ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სენსაცია კალიფორნიაში

სენსაცია კალიფორნიაში

NBA: დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - ჯეიმსის, უეიდისა და ბოშის "დიდმა ტრიომ" ერთად 84 ქულა დააგროვა, მაგრამ "მაიამი" "კლიპერსთან" მაინც დამარცხდა

"მაიამი ჰიტმა" ვერ შეძლო სტუმრად მოგებათა სერიის გაგრძელება და ამ მაჩვენებლით აბსოლუტური რეკორდის დამყარება, რომელიც "ლეიკერსს" ეკუთვნის. ფლორიდელებს ზედიზედ 13 გასვლითი მატჩი ჰქონდათ მოგებული და სამი გამარჯვება აკლდათ რეკორდის გამეორებამდე, მაგრამ "მაიამი" მოულოდნელად ლოს ანჯელესის მეორე გუნდმა - "კლიპერსმა" შეაჩერა.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი სერია ოდესღაც სრულდება, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს სწორედ ამ მატჩში მოხდებოდა. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - ჯეიმსის, უეიდისა და ბოშის "დიდმა ტრიომ" ერთად 84 ქულა დააგროვა და მაინც დამარცხდა.

შედარებისთვის: გუშინ ვარსკვლავებით სავსე "ორლანდომ" ოვერტაიმის ჩათვლით "მაიამის" სამეულზე ხუთი ქულით მეტი დააგროვა. გარდა ამისა, "ჰიტს" არც ფარი წაუგია და შეცდომებიც ნაკლები ჰქონდა.

"კლიპერსმა" გუნდური თამაშის, სისწრაფისა და თავდადების ხარჯზე გაიმარჯვა. თავისი სუპერსამუელი მასპინძლებსაც ჰყავდათ. ბლეიკ გრიფინი, ერიკ გორდონი და ბაირონ დევისი შეუდარებლები იყვნენ. შედეგად, გაბრაზებულმა ფავორიტებმა საქმე კინაღამ ხელჩართულ ჩხუბამდე მიიყვანეს. ბოლო მეოთხედის შუაში ჯეიმსმა და უეიდმა ერთ შეტევაში მიიღეს ტრავმები - ერთს ფეხი დაუცდა, მეორეს კი გორდონისგან მოხვდა სახეში. საპასუხოდ უეიდი დევისს ეუხეშა, მარიო ჩალმერსი კი კიდევ უფრო შორს წავიდა - გრიფინთან საჩხუბრად გაიწია. არავინ იცის, რით დასრულდებოდა ეს ყველაფერი, მსაჯებს "მაიამის" მცველი დროულად რომ არ მოეცილებინათ ფიზიკურად ძლიერი ახალბედა ფორვარდისთვის. ასეა თუ ისე, იმ მომენტისთვის გამარჯვებულის საკითხი აღარ იდგა დღის წესრიგში.

"კლიპერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ბოლო 11 მატჩში მერვე გამარჯვებას მიაღწია. იქნებ დელ ნეგრომ გაიბრძოლოს და ეს გუნდიც გაიყვანოს პლეი ოფში?

ასევე არ გამართლდა პროგნოზი კალიფორნიულ დერბისთან მიმართებაში. სტუმრად "გოლდენ სტეიტთან" "ლეიკერსს" იოლ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ძალიან დაძაბული ბრძოლა გამოვიდა. რომ არა მეოთხე მეოთხედში ლამარ ოდომისა და კობი ბრაიანტის ბრწყინვალე თამაში, ამ დღეს მეორე სენსაცია დაფიქსირდებოდა. ოდომმა და ბრაიანტმა 12 წუთში 33 ქულა ჩააგდეს. კობი უფრო შორს წავიდა და 339 წამში 17 ქულა აიღო.

"გოლდენ სტეიტი" სამმეოთხედნახევარი ლიდერობდა და ერთხელ სხვაობამ 14 ქულასაც კი მიაღწია, მაგრამ ვერც დორელ რაიტის ბრწყინვალე თამაშმა, ვერც მონტა ელისის 39 ქულამ (ამ მცველმა სეზონში მეათედ გადააბიჯა 30-ქულიან ზღვარს), ვერც დევიდ ლისა და სტივენ კარის აქტიურობად ვერ შეაჩერა ფილ ჯექსონის გუნდი. ბოლოს მათ პრაქტიკულად ყველა შანსი გამოიყენეს და თამაშიდან მხოლოდ ერთი ბურთი ააცილეს.

გუშინ წააგო კიდევ ერთმა ფავორიტმა - "ორლანდომ". ეს გუნდი არც იმსახურებდა "ჰორნეტსთან" გამარჯვებას, რადგან პრიმიტიული ტაქტიკა აირჩია და მთელი მატჩის განმავლობაში 31 (!) სამქულიანი ისროლა. რა თქმა უნდა, "მეჯიქის" რიგებში სნაიპერები მრავლად არიან, მაგრამ, როცა შორიდან 31-ჯერ ისვრი და მხოლოდ 89 ქულას (ოვერტაიმის გათვალისწინებით) დააგროვებ, მოგებასაც არ იმსახურებ. "ორლანდოს" კალათბურთელებმა საერთოდ უარი თქვეს საშუალო ტყორცნაზე, ხოლო მთელი მატჩის განმავლობაში სტუმრების მხრიდან საჯარიმოს ხაზზე მხოლოდ ორი კალათბურთელი დადგა. სანამ მასპინძლები კალათბურთს თამაშობდნენ, სტუმრები სულ სხვა საქმით იყვნენ დაკავებული: იღებდნენ ბურთს და გაუთავებლად ისროდნენ.

და მაინც, სტენ ვან განდის შეგირდებს ჰქონდათ თამაშის მოგების შანსი. ბოლო წუთზე რიჩარდსონმა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც კრის პოლმა ააცილა და მეტოქეს 15 წამით ადრე 81:78-ზე შანსი მისცა. "ჰორნეტსმა" უცნაური გადაწყვეტილება მიიღო: ჯარიმა არ აიღო დუაიტ ჰოვარდზე, რომელსაც ჯარიმების შესრულება მაინც და მაინც არ ეხერხება.

ბოლო შეტევაში ბურთი ჰედო თურქოგლუს მიუვიდა და მან სამქულიანით შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა. დამატებით დროში სიტუაცია განმეორდა. ისევ "ნიუ ორლეანის" სამქულიანი უპირატესობა და ისევ სტუმრების შორეული ტყორცნა. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი - რედიკის სროლამ ფარამდეც ვერ მიაღწია. ამ მატჩით შეწყდა "ორლანდოს" 9-მატჩიანი მოგებათა სერია.

როგორც ჩანს, დირკ ნოვიცკის დაბრუნებამდე არაფერი ეშველება "დალას მავერიქსს". გერმანელის არყოფნაშიც ტეხასელები სტუმრად "ინდიანასთან" ფავორიტად მიიჩნეოდნენ. "პეისერსს" ნოემბრის შემდეგ არ მოეგო ზედიზედ ორი მატჩი და მხოლოდ ახლა შეძლო ამის გაკეთება. ძალიან დიდი როლი შეიტანა "ინდიანას" გამარჯვებაში დებიუტანტმა პოლ ჯორჯმა, თუმცა მასპინძლების რიგებში სხვა კალათბურელების შექებაც შეიძლება.

გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე მეოთხედი. ორი თანაბარი მეოთხედის შემდეგ, სტუმრები მოდუნდნენ, "ინდიანამ" კი ისარგებლა ამით და გადამწყვეტი სპურტი მოაწყო. მისი ორგანიზატორები ჰენსბრო და გრეინჯერი იყვნენ. "დალასმა" ნოვიცკის გარეშე მერვე მატჩი ჩაატარა და მეექვსედ წააგო.

ინდიანა-დალასი 102:89

25:26, 27:26, 25:17, 25:20

ი: რაში (20), კილისონი (17+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), გრეინჯერი (17+5 პასი), ჯორჯი (16), დანლივი (4+11 მოხსნა).

დ: ტერი (18+5 მოხსნა), ჩენდლერი (13+9 მოხსნა+3 დაფარება), კიდი (13+7 პასი+3 ჩაჭრა), მერიონი (12+7 მოხსნა), სტივენსონი (10).

ტორონტო-ატლანტა 101:104

21:27, 34:33, 22:15, 24:29

ტ: ბარნიანი (26), ბარბოზა (26), კალდერონი (11+9 პასი).

ა: კროუფორდი (36), ჯონსონი (26), ჰორფორდი (10+13 მოხსნა).

შარლოტი-ჩიკაგო 96:91

36:22, 19:20, 14:28, 27:21

შ: ოგუსტინი (22+12 პასი), ტომასი (17+13 მოხსნა), ჯექსონი (16), უოლასი (14+7 მოხსნა), დიაო (13+5 მოხსნა+5 პასი), ბრაუნი (10+5 მოხსნა).

ჩ: ბუზერი (23+14 მოხსნა), დენგი (22), როუზი (17+7 პასი).

ბოსტონი-საკრამენტო 119:95

28:22, 29:27, 33:18, 29:28

ბ: პირსი (25+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), რობინსონი (16), ალენი (14), დევისი (12+5 მოხსნა), ვაფერი (12), დენიელსი (12), რონდო (10+13 პასი), სემიჰი (10+9 მოხსნა).

ს: ლენდრი (17), უდრიხი (16+5 პასი), დალემბერი (12+6 მოხსნა), ჯეტერი (10).

დეტროიტი-მემფისი 99:107

26:21, 20:22, 18:30, 35:34

დ: გორდონი (25), მაკგრეიდი (16+6 მოხსნა), სტაკი (15+7 მოხსნა+6 პასი), მონრო (14+11 მოხსნა).

მ: რენდოლფი (34+17 მოხსნა), გეი (26), გასოლი (10+7 მოხსნა+3 დაფარება), არტური (10).

ნიუ ორლეანი-ორლანდო 92:89 (ო)

17:21, 23:18, 27:22, 14:20, 11:8

ნ-ო: ტორნტონი (22+9 მოხსნა), ოკაფორი (18+14 მოხსნა), არიზა (16), უესტი (13+10 მოხსნა), პოლი (12+5 მოხსნა+13 პასი).

ო: ჰოვარდი (29+20 მოხსნა), რიჩარდსონი (21+7 მოხსნა), ანდერსონი (14+8 მოხსნა), ნელსონი (2+10 პასი).

მილუოკი-სან ანტონიო 84:91

26:21, 25:22, 15:22, 18:26

მ: სალმონსი (17), ბოგუტი (15+14 მოხსნა), ბოიკინსი (12), ილიასოვა (11+10 პასი).

ს-ა: ჯინობილი (23+7 მოხსნა), ბონერი (17), დანკანი (16+8 მოხსნა+3 დაფარება), ნილი (10+6 მოხსნა).

ჰიუსტონი-ოკლაჰომა 112:118

31:31, 23:21, 25:30, 33:36

ჰ: სკოლა (31+11 მოხსნა), ლი (19), ლოური (18), ბრუქსი (17+5 პასი), ბადინგერი (10).

ო: დურანტი (30+6 მოხსნა), უესტბრუკი (23+8 მოხსნა+13 პასი), გრინი (16), იბაკა (16+6 მოხსნა), კრსტიჩი (11+7 მოხსნა), სეფოლოშა (6+13 მოხსნა+3 დაფარება).

ფინიქსი-ნიუ ჯერსი 118:109 (ო)

28:28, 27:29, 18:27, 30:19, 15:6

ფ: ნეში (23+7 მოხსნა+16 პასი), კარტერი (23+5 მოხსნა), ფრაი (21+7 მოხსნა), დადლი (15+5 მოხსნა), ლოპესი (11).

ნ-ჯ: ვუიაჩიჩი (19+3 ჩაჭრა), ლოპესი (16+8 მოხსნა), ჰემფრიზი (16+6 მოხსნა), ჰარისი (15+15 პასი), ფარმარი (12+6 პასი).

იუტა-ნიუ იორკი 131:125

31:32, 34:25, 35:37, 31:31

ი: უილიამსი (24+7 მოხსნა+12 პასი), მაილზი (24+5 მოხსნა), ჯეფერსონი (19+6 მოხსნა+3 დაფარება), ბელი (18), მილსეპი (17+8 მოხსნა), კირილენკო (14+6 მოხსნა+7 პასი), ოქური (10).

ნ-ი: უილიამსი (25), უოკერი (23), ფელტონი (23+7 მოხსნა+11 პასი), სტაუდმაიერი (22+5 პასი), ჩენდლერი (14+5 მოხსნა).

გ. სტეიტი-ლეიკერსი 110:115

26:21, 27:24, 22:24, 35:46

გ-ს: ელისი (38), რაიტი (27+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), კარი (15+10 პასი), ლი (14+7 მოხსნა+7 პასი), რადმანოვიჩი (11).

ლ: ბრაიანტი (39+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), გასოლი (24+11 მოხსნა), ოდომი (20+9 მოხსნა), ბინუმი (11+14 მოხსნა), არტესტი (10+7 პასი).

კლიპერსი-მაიამი 111:105

44:26, 24:32, 18:20, 25:27

კ: გორდონი (26+5 მოხსნა+6 პასი), გრიფინი (24+14 მოხსნა+6 პასი), დევისი (20+5 მოხსნა+9 პასი), გომესი (11).

მ: უეიდი (31+7 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), ჯეიმსი (27+8 მოხსნა+6 პასი), ბოში (26+13 მოხსნა), ჩელმერსი (12).

[VIDEO] ბრანსონის 30 ქულა - "ნიქსმა" სუპერფინალი მოგებით გახსნა

[VIDEO] მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - "სან ანტონიო სპურსი" NBA-ის სუპერფინალში ითამაშებს

[VIDEO] სუპერსერია მეშვიდე მატჩით დასრულდება - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა და

ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?

"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში

არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს

Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი

ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს

"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა

ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად

ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს

"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა