უკრაინელმა მძიმე წონაში სამივე ტიტული შეინარჩუნა
უკრაინელმა ვლადიმირ კლიჩკომ შეინარჩუნა სუპერმძიმე წონაში სამი პრესტიჟული ტიტული (IBF, WBA, WBO). ნიუ იორკის "მედისონ სკერ გარდენში" ჩემპიონმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა ამერიკელი ბრაიანტ ჯენინგსი, რომელიც აქამდე დაუმარცხებელი იყო პროფესიულ რინგზე.

კლიჩკომ ზედიზედ მეთვრამეტედ დაიცვა ტიტული. როგორც მოსალოდნელი იყო, მან არ მისცა მეტოქეს თავისი ძლიერი მხარეების გამოყენების საშუალება - ეს იყო ახალგაზრდა ასაკი და ხელების სიგრძე.

კლიჩკოს არ დაუწყია მოვლენათა ფორსირება და სრულიად კმაყოფილი იყო იმ უპირატესობით, რომელიც ბრძოლის დასაწყისში მოიპოვა. ჯენინგსი აშკარად უფრთხოდა უსიამოვნებებს საწყის რაუნდებში, ამიტომაც დისტანციაზე ბრძოლას ამჯობინებდა და ხშირად იხევდა ბაგირებთან.

მაგრამ, დროთა განმავლობაში ბრაიანტს სითამამე ეწვია, თუმცა ამერიკელის აქტიურობას კლიჩკო კლინჩებით ახშობდა. ნებისმიერ შემთხვევაში, სადღაც ბრძოლის შუაში ჯენინგსი სულაც არ ჰგავდა წასაგებად განწირულ პრეტენდეტს, თუმცა არც იმის უნარი გააჩნდა, რომ ბრძოლის მსვლელობაში გარდატეხა შეეტანა.

ეკვატორის გადალახვის შემდეგ ამერიკელის ანგარიშზე ერთი ან ორი რაუნდის ჩაწერა შეიძლებოდა. ჯენინგსმა საკუთარი აქტიურობის, დისციპლინისა და მეტოქის შეცდომების ხარჯზე შეძლო რამდენიმე კარგი დარტყმის განხორციელება, მაგრამ ჩემპიონმა ძირშივე მოსპო ბრძოლის სცენარის შეცვლის ნიშნები. სხვათა შორის კლინჩში ხშირად შესვლის გამო უმცროსი კლიჩკო მეათე რაუნდში რეფერიმ დააჯარიმა.

საბოლოოდ, მივიღეთ უკრაინელის დამსახურებული გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით - 116:111, 116:111 და 118:109.

ბრძოლის შემდეგ კლიჩკომ გამოაცხადა, რომ მისი მორიგი მეტოქე 206 სანტიმეტრი სიმაღლის ბრიტანელი ტაისონ ფიური იქნება.

"მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უნდა ჩავატარო ბრძოლა ტიტულზე აუცილებელ პრეტენდეტთან. როგორც ჩანს, ეს იქნება ტაისონ ფიური", - განაცხადა კლიჩკომ.

მომავალი ბრძოლის თარიღი და ადგილი ჯერჯერობით უცნობია. 26 წლის ბრიტანელმა პროფესიულ რინგზე 24 ბრძოლიდან ყველა მოიგო, აქედან 18 ნოკაუტით. 39 წლის კლიჩკომ ანგარიშზე 67 ბრძოლაში 64 მოგება (53 - ნოკაუტით) და 3 წაგება მოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა