საგზური გარანტირებულია, მაგრამ თამაში?
სერია B-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ცნობილი გახდა პირველი გუნდის ვინაობა, რომელიც მომდევნო სეზონში სერია A-ში იასპარეზებს. "კარპი" საკუთარ კედლებში "ბარის" დაუზავდა, მესამე ადგილზე მყოფ "ბოლონიასთან" 12-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა და რადგან ურთიერთშეხვედრებში ჯაბნის, ელიტის საგზურიც მოიპოვა.

106-წლიანი ისტორიის მანძილზე, "კარპიმ" პირველად მოიპოვა ელიტარული ლიგის საგზური და რა გასაკვირია, რომ ამ პატარა ქალაქში ეს მნიშვნელოვანი მოვლენა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს. ერთი ეგაა, "კარპის" საშინაო არენა სერია A-ს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ სად იასპარეზებს გუნდი მომდევნო სეზონში. კარპისთან ახლოს ორი დიდი ქალაქია: რეჯო ემილია და მოდენა - სავარაუდოდ, სერია A-ს დებიუტანტი "მოდენას" საშინაო არენაზე დაიდებს ბინას, რადგან რეჯიო ემილიაში "სასუოლო" ასპარეზობს.

გემახსოვრებათ, "კარპისთან" დაკავშირებით პატარა სკანდალიც აგორდა, როდესაც "ლაციოს" პრეზიდენტმა და "ლეგა კალჩოს" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კლაუდიო ლოტიტომ ასეთი განცხადება გააკეთა:

"ისეთი გუნდების აღზევება, როგორიც "კარპია", კიდევ უფრო დაამძიმებს იტალიური საკლუბო ფეხბურთის ვითარებას. როგორ უნდა გავუწიოთ კონკურენცია ინგლისის პრემიერლიგას, როდესაც გუნდებს სტადიონი არ აქვთ. ან რომელი ტელევიზია იყიდის მატჩის ტრანსლირების უფლებას, როდესაც თამაში ასეთ სტადიონებზე ტარდება".

მოკლედ, ლოტიტოს "კარპი" თვალში არ მოუვიდა, მის განცხადებას კი დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. უმეტესობამ ამ პატარა ქალაქის გუნდს მხარი დაუჭირა და ლოტიტო დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. მაშინ "კარპი" იბრძოდა ელიტაში აღზევებისთვის, დღეს კი მიზანი მიღწეულია. ბოლოს, სიტყვა გუნდის მთავარ მწვრთნელს, 60 წლის ფაბრიციო კასტორის გადავცეთ:

"2010/11 წლების სეზონში "კარპი" ლიგა პრო B-ში ასპარეზობდა, მომდევნო სეზონს კი სერია A-ში გავატარებთ. დაუჯერებელი ისტორიაა, რომლის სრულად გააზრებას დიდი დრო დასჭირდება. ჩვენი ქალაქისთვის ეს უდიდესი მოვლენაა, რადგან "კარპის" სერია A-ში არასდროს უთამაშია. დღეს ზეიმის დროა, ხვალიდან კი შრომა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი მიზანია, რომ ელიტარულ ლიგაში საუკეთესოდ ვითამაშოთ და მთელი საფეხბურთო ევროპა გავაოცოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისი
ევროპის გაოცება კარგია, ჩვენ თუ ვაოცებთ კარპიც გააოცებს ევროპას....
shoda
როგორც ვხვდები ეს პინდი-კაპი, უპირატესობას უნდა ნიშნავდეს! ..... -რა ენა წახდეს ერი დაეცესო - ბრძენკაცი ამბობს! ამ უბედურებს (ყველას არ ეხება, მხოლოდ ვაი ჟურნალისტებს) ეტყობა არაფერი აქვთ წაკითხული, სრულ უწიგნურობას ამჟღავნებენ ....
გენო
კაპრიმ დაიმსახურა
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
იტალიური პრესა: მჭედლიძის შეძენა "კარპის" სურს
"ჯუნტოლიმ მითხრა, დე ლაურენტისთან მუშაობის შემდეგ, მზად ვარ ვიეტნამის ომშიც წავიდეო" - "კარპის" ყოფილი დირექტორი
სერია A. XXV ტური: "რომამ" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება "კარპისთან" იზეიმა [VIDEO]
"კარპი" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
სერია A. VII ტური: "კარპი" "იუვენტუსს" გაუტოლდა
სერია A. VI ტური: "იუვენტუსი" ნეაპოლში დამარცხდა [VIDEO]