ედენ აზარი ახლა ოქროს ბურთს უმიზნებს
ედენ აზარი პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ვერავინ იტყვის რომ უსამართლოდ.

24 წლის ბელგიელი წინა წელს საუკეთესო ახალგაზრდა გახდა და მომავალში მსოფლიოს საუკეთესოობას უმიზნებს. აზარის დახვეწილი თამაში დიდწილად განაპირობებს კიდეც "ჩელსის" გაჩემპიონებას და მისი პროგრესიც აშკარაა. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ აზარი დიდი გამოცდილების მქონე და დიდი ხნის დაღვინებული ფეხბურთელივით უძღვება ლონდონელთა თამაშს და ასე თუ გააგრძელებს, მას მართლაც მალე ვიხილავთ "ოქროს ბურთის" საფუძვლიან მაძიებელთა რიგებში.

იქამდე კი ამ აღიარების შემდეგ, აზარის მიერ მიცემულ პირველ ბლიცინტერვიუს გთავაზობთ.

- ედენ თქვენ წლის ფეხბურთელად დაგასახელეს, გილოცავთ და თქვენი ემოცია გაგვიზიარეთ.

- მადლობა. ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და მიხარია, რომ კარგი თამაში დამიფასდა. ზოგადად "ჩელსი" თამაშობს კარგად და გუნდის წარმატება მახარებს. მსურს, რომ ერთხელაც მსოფლიოს საუკეთესო ვიყო. არ ვიცი ამჯერად რამდენად მეკუთვნოდა საუკეთესოდ დასახელება, მაგრამ აღიარება სასიამოვნო ნამდვილად არის.

- ალბათ ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც სხვა ფეხბურთელები გაღიარებენ საუკეთესოდ...

- ეს ძალიან კარგია და უფრო სასიხარულოა, როდესაც სხვა ფეხბურთელი გამოგარჩევს. მოთამაშეები ყველაფერს უკეთ ხედავენდა აფასებენ. როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან ბედნიერი ვარ.

- ერთი წლის წინათ თქვენ საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გახდით, ახლა წლის მოთამაშე... რა არის თქვენი წარმატების და ასეთი სწრაფი ზრდის საიდუმლო?

- ჩვენ თითქმის ჩემპიონები ვართ და შესაძლოა, მთავარი მიზეზი ჩემი გამორჩევისა ეს არის. წინა სეზონში ჩვენ მესამეზე გავედით, ახლა კი ჩემპიონობის კარგი შანსი გვაქვს და უკეთ გამოვიყურებით.

- ინდივიდუალურ დონეზე თუ გრძნობთ და ფიქრობთ, რომ მოუმატეთ?

- მე ისეთივე შემართებით ვაგრძელებ თამაშს, როგორც ეს წინა სეზონში იყო. ვცდილობ ძველებური აზარი დავრჩე, მაგრამ უფრო მეტი სარგებელი მოვუტანო გუნდს. დიახ, მიმაჩნია, რომ კარგი სეზონი მაქვს და არაერთხელ გამოვიჩინე თავი დიდ მატჩებში და საჭირო მომენტებში. საკმაოდ ბევრი გოლიც გავიტანე და ალბათ ეს ყველაფერი არის მიზეზი იმისა, რომ საუკეთესოდ მაღიარეს.

- დიდი მატჩები და მნიშვნელოვანი მომენტები ახსენეთ და განსაკუთრებით რომელს გამოარჩევდით?

- გამოსარჩევი ბევრი გვქონდა, მაგრამ ცხადია, პირველ რიგში "მანჩესტერ იუნაიტედთან" ცოტა ხნის წინ გამართულ მატჩს გამოვარჩევ, სადაც გამარჯვების გოლი გავიტანე და ეს ძალიან კარგია.

- შეგიძლიათ თქვენი სეზონი ერთი სიტყვით დაახასიათოდ?

- ერთი სიტყვით? (პაუზა) არ მინდა ვთქვა საოცარი, რადგან სეზონი ჯერ არ დასრულებულა... თითქმის საოცარი (იცინის).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
"ჩემი თანაგუნდელი მესისა და რონალდოს დონეზე თამაშობდა" - ჯონ ტერი
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
"რატომ დავასრულე კარიერა 32 წლის ასაკში?" - აზარმა განმარტა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"აი, ამიტომ ვთქვი უარი კარიერის გაგრძელებაზე" - ედენ აზარი
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"ვაპირებ თუ არა მწვრთნელობას?" - რა თქვა აზარმა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს