23 წლის კამერუნელი მარჯვენა მცველი ინდივიდუალურ ვარჯიშს შეუდგა
არნო ჩუენსუ ინდივიდუალურ ვარჯიშს შეუდგა. მართალია, 23 წლის კამერუნელი მარჯვენა მცველი, დიდი ალბათობით, ბათუმის "დინამოს" სეზონის ბოლომდე ვეღარ დაეხმარება, მაგრამ ახალი სეზონიდან გუნდის თავკაცებს მისი იმედი აქვთ.

ჩუენსუ ფოთის "კოლხეთისა" და ბოლნისის "სიონის" ყოფილი მცველის, ერიკ რომეო ჩასემის უმცროსი ძმაა. თავიდან მას სწორედ ამ სტატუსით იცნობდნენ, მაგრამ... აღმოჩნდა, რომ ძმაზე არანაკლებ ნიჭიერი მოთამაშე იყო.

ჩუენსუ საქართველოში 2009 წელს, "გაგრის" მოწვევით ჩამოვიდა. მაშინ კამერუნელი 17 წლის გახლდათ. მერე იყო პირველი ლიგის "ნორჩი დინამო" (2011/12) და ლანჩხუთის "გურია" (2011-13). ჩუენსუ ყველაზე კარგად სწორედ "გურიაში" გამოჩნდა: გასული სეზონი ლანჩხუთელებმა საკმაოდ მაღალ დონეზე რომ ჩაატარეს და ზედა ექვსეულში მოხვდნენ, ამაში აფრიკელმა დიდი წვლილი შეიტანა.

როგორც თავად ჩუენსუ ამბობდა, მას შემდეგ რამდენიმე კლუბი იწვევდა, მათ შორის, თბილისის "დინამოც", მაგრამ შარშან ამ დროს, ბათუმის "დინამოს" შეუთანხმდა და კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. აჭარული გუნდის ფორმით მან მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა. 2014 წლის 9 სექტემბერს, "ვიტ ჯორჯიასთან" მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ კი მკურნალობს.

სხვათა შორის, ჩუენსუმ ქართული უკვე კარგად აითვისა და გულშემატკივრებს "ფეისბუქზე" შარშან გამოქვეყნებული სტატუსითაც დაამახსოვრა თავი: ზამთარში, გურულებს მოსამზადებელი ეტაპის დაწყება რომ დაუგვიანდათ, ჩუენსუმ აღშფოთება ქართული სტატუსით გამოხატა:

"როდის დაიწყება ეს დედააფეთქებული ვარჯიში, დავიღალე სახლში ჯდომით!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ლანჩხუთის "გურიას" გაბეზრებული კამერუნელი უკვე ქართულად იგინება
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ᓤᓔᕮᕑᓣᕠᓗᓔᓚᕘ ᕛᓝᓜᓐ ᓐᓠ ᓐᓠᓘᓡ! - "ᓖᓔᓡᕢᓐᓤᓝᓜᓘ" ᓛᓝᓔᓓᓐᕜᕖᕔ ᓘᕒᓔᓑᓡ, ᓛᓝᓔᓓᓐᕜᕡ ᓛᓘᓦᕛᓐ ᕐᕒᓔᓑᓡ
მოშუშდით, ბიჭებო! - ნიკა ჭანტურია შტუტგარტში, ირაკლი ძარია მალე მოედანზე
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ᓐᓠᓜᓝ ᓩᓣᓔᓜᓡᓣ ᓑᓐᓗᓣᓛᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝᓨᓘ" ᓘᓗᓐᓛᓐᓨᓔᓑᓡ
ᓑᓐᓗᓣᓛᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝ": ᓗᓔᓛᓣᓠ ᓨᓝᓜᓘᓐᓪ ᓑᓐᓗᓣᓛᓨᓘ, ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓔᓚᓔᓑᓘᓪ?
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
მოსალოდნელი ტრანსფერები ბათუმის "დინამოში: გაბედავა, ფონიავა და სხვები