულმა კარიერა დაასრულა
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
ტრანსფერ ONLINE: პატო უკვე ლონდონშია
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
ფეხბურთის ისტორიაში TOP 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
"ფეინოორდის" მწვრთნელად რობინ ვან პერსი დანიშნეს
"მისი ხასიათიდან გამომდინარე, საუკეთესო კანდიდატი მგონია" - როი კინმა "იუნაიტედს" მწვრთნელი ურჩია
"ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ვინგერია" - ჯერარდმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
კარლა ჰოუ - მოდელი, რომელსაც ეშლი კოული ჰყავს ნაცემი [PHOTO]
გარეთ ბერი: 500-იანთა კლუბის ახალი წევრი
ფრთიანი ფრაზები: მეოჯახე ზლატანი, ყველაზე ცუდი პროფესიონალი და ყველაზე უემოციო მწვრთნელი
"წუწუნი უნდა შეწყვიტოს" - ჯერარდმა სლოტი გააკრიტიკა
"მისი რეინკარნაციაა" - ფერდინანდმა კვარა ბრიტანელ ფეხბურთელს შეადარა
"ლოს ანჯელეს გელექსიმ" ეშლი კოული გუნდიდან გაუშვა
"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ვან პერსიმ "ოქროს ბურთის" ნომინანტებში რონალდო და მესი არ დაასახელა
"ვინ იყო ყველაზე რთული მეტოქე, ვისთანაც მითამაშია?" - კვარას ვრცელი ინტერვიუ რიო ფერდინანდთან
ვან პერსიმ ადვოკატს უარი ვერ უთხრა და მწვრთნელი გახდა
ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია
ვან პერსი: მსოფლიოში საუკეთესო ახლა ეს სამი ფეხბურთელია