გვარდიოლა: "რობენი ჯოკერი არაა!" კლოპი: "ბერლინში გვინდა!"
* 29 აპრილს, გერმანიის თასის მეორე ნახევარფინალურ მატჩში ბილეფელდში "არმინია" "ვოლფსბურგს" მასპინძლობს.

* თასის ფინალი 30 მაისს ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" გაიმართება.

* 2014 წლის თასის ფინალში "ბაიერნმა" "დორტმუნდი" დამატებით დროში რობენისა (107) და მიულერის (123) გოლებით დაამარცხა - 2:0.

* მიუნხენის "ბაიერნი" თასის 17-გზის მფლობელია. 6-ჯერ მოიპოვა ტიტული ბრემენის "ვერდერმა", 5-ჯერ - გელზენკირხენის "შალკემ".

დღეს გერმანიაში დიდი მატჩია: მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის თასის ნახევარფინალში დორტმუნდის "ბორუსიას" მასპინძლობს და მიუხედავად იმისა, რომ "ეს ის "დორტმუნდი" აღარაა", მთელი საფეხბურთო გერმანია დაუნდობელი ბრძოლისა და ძალიან მაგარი მატჩის მოლოდინშია. გუშინ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციები გამართეს.

გვარდიოლა: რობენი სკამზე? არიენი ჯოკერი არაა!

"ბაიერნის" თავკაც ხოსეპ გვარდიოლას წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მთავარი სიახლე ის გახლდათ, რომ არიენ რობენს დღეს თამაში შეუძლია და დიდი შანსია, ის ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.

"არიენი ჯოკერი არ არის, - აღნიშნა გვარდიოლამ, - როცა რობენი ჯანმრთელადაა, თამაშობს კიდეც. ასე რომ, თუ ხვალ მზად იქნება, ძირითადშიც იხილავთ." აქვე ვთქვათ, რომ მოედანზე გასვლა შეეძლება ხავი მარტინესსაც, რომელიც ასევე ახლახან გამოჯანმრთელდა.

ფაქტია, რომ "ბაიერნის" გულშემატკივრები რობენის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდებოდნენ და, თუ ჰოლანდიელი დღეს ითამაშებს, ეს იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონასთან" უმნიშვნელოვანეს მატჩამდე ფორმაში შესასვლელად საკმარისი დრო ექნება.

"ახლა ყველაზე მეტად სწორედ რობენის დაბრუნება მჭირდებოდა. მიხარია, რომ ლაზარეთიდან დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე დაბრუნდა. არიენმა უკვე ივარჯიშა და ყველაფერი კარგად იყო. საერთოდ, რობენს კონდიციების აღსადგენად დიდი დრო არ სჭირდება ხოლმე", - დასძინა გვარდიოლამ. შეგახსენებთ, რომ რობენმა ბოლოს მარტის ბოლოს, "გლადბახთან" 0:2-ზე წაგებულ შეხვედრაში იასპარეზა და სწორედ იმ მატჩში, 24-ე წუთზე დაშავდა.

აი, ფრანკ რიბერის დაბრუნება კი დღევანდელი მატჩისთვის გამორიცხულია. ფრანგი ჰოლანდიელზე დიდი ხანია, ლაზარეთშია და ბოლოს მარტის შუა რიცხვებში, "შახტართან" 7:0-ზე მოგებულ თამაშში იასპარეზა. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელებულია ხავი მარტინესი, რომელიც გასულ შაბათს, 255-დღიანი პაუზის შემდეგ, "ჰერტასთან" მატჩის განაცხადში იყო.

გვარდიოლას თქმით, მარტინესი უდიდესი ენთუზიაზმით ვარჯიშობს და გამორიცხული არაა, რომ დღეს "დორტმუნდთან" რამდენიმე წუთი ითამაშოს. "ჰერტასთან" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ბასტიან შვაინშტაიგერი, მაგრამ "დორტმუნდთან" შვაინი, ალბათ, სკამზე დარჩება.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ რაფინიას და ხუან ბერნატს მცირე ტრავმები აწუხებთ და დღეს მათი მოედანზე გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

კლოპი: ყველანაირად მზად ვართ!

ის, რომ იურგენ კლოპის ფორმაციის "ბორუსიას" მიუნხენში გამარჯვება შეუძლია, დორტმუნდელებს უკვე სამჯერ აქვთ დამტკიცებული. დორტმუნდელთა უკანასკნელი სტუმრობის დროსაც, 1-ელ ნოემბერს, კლოპის გუნდი "ალიანს არენაზე" ძალიან კარგად თამაშობდა, თუმცა იმ შეხვედრაში გამარჯვება ბოლოს მაინც რეკორდმაისტერს დარჩა.

თუმცა კლოპს კარგად ახსოვს, როგორ უნდა ითამაშოს მისმა გუნდმა იმისათვის, რომ მიუნხენში წარმატებას მიაღწიოს - მთავარია, მოახერხებენ თუ არა "ბორუსიის" ფეხბურთელები იურგენის დავალებების შესრულებას.

"ყველაზე მთავარი ის არის, რომ მიუნხენში მოედანზე ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ", - აი, ასე ჟღერს კლოპის კრედო ამ უაღრესად მნიშვნელოვანი თამაშის წინ.

იურგენი პირდაპირ ამბობს, რომ "ბაიერნთან" მომლოდინე ტაქტიკით თამაში ყოველთვის დამღუპველია და რომ მისმა გუნდმა უნდა შეუტიოს, პრესინგს მიმართოს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა "ჩაჯდეს" დაცვაში:

"ჩვენ გვინდა, რომ მოედანზე მაქსიმალურად აქტიურები ვიყოთ, ჩვენ თვითონ უნდა ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი. ასე რომ, მხოლოდ კონტრშეტევებზე ნამდვილად არ ვიქნებით დამოკიდებულები", - ამბობს კლოპი.

საერთო ჯამში, კლოპს მწვრთნელის რანგში ("მაინცი", "დორტმუნდი") "ბაიერნის" წინააღმდეგ გამართული 22 მატჩიდან 9 მოგებული აქვს და ძალიან უნდა, რომ დორტმუნდიდან წასვლამდე რეკორდმაისტერი მეათედაც დაამარცხოს. იურგენმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ღიად ისაუბრა იმის შესახებ, რომ მიუნხენურ გრანდსაც აქვს თავისი პრობლემები - კლოპის აზრით, ეს პირველ რიგში, "ბაიერნის" დაცვას ეხება.

კლოპს იმის იმედიც აქვს, რომ "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერმა ბოლო დროს სარისკო გამოსვლებს უმატა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ რეკორდმაისტერის მცველები ხშირად ცდებიან პოზიციურად - "ჩვენ ზუსტად ის სიცარიელეები უნდა გამოვიყენოთ, რომლებსაც ნოიერი ამ გამოსვლებით ავსებს ხოლმე", - აცხადებს კლოპი.

თუმცა "ბორუსიის" თავკაცმა იცის, რომ ურთულესი მატჩი ელის - თუნდაც იმიტომ, რომ გერმანიის ჩემპიონმა შაბათს, "ჰერტასთან" ძალები აშკარად დაზოგა: "თუ გერმანიის თასის მოგება გვინდა, "ბაიერნს" უნდა მოვუგოთ. შესაბამისად, მნიშვნელობა არ ჰქონდა, მიუნხენელებს ნახევარფინალში შევხვდებოდით თუ ფინალში. ფაქტია, რომ გერმანიის თასისკენ მიმავალი გზა "ბაიერნზე" გადის!"

ბოლო დროს "დორტმუნდს" თასზე ყოველთვის "ბაიერნთან" პაექრობა უწევდა. 2012 წელს "ბორუსიამ" ფინალში სწორედ რეკორდმაისტერი დაამარცხა (5:2), 2013 წელს კი მეოთხედფინალში სწორედ "ბაიერნთან" დამარცხდა, რის შემდეგაც, შარშან, ფინალში 0:2 წააგო და იმ მატჩში დორტმუნდელთა მცველ მატს ჰუმელსს გოლი უსამართლოდ არ ჩაუთვალეს.

რაც შეეხება საკადრო საკითხებს: სებასტიან კელის, ილქაი გიუნდოგანისა და კევინ გროსკროიტცის თამაში საეჭვო იყო, მაგრამ გუშინდელი მდგომარეობით უკვე რეალურია. თვით მეკარე რომან ვაიდენფელერიც კი თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ კლოპი პესიმისტურადაა განწყობილი - არა მგონია, რომ რომანმა თამაში მოახერხოსო.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბაიერნი (4-3-1-2): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, დანტე, ბერნატი - ლამი, ჩაბი ალონსო, ტიაგო ალკანტარა - გიოტცე - თ. მიულერი, ლევანდოვსკი.

დორტმუნდი (4-2-3-1): ლანგერაკი - დურმი, სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, გიუნდოგანი - ბლაშჩიკოვსკი, კაგავა, როისი - ობამეიანგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

11
ბავარიას დიდი სარდელი მიართვეს :D :D :D
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
დიდი ისტორიის დასასრული - მარკო როისი ზაფხულში "დორტმუნდს" დატოვებს
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
ემოციური კადრები - "სიგნალ იდუნა პარკი" მარკო როისს დაემშვიდობა [VIDEO]
ჰუმელსი "სოსიედადში" გადასვლასთან ახლოსაა
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
იურგენ კლოპი: "ლივერპულს" ვურჩიე, ეს ფეხბურთელი არ შეეძინა
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
10 მილიონი ევრო სეზონში - ლევანდოვსკი თურქეთში გადაბარგებასთან ახლოსაა
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
12 წლის შემდეგ - მარკო როისი პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
მატს ჰუმელსი "რომაში" გადადის
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
როისი რჩება - "დორტმუნდი" ფეხბურთელს ხელფასს მნიშვნელოვნად უმცირებს
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
როისი, სავარაუდოდ, MLS-ს მიაშურებს
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
ოფიციალურად - ჰუმელსი "რომას " ფეხბურთელი გახდა
ჰუმელსი მალე შეიძლება "სოსიედადის" ფეხბურთელი გახდეს
არიენ რობენმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო
მატს ჰუმელსი, სავარაუდოდ, კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დორტმუნდმა" მარკო როისს კონტრაქტი გაუგრძელა
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"წამოდი პარიზში, როგორც ჯოკერი..." - მიულერი ყოფილ თანაგუნდელს დაბრუნებას ულოცავს და პარიზში ეპატიჟება
"ამ სამუშაოს ჩემთვის კი არა, თქვენთვის დავთანხმდი. თუ ჩემს ოჯახს მიწასთან გაასწორებთ..." - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
არიენ რობენი დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
არიენ რობენი დაბრუნდა! [VIDEO]
ჰუმელსს მსურველები ინგლისიდან და ესპანეთიდან ჰყავს
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა