ავტომოყვარულებს მისი შეძენა 25 აპრილიდან შეუძლიათ
Land Rover-ის ახალი ავტომობილი Discovery Sport უკვე გაყიდვაშია. ავტომოყვარულებს მისი შეძენა 25 აპრილიდან შეუძლიათ.

პოპულარული ბრიტანული საავტომობილო ბრენდის ახალი პროდუქტიც საქართველოში "ჯი-თი მოტორსმა" შემოიყვანა, რომელიც 2008 წლიდან ჩვენს ქვეყანაში Land Rover-ის ექსკლუზიური დილერია.

Land Rover-ის ნებისმიერ მოდელზე ვრცელდება 3-წლიანი ან 100 ათას კმ-იანი "ოფ-როუდ" გარანტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად გზის საფარისა და მძიმე პირობებისა, რა გარემოშიც არ უნდა მოხდეს ავტომობილის მოხმარება, გარანტია ვრცელდება მყიდველის მიერ შეძენილი Land Rover-ის ნებისმიერ საკვანძო დეტალზე. კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუწყოს თავის მუდმივ კლიენტებს და მათ მაღალი ხარისხის სათადარიგო დეტალებსა და სერვისსაც სთავაზობს", - აცხადებენ "ჯი-თი მოტორსში".

Discovery Sport უნივერსალური და პრემიუმ-კლასის ავტომობილია, რომელსაც გავლილი აქვს ტესტირება ექსტრემალურ პირობებში - 18 თვის განმავლობაში, 20-ზე მეტი ქვეყნის ტერიტორიაზე, გზებისა და უგზოობის ყველაზე მკაცრ პირობებში.

ამასთან, ის თავის კლასში საუკეთესო უნივერსალურობითა და დამატებითი 5+2 დასაჯდომი ადგილებით, ხარისხის განსაკუთრებული დონით, დამუშავებული და სრულყოფილი მასალით გამოირჩევა.

Discovery Sport-ში დაინერგა ინტუიციური ურთიერთქმედების უახლესი ტექნოლოგიები: 8-დიუმიანი სენსორული ეკრანი და საპროექციო დისპლეი საქარე მინაზე. რაც შეეხება მის უნივერსალობას, 829 ლიტრამდე მოცულობის საბარგულის განყოფილებას აქვს ჩაშენებული ოპციონალური სავარძლები.

ამის გამო ადვილად არის შესაძლებელი როგორც მგზავრების გადაყვანა, ისე ნებისმიერი აღჭურვილობის გადაზიდვაც. გარდა ამისა, ახალი Discovery Sport აღჭურვილია ექსტრემალური დამუხრუჭების ინოვაციური სისტემით, რომელიც 50 კმ/სთ-მდე სიჩქარეზე მძღოლს შეჯახების თავიდან აცილებაში, ხოლო 80 კმ/სთ-მდე სიჩქარეზე ზიანის შემცირებაში ეხმარება. არის ეკონომიური და აქვს პარკირების განსხვავებული სისტემა, რომელიც აღნიშნულს უფრო ამარტივებს.

Discovery Sport-ის მარკის ავტომობილებს 2.0 ლ მოცულობის ბენზინის და 2.2 ლ მოცულობის ტურბო დიზელის ძრავი აქვთ. ის ბენზინის ძრავის შემთხვევაში ქალაქში 10,6 ლ-დან 10,9 ლ-მდე, ქალაქგარეთ კი 6,5 ლ-დან 6,8 ლ-მდე საწვავს მოიხმარს. რაც შეეხება დიზელის ძრავს, ამ შემთხვევაში საწვავის მოხმარება ქალაქში 7,2 ლ-დან - 7,5 ლ-მდე და ქალაქგარეთ - 5,3 ლ-დან - 5,5 ლიტრამდე შეადგენს.

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია