კაპელოს მორიგი შარი

როგორც ჩანს ევროპის სხვა ქვეყნებში,მაგალითად, იტალიაში ასეთ რაღაცებს პრესა ყურადღებას არ აქცევს, ინგლისში კი სხვა კულტურაა და ამიტომაც გახლავთ ამ ქვეყნის ნაკრების თავკაცი ფაბიო კაპელო მუდმივად გახვეული რაღაც... შარში თუ არა, უხერხულობაში. აი, მორიგი მაგალითი:

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა ბრიტანულ ავტომწარმოებელ გიგანტ „ვოქჰოლთან“. ხელშეკრულების საფასური 20 მილიონი ფუნტია - ეს თანხა დაუჯდა „ვოქსჰოლ მოტორსს“ იმისათვის, რომ ინგლისელთა ეროვნული გუნდი მისი ავტომობილებით გადაადგილდეს. ახალი „გადამზიდი-სპონსორის“ პრეზენტაციაზე იტალიელმა სპეციალისტმა აღფრთოვანება ვერ დამალა და განაცხადა, რომ „ვოქსჰოლი“ დიდებული ბრენდია. „ვიმედოვნებ, რომ ის ჩვენთან ძალიან დიდხანს დარჩება“ - თქვა ნაკრების თავკაცმა და... ორიოდ დღის წინ პაპარაცებს საშუალება მისცა გადაეღოთ თუ როგორ გამოვიდა ცენტრალურ ლონდონში, ნაითსბრიჯზე მდებარე მდიდრული სახლიდან S კლასის მერსედესით. რასაკვირველია, საჭესთან მძღოლი იჯდა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ამ ამბავზე კომენტარისგან თავი შეიკავა, „ვოქსჰოლ მოტორსის“ პრეს-მდივანმა კი თქვა: „ჩვენ კარგად გვესმის, რომ ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისათვის „ვოქსჰოლის“ მანქანებით გადაადგილება ყოველთვის მიზანშეწონილი და მოხერხებული არ არის. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანათაგანი ის იყო, რომ მანქანები გადასცემოდა ადამიანებს, რომელთაც მისი დაფასება შეუძლიათ“.

და ბოლოს ორიოდ სიტყვით თავად ამ ავტომწარმოებლის შესახებ, რადგან ის საქართველოში პოლულარული არ არის და ბევრმა შესაძლოა მის შესახებ არ იცოდეს: ვოქსჰოლი ლონდონის უბნის სახელია, ავტოკონცერნი კი 1857 წელს გახლავთ დაარსებული და დღეს „ჯენერალ მოტორსის“ საკუთრებაა.

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს