საინტერესო ამბებით დახუნძლული შეხვედრები
"დალას მავერიქსს" გასვლაზე არ გამოუვიდა ისეთი თამაში, რომელიც წინა მატჩში საკუთარ მოედანზე აჩვენა, არადა, "ჰიუსტონიც" ვერ ბრწყინავდა შედეგიანობით. განსაკუთრებით ცუდად კევინ მაკჰეილის შეგირდებს საჯარიმოების სროლა გამოსდიოდათ - მხოლოდ 53-პროცენტიანი რეალიზაცია.

ამგვარი პრობლემების მიუხედავად, მასპინძლებმა "დალასი" ბოლოჯერ წინ მხოლოდ მატჩის დაწყებიდან მეოთხე წუთზე გაუშვეს, რის შემდეგაც დაიბრუნეს უპირატესობა და ის ბოლომდე აღარ დაუთმიათ. მეორე მეოთხედის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე "მავერიქსი" ორ ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ იქვე ჯეიმს ჰარდენმა შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში და დიდი შესვენებისთვის თავის გუნდს ექვსქულიანი უპირატესობა მოუტანა.

კიდევ ერთი ასეთი კრიტიკული მომენტი "როკეტსს" საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე ჰქონდა, როცა სხვაობა სამ ქულამდე დავიდა, მაგრამ ფენომენალური ფინიში გამოუვიდა "ჰიუსტონის" მძიმე ფორვარდს, ტერენს ჯონსს, რომელმაც დარჩენილ დროში 10 ქულა დააგროვა. მას ჰარდენიც დაეხმარა 5 ქულითა და 2 პასით, ხოლო "დალასმა" ბოლო ხუთ წუთში რვიდან მხოლოდ სამი ბურთი ჩააგდო და ისევ გაექცა მეტოქე 12 ქულით.

საინტერესოა, რომ "როკეტსმა" 2009 წლის შემდეგ პირველად მოიგო პლეი ოფის სერია.

ჰიუსტონი-დალასი 103:94

31:22, 25:28, 26:25, 21:19

ჰ: ჰარდენი (28+8 პასი), სმიტი (20+8 მოხსნა), ჰოვარდი (18+19 მოხსნა+4 ჩაჭრა+4 დაფარება), ჯონსი (15+5 მოხსნა), არიზა (5+11 მოხსნა).

დ: ელისი (25+7 პასი+4 ჩაჭრა), ნოვიცკი (22+14 მოხსნა), ამინუ (14+9 მოხსნა+5 ჩაჭრა), ჩენდლერი (11+6 მოხსნა).

სერია: 4-1

"სან ანტონიოსა" და "კლიპერსის" მეხუთე მატჩში უამრავ საინტერესო მოვლენას ჰქონდა ადგილი. მაგალითად, თავდაპირველად ვნახეთ მასპინძლების ადრეული სპურტი, რამაც "კლიპერსი" 14 ქულით გაიყვანა წინ. "სპურსის" რეზერვისტებმა ქამბექზე იზრუნეს და ეს კარგად გამოუვიდათ - დაახლოებით ხუთ წუთში ანგარიში გათანაბრდა. მეორე მეოთხედიდან მოყოლებული კი ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა რვა ქულაზე დიდი უპირატესობის მოპოვება, ლიდერი კი 16-ჯერ შეიცვალა.

"კლიპერსის" ერთ-ერთი ლიდერი კრის პოლი თითქოს კონცენტრაციას ინარჩუნებდა (10 შედეგიანი პასი და ნული შეცდომა), მაგრამ ერთხელ მსაჯების მიმართ უკმაყოფილება ბურთის გადაგდებდით გამოხატა და ტექნიკური ჯარიმა მიიღო. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა გარდამტეხი მომენტი. "სან ანტონიომ" ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და ექვსი ქულით დაწინაურდა. საფინალო სირენამდე 170 წამით ადრე კი ეს სხვაობა კიდევ ერთი ქულით გაიზარდა.

მაგრამ კალიფორნიელებმა შეძლეს პასუხის გაცემა. ბლეიკ გრიფინმა და პოლმა დაშალეს მეტოქის დაცვა და სტუმრების უპირატესობა მინიმუმამდე დავიდა. ერთი წუთით ადრე გრიფინს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ტიმ დანკანისგან დაფარება მიიღო.

ბლეიკმა მალე მიიღო რეაბილიტაციის შანსი, მაგრამ ორი საჯარიმო გააფუჭა, თუმცა შეტევაში აიღო მოხსნა და მეტ ბარნსმა ორი ზუსტი საჯარიმოთი ისევ მინიმუმამდე დაიყვანა სხვაობა. "სან ანტონიოს" შეეძლო, წერტილი შემდეგ შეტევაში დაესვა, მაგრამ გრინმა იოლი სამქულიანი ვერ ჩააგდო.

დოკ რივერსმა 6.9 წამით ადრე ტაიმ-აუტი აიღო და ბოლო კომბინაცია დაუხაზა თავისიანებს. დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია. გრიფინმა სროლა მოახერხა, ბურთმა კალათზე დიდხანს იტრიალა და... დეანდრე ჯორდანმა ვერ მოითმინა და ბურთი ჩატენა, რაც წესებით აკრძალულია. ამერიკული წესებით, არ შეიძლება ბურთის შეხება მაშინ, როცა ის ფარის თავზეა.

და მაინც, "კლიპერსმა" ერთი შანსი კიდევ მიიღო. გრინმა მეორე საჯარიმო ააცილა, მაგრამ მასპინძლებმა საკუთარ ფართან ბურთის მოხსნა ვერ შეძლეს, რაც დოკ რივერსის ვაჟის - ოსტინ რივერსის ბრალია. ლეონარდმა ბურთი მოხსნა და შემდეგ ორი საჯარიმოთი წერტილი დაუსვა შეხვედრას. "კლიპერსის" შანსები ამ სერიაში მინიმუმამდე დავიდა - თითქმის შეუძლებელია მოქმედი ჩემპიონის ზედიზედ ორჯერ დამარცხება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია დანკანი, რომელმაც 39 წლის ასაკში 39 წუთი ითამაშა და ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც სერიის სამ მატჩში შეძლო მინიმუმ 20 ქულისა და 10 მოხსნის დაგროვება.

კლიპერსი-სან ანტონიო 107:111

27:22, 27:31, 28:29, 25:29

კ: გრიფინი (30+14 მოხსნა+7 პასი+4 ჩაჭრა), ჯორდანი (21+14 მოხსნა), პოლი (19+10 პასი+5 მოხსნა), რედიკი (13).

ს-ა: დანკანი (21+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), ლეონარდი (18+9 მოხსნა), ჯინობილი (14+6 პასი), პარკერი (13+5 მოხსნა), მილზი (13), დიაო (10+7 მოხსნა).

სერია: 2-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია