ვეტერანი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ დღეს ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი სატკივარი მოთამაშეთა და გუნდების სიმცირეა
ფოტოზე: ოთარ გაბელია, გია თავაძე და ალექსანდრე ჩივაძე

13 მაისის თაობის თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი წარმომადგენელი, გია თავაძე ქართული ფეხბურთის პროცესებს ჩამოშორებულია.

როგორც ამბობს, 2012 წლის საარჩევნო პერიოდში, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიცემას მხარი დაუჭირა და ამის გამო, მატჩის დელეგატთა სიიდან ამოიღეს. ვეტერანი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ დღეს ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი სატკივარი მოთამაშეთა და გუნდების სიმცირეა.

"არც ისე დიდი ხნის წინ გამოქვეყნდა სტატისტიკა, სადაც მითითებული იყო, რომ საქართველოში მოთამაშეთა რაოდენობა 45 ათასიდან 12 ათასამდე შემცირდა.

არც მიკვირს - გლდანის სპორტული სკოლა-ინტერნატი 1972 წელს დავამთავრე, გუნდი ე.წ "პრიმასტერებში" არ გვყავდა და ამას ძალიან განვიცდიდი, რადგან ამ ასაკში გატარებული ეს ერთი წელი ახალგაზრდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და ამის ხარჯზე იზრდებოდა. ვინც ამის შემდეგ გუნდში ვერ მოხვდებოდა, ფაქტობრივად, კარიერას ასრულებდა. ეს იმ დროს, როდესაც ფეხბურთი აღმავლობას განიცდიდა.

მე გამიმართლა, რადგან ლანჩხუთის "გურიაში" წავედი და იქ კარგი პრაქტიკა მივიღე. მაგრამ ბევრმა კარიერა დაასრულა.

სამწუხაროდ, ახლა კიდევ უფრო ცუდადაა საქმე, რადგან ბოლო 25 წელიწადში, ტურნირების რაოდენობა შემცირდა და შესაბამისად - მონაწილეთა გუნდებისა და მოთამაშეების რაოდენობაც კატასტროფულად ცოტაა. ესაა მიზეზი, ფეხბურთელთა მასას სკოლის ასაკის შემდეგ რომ ვკარგავთ.

ადრე გუნდი ლამის ყველა სოფელს ჰყავდა, ახლა კი ბევრი ისეთი ქალაქია, სადაც საფეხბურთო ცხოვრება ჩამკვდარია და ბავშვები სად უნდა გაიზარდონ? ყველას "დინამოსა" და უმაღლესი ლიგის გუნდში ხომ არ აიყვანენ. ამიტომაა აუცილებელი, დაბალი დონის მეტი ტურნირი და გუნდი. ეს მოთამაშეებზე მოთხოვნას გაზრდის, მეტი რაოდენობიან კი მეტი უკეთესი ფეხბურთელი გამოჩნდება.

ეს ჩემი მოგონილი არაა, მთელ მსოფლიოში აპრობირებული სისტემაა", - ამბობს გია თავაძე.

თავაძე მიიჩნევს, რომ კერძო კლუბების სიმცირეც მნიშვნელოვანი პრობლემაა:

"მესმის, რომ სახელმწიფოს მიერ კლუბების დაფინანსება აუცილებელია. სხვაგვარად, დღეს ჩვენი ფეხბურთი ვერ იარსებებს და უმაღლესი ლიგის გათამაშებასაც ვერ ჩავატარებდით. მაგრამ ამავე დროს, კერძო ბიზნესის შემოსვლა ჰაერივით გვჭირდება, კლუბებს უფრო კარგად რომ მიხედონ და დააფინანსონ.

გარდა ამისა, კლუბები უნდა მიხვდნენ, რომ ფეხბურთი არის სანახაობა და ერთი ძლიერი ინდივიდუალისტი მაინც ჩამოიყვანონ, რომელიც მაყურებელს მიიზიდავს.

მატჩის დელეგატი რომ ვიყავი, ბევრი ისეთი მატჩი მახსოვს, რომელსაც გულით ვერ ვუყურებდი - არც ცეცხლი იყო, არც მონდომება და არც ჟინი. ფეხბურთზე კი ხალხი ამისთვის დადის, ვიღაც უნდა მოგეწონოს და მისი ნახვის სურვილი კიდევ გაგიჩნდეს. ფეხბურთი არის შოუ და ხალხი საამისოდ დადის.

მახსოვს, ერთხელ, უმცროსი მიშა მესხი დუბლებში თამაშობდა და 8 კაცი და მეკარე მოატყუა და ისე გაიტანა. ამიტომ იყო, დუბლების თამაშზეც კი ტრიბუნები თითქმის სავსე იყო.

ჩვენს "დინამოზე" არაფერს ვამბობ, რადგან გუნდის წევრების უმრავლესობა ვარსკვლავი იყო. ხალხს თხოვნა არ უნდოდა, ბილეთების რიგებში ათენებდნენ. ახლა ჩემპიონატში რაც ხდება, იმის შედეგია, რომ უმრავლესობა მეტისმეტად პრაგმატულ ფეხბურთს ითხოვს, ფეხბურთელებიც ზედიზედ ორ ნორმალურ გადაცემას ვერ ახერხებენ და ეს ხალხს როგორ მიიზიდავს? ა

მიტომაა საჭირო მაღალი კლასის მოთამაშეთა ჩამოყვანა, რომ მის გვერდით ახალგაზრდები გავზარდოთ".

თავაძე თვლის, რომ ფეხბურთელებიც საკუთარ თავზე ნაკლებს მუშაობენ:

"ახალკაცის დროს, დღეში ორჯერ ვვარჯიშობდით. ამას გარდა, ფეხბურთელებს იმის უფლებასაც გვაძლევდა, ბაზაზე დავრჩენილიყავით და დამატებით გვეთამაშა ან გვევარჯიშა.

ეს იყო ჩვენთვის ყველაზე დიდი გართობა და დროს ტარება. ერთმანეთს ვეჯიბრებოდით კენწვლაში, პენალტების დარტყმასა და ათასგვარ რამეში. მაგალითად, ვინ მეტჯერ მოარტყამდა ბურთს ძელს, "ცხრიანს" და აშ.

მერე და მერე ვხედავდით, რომ ეს არანაკლებ სასარგებლო იყო, ვიდრე ტრადიციული ვარჯიშები. ჩვენი წარმატებები ამის შედეგიც გახლდათ.

გარდა მოგებული ტურნირებისა, ბევრ ცნობილ გუნდს თუ ნაკრებს მოვუგეთ, მაგალითად, 1979 წელს თურქეთის ნაკრებს მისივე მოედანზე 2:1 მოვუგეთ, ხოლო 1980 წელს, ბუქარესტში რუმინეთს - 2:0. სიარულით კი "გალათასარაის" 7:1 გადავუარეთ, ხოლო "სამსუნს" - 9:1. როგორც კი ტემპს მოვუმატებდით, მაშინვე ვუტანდით.

იმავე წელს, არგენტინული ტურნე გვქონდა და ამ ქვეყნის წამყვან გუნდებს ხუთი თამაშიდან სამი მოვუგეთ და ორი ფრედ დავასრულეთ: მათ შორის, "ბოკა ხუნიორსთან" 0:1 ვაგებდით და შენგელიას გოლით 1:1 დავასრულეთ, ხოლო "რიველ პლეიტს" 5:2 ვაჯობეთ.

თქვენ გგონიათ, ახლა ჩვენზე ნაკლებად ნიჭიერი ბავშვები მოდიან? არავითარ შემთხვევაში. ვუყურებ და ვხედავ, ვარსკვლავური პოტენციალი ბევრს აქვს. მაგრამ ჩვენი უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობა დღეში ერთხელ თუ ვარჯიშობს, დამატებით კი, მეეჭვება, ვინმე იტვირთებოდეს. დღეში ერთი ვარჯიში კი მოთამაშის გასაზრდელად მეტისმეტად ცოტაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მარიამ თავაძე
ბოლოს და ბოლოს მამაჩემია
Irakli Khvedeliani
იფააა)))) მესი და რონალდუ ჩამოიყვანეთო და დღეში ორჯერ ავარჯიშეთ ყოველ დღეო))) რა დააშავა ამის ფასი ამ ქვეყანამ, რომ აღარ დაადგა აღარაფერს საშველი!!!
gizog
გაიხარე ბატონო გია, ასე ლაკონურად ღრმა შინაარსისნად ჩვენ გაჭირებაზე ფეხბურთში თითქმის არავის უსაუბრია. ყველს ერთი აწერია პირზე სახელმწიფომ ფული უნდა ჩადოს ფეხბურთშიო. ეს კი ფეხბურთის განვითარების მხოლოდ ერთი მხარე, მას კი ბევრი სხვა მხრის განვითარებაც სჭირდება, განსაკუთრებიტ კი თქვენს მიერ ჩამოთვლილი მხარეები.
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
აპელაციამ არ გაჭრა - "საუთჰემტონი" პლეი-ოფის ფინალიდან მოხსნეს
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
მოტას ტოპ 5 ლიგაში დასაქმების რამდენიმე ვარიანტი აქვს
"ცოტა შევშინდი" - დემბელემ თავისი მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-0 დინამო (თბ). თითქოს, დრო გაჩერდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. ის, ვინც მოედანზე განსხვავებას ქმნის...
ეს უკვე სხვა საქმეა - დავითაშვილი შეიძლება პრემიერლიგის გუნდში გადავიდეს - ფასიც სახელდება
"კვარაცხელიას ვიდეოებით მინდა ვისწავლო" - ამბობს "ბოლონიას" ინგლისელი შემტევი
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-4 ტორპედო. პირველი ტაიმის შემდეგ ვინ იფიქრებდა...
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
"ოცნებები ხდება" - ეგოიანი საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახებას გამოეხმაურა
[VIDEO] "ხვიჩა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია" - რა არჩევანი გააკეთა გავიმ კვარაცხელიას ვარსკვლავებთან შედარებისას
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბენფიკას" მოურინიოს შესაძლო შემცვლელთა შორის ორი კანდიდატი ჰყავს
მიქაუტაძის შემდეგ ვინ უშველის "ლიონს"? - ფრანგულ გუნდში კვლავ მძიმე სიტუაციაა
კიდევ ერთი კვარაცხელია სერია А-ში - "ნაპოლიში" თუ "ინტერში"?
არ გამოტოვოთ "ლელო week"-ის მე-17 ნომერი [+ პოსტერი]
[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!
[კოლორიტი] ჯონი ჯანელიძე - ტროლეიბუსში გათენებული ღამეები
როცა ნიჭი და ბიჭი ხელიდან გვეცლება - ამას თორნიკე კარგად უნდა ხვდებოდეს
ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...
თორნიკე კვარაცხელიას დამატების სურვილი "ბაიერნს" აქვს - ის უკვე მიუნხენშია
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
რა უთხრა მიშა მესხს რეალის პრეზიდენტმა სანტიაგო ბერნაბეუმ
რა უშლის ამ ეტაპზე თორნიკე კვარაცხელიას "ბაიერნში" ტრანსფერს ხელს?
მამუკა მესხი: საფეხბურთო სკოლა "ავაზას" ადგილზე კორპუსების აშენება სურთ!
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
tz.de: "მინი კვარადონამ" "ბაიერნის" U17 გუნდში ეფექტური გოლი გაიტანა - კლუბი კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემის გადალახვას ცდილობს
"ᕧᕕᓔ
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?
PRO & CONTRA: ᕞ
აშშ, სამხრეთ ამერიკა, კორეა თუ აფრიკა - სად შეიძლება "ბაიერნმა" თორნიკე კვარაცხელია გაუშვას?
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
ᕚᓔᕕᓐᓜ ᓜᓝᓓᓘᓐ: "ᕓᕘᓜᕐᕛᓝᕓᓐᓜ" ᓮᓣᓠᕪᓘᓚᓐᓕᓐᓡ ᓒᕐᕛᓝ ᓬᓐᓛᓝᓕᓔᓓᕘᕗ