გორში კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს სარაგბო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც წლეულს შემოდგომით უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში
გორში კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს სარაგბო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც წლეულს შემოდგომით უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში.

კომპლექსს "საქველმოქმედო ფონდი ქართუ" 2013 წლიდან აშენებს. კომპლექსის პროექტით გათვალისწინებულია ერთი ბუნებრივი და ერთიც ხელოვნურსაფარიანი მოედნების მოწყობა, ტრიბუნით რამდენიმე ათას მაყურებელზე, ოთახებით ადმინისტრაციული პერსონალისათვის, გასახდელებით, საშხაპეებით და ა.შ. სარაგბო სტადიონი ქალაქის ერთ-ერთ უბანში, ჭალის დასახლებაში მდინარე მტკვრის ნაპირას მდებარეობს.

გორში რაგბის განვითარებისთვის ხელისშემწყობი პირობები დიდი ხანი არაა რაც შეიქმნა. სპორტის ამ სახეობის შემსწავლელ ბავშვთა ჯგუფებს, რომელიც ქალაქში მოქმედებდა, დიდხანს ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე, ენთუზიაზმზე უწევდათ მუშაობა.

მეორე წელია, რაც აღნიშნული ჯგუფი ცენტრალური სასპორტო სკოლის სექციად ჩამოყალიბდა და მეცადინეობის მსურველთა რაოდენობაც თანდათან იზრდება. ბავშვთა ადგილობრივი სარაგბო გუნდი "ლომები" საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ სარაგბო ფესტივალებზე იღებს მონაწილეობას.

აქამდე გუნდები "ქართლის" სტადიონის გვერდით არცთუ სახარბიელო მინდორზე ვარჯიშობდნენ.

წლეულს ისინი უკვე გორის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ სტადიონზე, გაცილებით უკეთეს მწვანე საფარზე გადიან წვრთნას.

პატარა მორაგბეებისთვის, სამომავლოდ დიდ გუნდში ასპარეზის გახსნის მიზნით, გორის მერიამ გადაწყვიტა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე რაგბის ერთ-ერთ ცნობილ გუნდთან, "ჯიქთან" დაემყარებინა კავშირი.

მერია ახალი სეზონიდან ამ გუნდის მეურვეობას აქტიურად აპირებს. ჯერჯერობით კი მხოლოდ სიმბოლური თანადგომით და მათთვის ახალი სათამაშო ფორმის შეძენით შემოიფარგლა. ახლახან დასრულებული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გორის "ჯიქს" ურიგოდ არ უასპარეზია, თუმცა სპორტის ადგილობრივი მესვეურნი იმედოვნებენ, რომ გაისად სატურნირო ცხრილში მათ უფრო უკეთეს პოზიციებზე იხილავენ.

გორში რაგბის გუნდის მხარდასაჭერად ინიციატივა ქალაქის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს ეკუთვნის. ცოტა ხნის წინათ მას ამ თემაზე ვესაუბრეთ და ღმოჩნდა, რომ წარსულში მორაგბე ყოფილა.

"უმაღლეს ლიგაში გორის სახელით გუნდის გამოჩენა ჩვენს ინტერესებში შედიოდა. ქალაქში მალე რაგბის საკმაოდ კარგი სტადიონი გვექნება და არ ვიქნებოდით მართლები, რომ გუნდი არ გვყოლოდა. ამასთან ერთად, რაგბი საქართველოში აღმავლობის გზაზეა, სპორტის ყველაზე წარმატებულ სათამაშო სახეობად მიიჩნევა და ჩვენი ქალაქის ახალგაზრდებშიც გვარიან ინტერესს ვხედავთ მის მიმართ.

გორს აქვს საკმაოდ კარგი პოტენციალი რაგბისთვის, რადგან აქ ძალისმიერი სპორტის კარგი ბაზა არსებობს - საჭიდაო სახეობების მაღალი დონის გათვალისწინებით. იმასაც დავამატებ, რომ ახალგაზრდობაში მეც მორაგბე ვიყავი და მისი სიყვარული ჩემში სწორედ იქიდან მოდის.

მართალია, დიდი წარმატებები არ მქონია, მაგრამ სტუდენტობის პერიოდში, როდესაც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვსწავლობდი 1973-76 წლებში ვთამაშობდი ამ ინსტიტუტის გუნდში.

დიდი მიღწევები არ მქონია, მაგრამ მონდომებით ვვარჯიშობდი და ძალიან მიყვარდა სპორტის ეს ვაჟკაცური სახეობა. სასიხარულოა, რომ გორელ ახალგაზრდებს რაგბიში საკუთარი ძალების გამოცდა სურთ. ისინი ენთუზიაზმით ვარჯიშობენ ადგილობრივ ასაკობრივ გუნდში.

ცოტა ხანში ინფრასტრუქტურულადაც ხელს შევუწყობთ და გორელი მორაგბეების თამაშს საშინაო არენაზე მივადევნებთ თვალს. იმედს ვიქონიებთ, რომ მომავალში გორის სარაგბო გუნდი ადგილობრივი მორაგბეებით იქნება დაკომპლექტებული. ქალაქში რაგბის განვითარებისთვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშესაწყობად ჩვენ რაც შეგვეძლება, ყველაფერს გავაკეთებთ" - გვითხრა ქალაქის მერმა.

ავტორის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში