ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ლივერპულის" ბუნდოვანი მომავალი - მარიო ბალოტელის ყურება მოედანზე უკვე საცოდაობაა

"ლივერპულის" ბუნდოვანი მომავალი - მარიო ბალოტელის ყურება მოედანზე უკვე საცოდაობაა

ბრენდან როჯერსი კი ამბობს, ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენო, მაგრამ ამ სეზონში მერსისაიდელებს, ალბათ, ესეც აღარ უშველით
* ბრენდან როჯერსი 50-იანი წლების მერე "ლივერპულის" პირველი მწვრთნელია, რომელმაც პირველ სამ სეზონში ერთი ტიტულიც ვერ მოიგო.

* სტატისტიკოსებმა დაითვალეს და მარიო ბალოტელის ერთი დარტყმა საშუალოდ "ლივერპულს" 962 ათასი ფუნტი უჯდება.

ბრენდან როჯერსი კი ამბობს, ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენო, მაგრამ ამ სეზონში მერსისაიდელებს, ალბათ, ესეც აღარ უშველით იმისთვის, რომ ოთხეულში მოხვდნენ. აუტსაიდერ "ჰალთან" გადადებული მატჩის წაგებით (0:1), "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი თითქმის დაკარგა და ეს აღარ გამოუვა, თუ პატარა სასწაული არ მოხდება. "ვეფხვებმა" კი, პირიქით, მნიშვნელოვნად შეიმსუბუქეს მდგომარეობა.

ახლა მათ ზედიზედ ორი მოგება აქვთ და, როგორც ჩანს, სტივ ბრიუსმა კრიზისი დაძლია, მაგრამ დარჩენა "ჰალს" ჯერ გარანტირებული ნამდვილად არ აქვს.

"ლივერპული" მე-5 ადგილზეა და მის წინ მყოფ "მანჩესტერ იუნაიტედს" 7 ქულით ჩამორჩება. 4 ტურში ამ სხვაობის აღმოფხვრა ძალიან ძნელი იქნება, თანაც, ვერ ვიტყვით, რომ "წითელ ეშმაკებს" მერსისაიდელებზე უფრო რთული კალენდარი აქვთ. მათ ისედაც წააგეს ბოლო ორი შეხვედრა, მაგრამ როჯერსის ბიჭებმა ამით ვერ ისარგებლეს.

"ლივერპული" მომდევნო ტურში ქპრ-ს მასპინძლობს, მერე "ჩელსის" სტუმრობს, რასაც "კრისტალ პალასთან" საშინაო შეხვედრა მოჰყვება და ბოლოს ვიზიტი "ბრიტანიაზე" "სტოკთან" საპაექროდ. ოთხეული კი არა, მერსისაიდელებს ჯერ ევროპალიგის საგზურიც არ აქვთ განაღდებული, რადგან თუ "ტოტენჰემი" და "საუთჰემპტონი" გადაასწრებენ, ხოლო ასოციაციის თასს იქიდან მათი გამომგდები "ასტონ ვილა" მოიგებს, "ენფილდის" ბინადრები ევროსაგზურის გარეშე დარჩებიან. თუმცა როჯერსი მომავალს იმედის თვალით უყურებს და როგორც ჩანს, ჩრდილოირლანდიელი იმაშიც დარწმუნებულია, რომ მას მთავარი მწვრთნელის პოსტზე დატოვებენ:

"ჩვენ გვინდა, რომ ტოპ-ოთხეულში ვიყოთ. ეს რთულია და ამ სეზონში ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ მომავალში მიზანს აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. ახლა ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რომ სეზონი მაქსიმალურად კარგად ჩავატაროთ და შემდეგ უკვე მომავალზე ვიფიქრებთ. გუნდში პოტენციალი ნამდვილად არის და ეს უნდა გამოვიყენოთ. ბიჭები "ჰალთანაც" მაქსიმალურად ცდილობდნენ და დიდი ენერგია დახარჯეს, მაგრამ როგორც მიმდინარე სეზონის დიდ ნაწილში, კრეატიულობის, მომენტების გამოყენებისა და გოლების გატანის მხრივ შეგვექმნა პრობლემები" - აღნიშნა როჯერსმა.

ცრუ სუპერმარიო

42 წლის სპეციალისტი 1950-იანი წლების მერე "ლივერპულის" პირველი მწვრთნელია, რომელიც საწყისი სამი სეზონის მერე უტიტულოდ რჩება. წინა სეზონში მან გუნდი კინაღამ გააჩემპიონა, რასთანაც წინა წლებში "ლივერპული" ახლოსაც კი არ გახლდათ.

იგი პოსტზე 2012 წლის ივნისში მივიდა და მას მერე, ნაყიდ ან ნათხოვარ ფეხბურთელებს ერთად თუ ჩავთვლით, 24 მოთამაშე მიიყვანა "წითლებში". ვერ ვიტყვით, რომ ყველა ტრანსფერი ან დიდი ნაწილი წარმატებული გამოდგა. ყურადღების ცენტრში ყველაზე მეტად მაინც მარიო ბალოტელია, რომლის სანაცვლოდაც მერსისაიდელებმა 16 მილიონი გირვანქა გადაიხადეს, მაგრამ იტალიელი მოლოდინს ვერ ამართლებს. მაგალითად, "ჰალთან" შეხვედრაში სუპერმარიომ მინდორზე 65 წუთი გაატარა, ვერაფერი სახეირო ვერ გააკეთა და ბურთს მხოლოდ 22-ჯერ შეეხო. ფანები მისით ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ.

როჯერსმა, რომელმაც კაპიტანი სტივენ ჯერარდი დაასვენა, ბალოტელი დაიცვა, მაგრამ იმას არ უარყოფს, რომ მარიოსგან თავადაც მეტს ელის:

"ჩემი აზრით, ფაქტია, რომ მას არა კონკრეტულად რომელიმე მატჩში, არამედ მთელი სეზონია, პრობლემები აქვს, მაგრამ მარიო ძალიან მონდომებულია, ცდილობს და ბევრს მუშაობს. მე ბიჭებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მათ ჩვეული შემართებით უნდა გააგრძელონ და თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე დაიხარჯონ. ისინი თავისი და გუნდის მომავლისთვის თამაშობენ" - დასძინა როჯერსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია

"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ

ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს

ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს

[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა

"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია

"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა

უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს

ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?

[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს

"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს

Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს

"ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ვინგერია" - ჯერარდმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა

"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი

The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს

ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა

სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?

"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე

ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია