ტალინის "ფლორას" 24 წლის ნახევარმცველის თქმით, ესტონურ კლუბებში ფული ჩაიდო და ჩემპიონატი დღითი დღე პროგრესირებს
ესტონეთის მრავალგზის ჩემპიონი "ფლორა" წარმოუდგენელია 24 წლის ქართველი ცენტრალური ნახევარმცველის, ზაქარია ბეგლარიშვილის გარეშე. როგორც ყოველთვის, ტალინური კლუბი ესტონეთის მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

ქვეყნის თასის გათამაშებაში კი "ფლორა" უკვე ნახევარფინალშია - გუნდმა შინ პრინციპული მატჩი მოუგო "სილამიაე კალევს".თასის მეოთხედფინალში ბეგლარიშვილმა სრულად ითამაშა და მინდორზე ერთ-ერთი გამორჩეულიც გახლდათ.

მას საფეხბურთო მონაცემები არასოდეს დაეწუნებოდა. იყო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი და "აიაქსის" ახალგაზრდულ გუნდშიც თამაშობდა.

"ლელო" ზაქარიას ესტონეთში შეეხმიანა და ინტერვიუ სთხოვა...

- მოდი, თავდაპირველად ბოლო სათასო მატჩი შევაფასოთ...

- თასის მეოთხედფინალი იოლი თითქმის არასოდეს გამოდის და ახლაც ასე იყო. "სილამიაე კალევი" არ არის სუსტი გუნდი და ბოლომდეც გვებრძოლა. "ფლორამ" დამსახურებულად მოიგო. მთელი შეხვედრის განმავლობაში არაერთი მომენტი გვქონდა, განსაკუთრებით - მეორე ტაიმში.

- ესტონეთის თასის მოგებას უმიზნებთ, ალბათ...

- რა თქმა უნდა! "ფლორა" ესტონური საკლუბო ფეხბურთის გრანდია და სხვა რამეზე ვერც იფიქრებს. ჩემი აზრით, გუნდს შესწევს ამის რეალური ძალა, ისევე, როგორც ესტონეთის ჩემპიონატის მოგებისა.

- მოდით, უფრო ახლოს გაგვაცანით "ფლორა"...

- ყველაზე მეტად, რასაც გამოვარჩევ, ის არის, რომ ძალიან ახალგაზრდული გუნდია. "ფლორას" საშუალო ასაკი 20-21 წელია. მწვრთნელიც ახალგაზრდა და პროგრესირებადი გვყავს - ესტონელი ნორბერტ ჰურტი. რაც შეეხება ლეგიონერებს, სულ სამნი ვართ - მე, ფინელი ფორვარდი, ვინც დუბლი შეასრულა "სილამიაე კალევთან" შეხვედრაში და ირაკლი ლოგუა. ის რუსეთის მოქალაქეა. მეგობრული, შეკრული გუნდია. კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი...

- ირაკლი ლოგუაზე ცალკე გკითხავთ. ქართული თუ იცის, როგორი ფეხბურთელი და პიროვნებაა?

- შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან უშუალო, მეგობრული და კარგი ადამიანია. ფეხბურთელიც შესანიშნავია. ქართული არ იცის. ესტონეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.

- რას იტყვით ესტონეთის ჩემპიონატის დონეზე?

- უკვე მეხუთე სეზონია, აქ ვარ და საკუთარი თვალით ვუყურებ იმას, თუ როგორ პროგრესირებს ესტონეთის ჩემპიონატი. პირველობა ძალზე დაძაბულია და დონე სულ უფრო იზრდება.

ესტონურ კლუბებში ფული ჩაიდო. აქ საერთო პოლიტიკა შეიმუშავეს, რომელიც ესტონეთის ნაკრების ფეხბურთელების სამშობლოში დაბრუნებისკენაა მიმართული. ეროვნული გუნდის არაერთი მოთამაშე დაბრუნდა შინ. მაგალითად, "ფლორამ" ქვეყნის ნაკრების მცველი დაიმატა, რომელსაც უთამაშია იტალიაში, ბელგიაში, ნორვეგიასა და რუსეთში. ასეთი ფეხბურთელების დაბრუნებით ჩემპიონატის დონე იზრდება.

- კარგა ხანია, "ფლორაში" ხართ. როდის სრულდება თქვენი კონტრაქტი?

- ხელშეკრულებით კიდევ ერთი წელი დამრჩა, თუმცა ვნახოთ, რა და როგორ იქნება...

- რომელიმე გუნდი ხომ არ ინტერესდება თქვენით?

- გუნდს ჯერ ვერ დავასახელებ, მაგრამ ზამთარში კი მქონდა შეთავაზება უკეთესი ჩემპიონატიდან. მაშინ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ვნახოთ, რა იქნება ზაფხულში.

- თავის დროზე, ამსტერდამის "აიაქსში" დამკვიდრების შანსი გქონდათ. იმ დროს როგორ იხსენებთ?

- ყველამ იცის, რას წარმოადგენს "აიაქსის" სკოლა, რა ადგილი უჭირავს მსოფლიო ფეხბურთში. ბავშვობიდან ვოცნებობდი "აიაქსის" სტრუქტურაში მოხვედრაზე და ერთ დღეს ეს ოცნება რეალობად მექცა.

გულწრფელად ვამბობ - იყო იმის შესაძლებლობა, რომ დავრჩენილიყავი "აიაქსში" და იქ გამეგრძელებინა კარიერა, მაგრამ რაღაც პრობლემების გამო წამოსვლა მომიხდა.

- და მაინც, ალბათ, იმედი გაქვთ, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით ნაღდ ევროპაში ისევ ითამაშებთ...

- მიმაჩნია, რომ ჩემს კარიერაში ყველაფერი წინაა და კიდევ შემიძლია უფრო ძლიერ გუნდში თამაში.

ზაქარია ბეგლარიშვილთან საუბარში ირაკლი ლოგუას თემას შევეხეთ. ალბათ, უპრიანია რუსეთის მოქალაქე ქართველ ფეხბურთელზე უფრო დაწვრილებით ვთქვათ.

ირაკლი ლოგუა დაიბადა 1991 წლის 29 ივლისს, ოჩამჩირეში. ის მოსკოვის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. "დინამოს" გარდა, უთამაშია ნოვოსიბირსკის "სიბირსა" და ვორონეჟის "ფაკელში". ახლა კი "ფლორას" შემადგენლობაში მე-18 ნომრით ასპარეზობს. იყო რუსეთის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ფეხბურთელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
ზაქარია ბეგლარიშვილმა ფინეთში გუნდი გამოიცვალა
"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე
ქართველი ლეგიონერის გოლი და გამარჯვება კონფერენს ლიგაში
ლეგიონის გოლები: ვაკოს ინდივიდუალური, ყენიას საჯარიმო, კობახიძის ჩახვეული [VIDEO]
22.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ
კონფერენს ლიგა: ბერიძემ გაიტანა, ხოჭოლავა დაასვენეს, კვარაცხელიას "რაკუვი" ელის
ირაკლი ლოგუა: საქართველოს ნაკრებში? დიდი სიამოვნებით!
ოფიციალურად - "ჯვაროსნების" ყოფილი მოთამაშე ესტონეთის ნაკრებში ითამაშებს [PHOTO]
"აიაქსმა" ახალი ფორმა ბობ მარლის მიუძღვნა [PHOTO]
ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" და ჩაკვეტაძის "გენტი" თითქმის შემდეგ ეტაპზე - ქართველები კონფერენს ლიგაზე
37 წლის ჰუნტელაარი მოედანზე 89-ე წუთზე გამოვიდა, დუბლი შეასრულა და "აიაქსს" მოაგებინა [VIDEO]
ბეგლარიშვილმა გუნდი კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში გაიყვანა
"აიაქსის" 16 წლის ფეხბურთელი 18 წლის ძმასთან ერთად დაიღუპა
კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება