ქართველი ცენტრის "მილუოკიმ" საპლეიოფო სერიაში "ჩიკაგოსთან" 0:3 ჩამორჩენის შემდეგ ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა
ზაზა ფაჩულიასთვის NBA-ს სეზონი დასრულდა. ქართველი ცენტრის "მილუოკიმ" საპლეიოფო სერიაში "ჩიკაგოსთან" 0:3 ჩამორჩენის შემდეგ ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა. სერიის მე-6 შეხვედრა მილუოკელებმა შინ წააგეს და მათთვის სეზონი დასრულდა.

წაგებაცაა და წაგებაც. "მილუოკიმ" კინაღამ ანტირეკორდით დაასრულა სეზონი. ზაზა ფაჩულია 8 ქულით თავისი გუნდის ბომბარდირი გახდა. ანუ გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა, რადგან 8 ქულაზე მეტი არავის ჩაუგდია. ეს იყო მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი, როცა "მილუოკის" წარმატების არანაირი შანსი არ ჰქონია. "ბაქსმა" შეხვედრა უიმედოდ, ანგარიშით 66:120 წააგო.

4 ქულაც სხვაობაში და "მილუოკი" გაიმეორებდა 1956 წელს "სენტ ლუისის" მიერ დამყარებულ პლეი ოფში მარცხის ანტირეკორდს, რომელმაც 59 წლის წინ "მინესოტასთან" 75:133 წააგო. საკუთრივ "მილუოკის" 54-ქულიანი მარცხი პლეი ოფის საშინაო შეხვედრაში წაგების ანტირეკორდია.

ზაზამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 18 წუთი გაატარა. მილუოკელთა სასტარტო ხუთეულიდან ფაჩულიაზე მეტი - 26 წუთი მხოლოდ კრის მიდლტონმა ითამაშა.

მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა ყველას თითქმის თანაბრად გადაუნაწილა სათამაშო დრო, რადგან მესამე მეოთხედის ახალდაწყებულზე უკვე ცხადი იყო, რომ "მილუოკი" წაგებას ვერ ასცდებოდა.

ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. სეზონის უკანასკნელ მატჩში ზაზას 8 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა. მიუხედავად პლეი ოფის სერიის ბოლო მატჩში განადგურებისა, ფაჩულიამ და მისმა "მილუოკიმ" სეზონი ღირსეულად დაასრულეს. მთლიან სეზონთან ერთ მატჩს შედარება არ ეგების. ფაჩულიას გუნდმა წინა, 2013-14 წლების სეზონი ბოლო ადგილზე, NBA-ს 30 გუნდში ყველაზე უარესი შედეგით დაასრულა, ხოლო მომდევნო, მილუოკელთათვის აწ უკვე დასრულებულ სეზონში გუნდმა პლეი ოფში გასვლა მოახერხა.

ასეთი "ნახტომი" თავისებური რეკორდია, რომელიც ბოლოს, 2008 წელს "მაიამიმ" მოახერხა, როცა ჩაფლავებული წინა სეზონის შემდეგ პლეი ოფში გავიდა.

დიდი მადლობა ზაზა ფაჩულიას იმ სიხარულისთვის, რომელსაც ის მთელი სეზონის განმავლობაში არ აკლებდა ქართული კალათბურთისა და მის პირად ქომაგებს. მარტო იმის აღნიშვნა რად ღირს, რომ ზაზამ 20 მარტს, "ბრუკლინთან" 3-ოვერტაიმიან მატჩში მეტოქის ფარზე 18 ბურთი (ჯამში 21) მოხსნა და ამით NBA-ს ისტორიაში შევიდა და ისეთი ტიტანების გვერდით დაიმკვიდრა ადგილი, როგორებიც მოუზეს მელოუნი და დენის როდმანი არიან.

პლანეტის უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში ფაჩულია ერთ-ერთი სამაგალითო და თავდადებული მოთამაშეა. ზაზამ 2014-15 წლების რეგულარულ ჩემპიონატში 73 მატჩი ითამაშა, საიდანაც 45-ში სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მატჩში საშუალოდ 8.3 ქულას, 6.8 მოხსნას, 2.3 პასს და 1.1 ჩაჭრას აგროვებდა. ეს ძალიან კარგი მაჩვენებლებია, თუმცა ისინი სრულად ვერ ასახავს იმ დიდ როლს, რომელსაც ფაჩულია "მილუოკიში" ასრულებდა. ზაზა გუნდის ჭეშმარიტი ლიდერი გახლდათ და გუნდის წარმატებასაც დიდად განაპირობებდა.

კიდევ უფრო დიდი როლი ფაჩულიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში აკისრია - ის გუნდის კაპიტანი და უპირობო ლიდერია. ის ნაკრებში NBA-ში ჩატარებული უძლიერესი სეზონით და უდიდესი მოტივაციით მოდის. ფაჩულია ნაკრებს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე უკაპიტნებს, რომელიც 5 სექტემბერს ხორვატიაში დაიწყება.

წყარო: gbf.ge

soso
ატლანტადან რატომ წამოვიდა ზაზა ვინმე მეტყვის მიზეზს?
goga
რა კარგია რომ გვყავს ზაზა და რა ცუდია რომ არ გვყავს სხვა არც კალთბურთში და არც ფეხბურთში ისეთი ვინც მსოფლიო დონის საუკეთესო ლიგებში გვასახელებდა. წლების წინ კიდევ იყვნენ თითებზე ჩამოსათვლელნი, კახი, შოთი და აჩი, ქინქლა, კობი, იაშკა, ქეცბაია, სტეფანია... დღეს სამწუხაროდ მარტო ზაზაა. კი გვყავს წარმატებულები რაგბისტები და ძიუდოისტები მაგრაბ არ მიწყენენ მათი გულშემატკივრები(მეც მათი გულშემატკივარიუ ვარ) და ფეხბუთთან გა კალათბურთთან ვერ მოვლენ ეს სპორტის სახეობები ახლოს
dato
შენ გენაცვალე ზაზა!
სააკაძე
მადლობა ზაზას ! პოზიტივისთვის მადლობა სტატიის ავტორს !
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ