ბარსელონას, ბუქარესტის და შტუტგარტის ტურნირები
გასულ კვირას ბარსელონასა და შტუტგარტში მსხვილი ტურნირები გაიმართა გრუნტისსაფარიან კორტებზე. რა თქმა უნდა, მთავარი სტარტები როლან გაროსამდე ჯერ კიდევ წინ არის (მადრიდისა და რომის ტურნირები), მაგრამ წინა კვირასაც ბევრი ვარსკვლავი ვიხილეთ საქმეში.

ამ ფონზე მოკრძალებული იყო ტურნირი ბუქარესტში, სადაც ტიტული გაითამაშეს ირჟი ვესელიმ და გილერმო გარსია ლოპესმა, ხოლო ძირითადმა ფავორიტებმა - გაელ მონფილსმა და ჟილ სიმონმა ნაადრევად წააგეს თავიანთი შეხვედრები.

გადამწყვეტმა მატჩმა გაამართლა მაყურებლის მოლოდინი. ფავორიტად ესპანელი მიიჩნეოდა და სწორედ მან გააკეთა პირველი ბრეიკი, მაგრამ შემდეგ ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება. ვესელი სეტზე აწვდიდა და ორმაგი სეტბოლიც ჰქონდა, მაგრამ საქმე მაინც ტაი-ბრეიკამდე მივიდა და იქ გარსია ლოპესმა იყოჩაღა.

კიდევ ორი სეტბოლი ვესელიმ მეორე პარტიაში გაანიავა. მეორე ტაი-ბრეიკი კიდევ უფრო დაძაბული გამოვიდა: გილერმომ ხუთი მატჩბოლი ვერ გამოიყენა, მაგრამ მეექვსე ცდიდან შანსი ხელიდან აღარ გაუშვა - 7:6(5), 7:6(11). 31 წლის ვეტერანმა კარიერაში პირველად მოიპოვა სეზონში ორი ტიტული.

წინა კვირას უკვე ვწერდით რაფაელ ნადალის ადრეულ წაგებაზე ბარსელონაში. "გრუნტის მეფემ" სენსაციურად ვერ გაიარა ფაბიო ფონინის ბარიერი. თავის მხრივ, იტალიელმა მეოთხედფინალში წააგო პაბლო ანდუხართან. ამ უკანასკნელმა ეს წარმატება არ იკმარა და ნახევარფინალში დავიდ ფერერს სძლია. ვეტერანი და ფავორიტი პირველი სეტის ტაი-ბრეიკს 6:2-ს იგებდა, მაგრამ ზედიზედ ხუთი ქულა წააგო და გაანიავა ოთხმაგი სეტბოლი. მეორე სეტში ფერერმა თავიდანვე წააგო საკუთარი მოწოდება და ორ პარტიაში დამარცხდა.

პაბლოს ტიტულის მოგებაც შეეძლო, რადგან ფინალში კეი ნიშიკორის წინააღმდეგ ორივე სეტში ბრეიკით იგებდა, მაგრამ იაპონელმა დაამტკიცა, რომ ამ მომენტისთვის ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. მან ოთხი ბრეიკით დაასრულა შეხვედრა და 6:4, 6:4 მოიგო, რითაც შეინარჩუნა ტიტული ბარსელონაში.

გასულ კვირას ასევე დავწერეთ შტუტგარტის ტურნირის მოქმედი ჩემპიონის, მარია შარაპოვას მარცხის შესახებ გერმანელი ანჟელიკ კერბერის წინააღმდეგ. რუსმა ვერ შეძლო ამ ქალაქში ზედიზედ მეოთხე ტიტულის მოგება და საერთოდაც, ბოლო დროს ცუდ ფორმაშია. მარიას ამ მომენტისთვის ზედიზედ სამი წაგება აქვს: ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშა ბრძოლას ინდიან უელსსა და მაიამიში და ამას დაემატა მარცხი შტუტგარტში.

კერბერი კი შარაპოვას ძლევით არ დაკმაყოფილდა და შემდეგ მატჩში კიდევ ერთი რუსი, ეკატერინა მაკაროვა გამოთიშა ბრძოლას. გერმანელი ყოველი შეხვედრის შემდეგ უმატებდა და ნახევარფინალში ძალიან იოლად მოუგო ამერიკელ მედისონ ბრენგლს, რომელმაც მანამდე პეტრა კვიტოვა გამოთიშა ბრძოლას.

მეორე ფინალისტი ირკვეოდა კაროლინ ვოზნიაცკისა და სიმონა ჰალეპის შეხვედრაში. ჩოგბურთელებმა ძალიან ლამაზი ბრძოლა აჩვენეს მაყურებელს, რომელიც 2 საათი და 58 წუთი გაგრძელდა და ვოზნიაცკის გამარჯვებით დასრულდა.

ფინალიც მაღალი დონისა გამოვიდა. ვოზნიაცკი პირველ ნომრად თამაშობდა და ამ აქტიურობამ სასტარტო სეტში გამარჯვება მოუტანა. მაგრამ მეორე პარტიაში დანიელმა შეცდომების დაშვება დაიწყო და კერბერმა ორი ბრეიკით გაანადგურა დანიელი. მესამე სეტი თანაბარი და დაძაბული გამოვიდა. კერბერი შესანიშნავად თამაშობდა დაცვაში და ურთულეს ბურთებს იღებდა.

მან 3:5-დან გაათანაბრა ანგარიში და 5:5-ზე გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა. ვოზნიაცკიმ მე-12 გეიმში გაიბრძოლა, სამი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ კერბერმა მეოთხე ცდიდან მიიყვანა საქმე ბოლომდე - 3:6, 6:1, 7:5. გერმანელმა თავისი მოგებათა სერია 10 მატჩამდე გააგრძელა. შეგახსენებთ, რომ ამ თვეში მან ჩარლსტონის ტურნირზეც შეძლო მთავარი პრიზის მოპოვება.

WTA. შტუტგარტი

ფინალი

ანჟელიკ კერბერი (გერ)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 4) 3:6, 6:1, 7:5.

ATP. ბუქარესტი

გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ, 5)-ირჟი ვესელი (ჩეხ, 7) 7:6(5), 7:6(11).

ATP. ბარსელონა

კეი ნიშიკორი (იაპ, 1)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 6:4, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"უიმბლდონის" ყოფილ ჩემპიონს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
უიმბლდონი. II დღე: კერბერს ცოტა გაუჭირდა
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
ცინცინატის ქალთა ტურნირზე დიდი ბრძოლები გველოდება
უიმბლდონი. VII დღე: ახალი ისტორიები
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
უიმბლდონი 2018: ქალებში ჩემპიონი კერბერია, მამაკაცებში ტიტულის მფლობელი დღეს გამოვლინდება