აღმოსავლეთში მასპინძლებმა გაილაღეს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფში პირველი მეოთხედფინალური წყვილი დაკომპლექტდა. "გოლდენ სტეიტს", რომელმაც დაახლოებით ერთი კვირის წინ "მშრალი" ანგარიშით დახურა სერია "ნიუ ორლეანთან", მეტოქედ "მემფისი" ერგო.

"პორტლენდზე" გუშინდელ გამარჯვებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო ორეგონელთა მთავარი ვარსკვლავის, ლამარკუს ოლდრიჯის წინააღმდეგ დაცვა. მატჩიდან მატჩამდე ფორვარდის შედეგიანობა მცირდებოდა: 32 ქულა, 24, 21, 18... მეხუთე მატჩში ეს მაჩვენებელი 14 ქულამდე (თამაშიდან - 5/18) დაეცა, რაც ზაკ რენდოლფის დამსახურებაა.

გუშინ "ბლეიზერსს" ვერ უშველა მეტოქის რიგებში მაიკ კონლის არყოფნამ, აგრეთვე, სი ჯეი მაკალუმის 33-მა ქულამ. "პორტლენდი" XXI საუკუნეში მერვედ გავიდა პლეი ოფში და მეშვიდედ დამარცხდა პირველივე რაუნდში.

"მემფისი" კი მეოთხედფინალშია და წესით, სერიოზული ბრძოლა უნდა გაუმართოს "გოლდენ სტეიტს". რეგულარულ ჩემპიონატში ეს გუნდები სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და "დათვებმა" ერთხელ მოუგეს "მეომრებს". გარდა ამისა, "მემფისის" მხარეს არის გამოცდილება. რად ღირს თუნდაც ვინს კარტერი, რომელიც ამტკიცებს, რომ ჯერ მისი ჩამოწერა ნაადრევია.

მემფისი-პორტლენდი 99:93

20:20, 26:19, 22:27, 31:27

მ: მ. გასოლი (26+14 მოხსნა), ლი (20), რენდოლფი (16+8 მოხსნა), გრინი (10+7 მოხსნა).

პ: მაკალუმი (33), ლილარდი (22+6 მოხსნა), ოლდრიჯი (14+9 მოხსნა), ბატუმი (6+10 მოხსნა+7 პასი).

სერია: 4-1 (100:86, 97:82, 115:109, 92:99)

აღმოსავლეთის პირველ და მერვე გუნდებს შორის სერიაში ჯერჯერობით მასპინძლები იგებენ. "ატლანტას" უჭირს ფავორიტის სტატუსის დამტკიცება: სამი საშინაო მატჩი ჯამში 22 ქულის სხვაობით მოიგო.

"ჰოქსმა" დამაჯერებლად დაიწყო პირველი მეოთხედი, მაგრამ დროის ამ მონაკვეთში მოპოვებული 17-ქულიანი უპირატესობა მეორე 12-წუთეულში შვიდ ქულამდე დავიდა. ეს ალან ანდერსონის დამსახურებაა, რომელმაც 14 ქულა დააგროვა, "ატლანტამ" კი ტყორცნების მხოლოდ 31 პროცენტი გამოიყენა.

თუმცა მესამე მეოთხედში გამოცოცხლდა კაილ კორვერი, რომელმაც ოთხიდან სამი სამქულიანი ჩააგდო. მასპინძლებმა ორნიშნა უპირატესობას მიაღწიეს და ის მეოთხედის ბოლომდე შეინარჩუნეს, მაგრამ "ატლანტამ" მაინც ვერ მოახერხა კომფორტულად მოგება. ჯარეტ ჯეკმა, ბოიან ბოგდანოვიჩმა და ჯო ჯონსონმა ბოლო 12-წუთეული 9:0 გაქცევით დაიწყეს. გაჩაღდა მჭიდრო თამაში.

სირენამდე ორი წუთით ადრე ჯონსონმა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა ორ ქულამდე დავიდა. და აქ გადამწყვეტი სიტყვა თქვა ჯეფ ტიგმა, რომელმაც მესამე მეოთხედში ფეხის ტრავმა მიიღო, მაგრამ დაბრუნდა მოედანზე. მისი წყალობით, "ატლანტამ" მატჩი 10:2 სპურტით დაასრულა.

ატლანტა-ბრუკლინი 107:97

33:16, 20:28, 29:26, 25:27

ა: კეროლი (24+7 მოხსნა), ჰორფორდი (20+15 მოხსნა+5 პასი), ტიგი (20+8 პასი+3 ჩაჭრა), კორვერი (17+5 მოხსნა), მილსეპი (10+6 მოხსნა).

ბ: ანდერსონი (23+7 მოხსნა), ჯონსონი (18+9 მოხსნა), ჯეკი (18+6 პასი), ლოპესი (15+3 დაფარება), იანგი (11).

სერია: 3-2 (99:92, 96:91, 83:91, 115:120 - ო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
Daily Mail-ი კვარცხელიას "არსენალში" შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციას ავრცელებს
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ
U21. ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
ბურუქის სამსახურით სერია A-სა და ინგლისის პრემიერ ლიგაში დაინტერესდნენ
იქნება თუ არა მთავარი მწვრთნელი მომავალ სეზონშიც - "ლივერპულმა" სლოტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] მეტელკინამ და ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს
[VIDEO] კვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრები ისრაელს ფრედ ეთამაშა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელს კვარაცხელიას გოლით ამარცხებს
კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
ისრაელთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
პსჟ-მ თავისას მიაღწია - "ლანსთან" მატჩი გადატანილია
U21 | ახალგაზრდული ხვალ ლატვიას დაუპირისპირდება
"რეალის" ყოფილ მწვრთნელს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს
თუ დე ძერბის ვარიანტი არ გამოვა - "ტოტენჰემს" კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ