"ბარსას" რეკორდული გამარჯვება
* მადრიდის "რეალმა" ზედიზედ მე-6 სეზონში გაიტანა 100 და მეტი გოლი, "ბარსელონამ" - ზედიზედ მე-4 სეზონში.

* კრიშტიანო რონალდომ და ლიონელ მესიმ ერთ სეზონში 40 და მეტი გოლი მესამედ გაიტანეს. ასეთი რამ სხვა ფეხბურთელებს არასოდეს გაუკეთებიათ.

* კრიშტიანომ თავით 10 გოლი გაიტანა სეზონში. ასეთი რამ "რეალის" ფეხბურთელს 2001 წლის მერე (რაული) არ გაუკეთებია.

* ლა ლიგაში მოგებული მატჩების რიცხვით იკერ კასილიასი დაეწია ლიდერ ანდონი სუბისარეტას - 333 მოგება.

ლა ლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონის ვინაობა ჯერ გაურკვეველია - "ბარსელონა" "რეალს" ისევ ორი ქულით უსწრებს. ორივე გრანდმა თავიანთი საქმენი საგმირონი ამ ტურში ანდალუსიის მხარეში ჩაიდინა.

მოიესმა მოგების გემო გაიხსენა

როგორც იქნა, დევიდ მოიესის გუნდმა მოიგო - "რეალ სოსიედადმა" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია მშობლიურ "ანოეტაზე" შეწყვიტა, როდესაც "ლევანტეს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა - 3:0.

ჯერ ალფრედ ფინბოგასონმა ივარგა დასწრებაზე და ისლანდიელმა სეზონში სულ მეორე გოლი გაიტანა; შემდეგ, მეორე ტაიმში, მარკელ ბერგარამ კუთხურს თავური დაუხვედრა; ბოლოს, კარლოს ველამ შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა. სანსებასტიანელთა რიგებში 19 წლის ენეკო კაპილიას დებიუტი ვიხილეთ. "მარკას" რჩეულები: ველა, ზალდუა და ჩაბი პრიეტო (სამივე - "რეალ სოსიედადი").

"კორდობას" ბართლომეს ღამე

"ბარსელონას" სტუმრობა "კორდობას" მძიმედ დაუჯდა - 0:8 შერცხვენა და ოფიციალური საგზური უკან, სეგუნდა დივიზიონში. ანდალუსიურმა კლუბმა როგორღაც ტაიმის მიწურულამდე გაძლო, შემდეგ კი ლეო მესიმ შეტევის ორიგინალური გაგრძელება იპოვა და ივან რაკიტიჩს გაატანინა.

პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი მოესწრო - ხორვატმა რაკიტიჩმა ლუის სუარესს გაატანინა. მეორე ტაიმის პირველი წუთი სრულდებოდა, როცა შესანიშნავად მოთამაშე დანი ალვეშის ჩამოწოდებულს მესიმ თავური დაუხვედრა. აქ შევჩერდებით და გოლებს ცალ-ცალკე აღარ აღვწერთ. ვიტყვით, რომ სუარესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, მესიმ - დუბლი. მას ჰეთ-თრიკის გაფორმებაც შეეძლო, მაგრამ პენალტის დარტყმა ნეიმარს მიანდო.

"ბარსელონას" ლა ლიგაში ამაზე დიდი ანგარიშით არასოდეს მოუგია, ამ ანგარიშით კი ორჯერ - 1929 წელს (ლას პალმასი) და 2010 წელს (ალმერია). "მარკას" რჩეულები - ალვეში, მესი, სუარესი - 8-8 ბალი.

იხილეთ ვიდეო

მსაჯის წყალობით

მადრიდში "ათლეტთა" დერბი მოულოდნელად, არც ისე თვალსასეირო გამოდგა - "ატლეტიკომ" ვერაფერი მოუხერხა ბილბაოს "ატლეტიკს", რომელმაც ბოლოს გაძევების გამო მცველი უნაი ბუსტინზა დაკარგა. მაგრამ ამაში დიდი წვლილი არა სტუმართა დაცვას ან მეკარეს, არამედ არბიტრ ხაიმე ლატრეს მიუძღვის, რომელმაც მეორე ტაიმში ორი გოლი (გრიზმანის და ტიაგოსი) შეცდომით გააუქმა.

"ატლეტიკომ" ვერ მოიგო და ჯერჯერობით მესამე ადგილის საკითხიც ღიად რჩება. "მარკას" რჩეულები: იაგო ერერინი და აიმერიკ ლაპორტი (ორივე - "ბილბაო").

იხილეთ ვიდეო

რონალდოს ჰეთ-თრიკით

"სევილიას" აუღებელი ბასტიონის, "სანჩეს პისხუანის" დალაშქვრას მეტოქენი 34 მატჩისა და 415 დღის განმავლობაში ელოდნენ. ეს შესაძლებელი მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს ჰეთ-თრიკის წყალობით გახდა. "რეალმა" 5-გოლიან თრილერში აჯობა უნაი ემერის გუნდს და საჩემპიონო რბოლაში რჩება - 3:2.

კრიშტიანო რონალდომ პირველ ტაიმში "სევილია" ნოკდაუნში ჩააგდო მას მერე, რაც 1-წუთიან მონაკვეთში ჯერ თავით გაიტანა, შემდეგ - დასწრებაზე ფეხით. მალე უჩვეულო პოზიციაზე (შუა ხაზში) მოთამაშე სერხიო რამოსმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშში პენალტი "აიკიდა" და კარლოს ბაკას გოლით, "სევილია" თამაშში დაბრუნდა. 69-ე წუთზე ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა გარეთ ბეილმა კრიშტიანო მოძებნა, რომელმაც თავურით ჰეთ-თრიკი შეასრულა.

მართალია, "სევილიამ" კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, ანდალუსიელთა შესანიშნავი სერია დასრულდა. "მარკას" რჩეული რონალდო გახდა - 9 ბალი.

ლა ლიგაში რონალდომ 25-ე ჰეთ-თრიკი (სულ 32-ე) შეასრულა და გაუსწრო მესის (24 ჰეთ-თრიკი ლა ლიგაში).

კარლო ანჩელოტი (რეალი): "უნაი ემერის კარგი გუნდი ჰყავს. არ შეიძლება იმედის დაკარგვა. სულაც არ გვიკვირს, "ბარსა" რომ ასეთი ანგარიშებით იგებს, ჩვენ ჩვენსას შევეცდებით. ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ".

იხილეთ ვიდეო

"დეპორი" ბოლომდე იბრძვის

შაბათის ბოლო მატჩში "წყალქვეშა ყვითელი ნავი" ლა კორუნიის სანაპიროს მიადგა, მაგრამ "დეპორტივოსთან" მატჩში მხოლოდ ქულები გაიყო. ხაუმე კოსტამ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და "ვილიარეალი" დააწინაურა, მაგრამ მაშინვე ბორხესის დარტყმულმა რიკოშეტით მიმართულება იცვალა - 1:1. "მარკას" რჩეულები: ლაურე (დეპორტივო) და ხუან კარლოსი (ვილიარეალი).

ხელიდან გაშვებული შანსი

კვირის დღის მატჩში "რაიო ვალეკანო" ბარსელონას ესტუმრა და "ესპანიოლს" დაუზავდა - 1:1. პირველ ტაიმში არგენტინელი მცველი ემილიანო ინსუა მშვენივრად ჩაერთო შეტევაში, კედელი ალბერტო ბუენოსთან გაითამაშა და "ელვები" დააწინაურა.

"ესპანიოლის" რიგებშიც მცველი გამოირჩა - მექსიკელმა ექტორ მორენომ მე-80 წუთზე თავურით გაათანაბრა. მატჩის მიწურულს მასპინძელი ხოსე კანიასი მეტისმეტად ეუხეშა მეტოქეს მოედნის ცენტრში და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ეს ფრე არც ერთს არ აწყობდა, რადგან ქულების დაკარგვით საევროპო შანსები შეიმცირეს (იმ შემთხვევაში, თუ მეშვიდე ადგილიც გამსვლელი იქნება).

სანდოვალის წარმატებული დებიუტი

ამ ტურის წინ გადარჩენისთვის ჯერჯერობით წარუმატებლად მებრძოლი "გრანადას" მწვრთნელი აბელ რესინო მოხსნეს, რომელმაც 15 მატჩში (იანვრიდან) მხოლოდ 11 ქულა შემატა ანდალუსიურ კლუბს. "გრანადამ" "ხეტაფესთან" თამაშის წინ ხოსე რამონ სანდოვალი დანიშნა, "რაიო ვალეკანოსა" და ხიხონის "სპორტინგის" ექსთავკაცი. დებიუტი წარმატებული გამოდგა - იუსეფ ელ-არაბის დუბლის წყალობით, "გრანადამ" სტუმრად 2:1 იმარჯვა.

"ვალენსიამ" შინ იოლად დაამარცხა ბასკური "ეიბარი" - 3:1 და გაიმყარა მე-4 ადგილი; "სევილიას" სამი ქულით დაშორდა, მესამე ადგილზე მყოფ "ატლეტიკოს" კი 4 ქულამდე მიუახლოვდა.

P.S. დაბოლოს, გთავაზობთ "ბარსელონასა" და "რეალის" დარჩენილი შეხვედრების კალენდარს. "ბარსელონა" - შინ "რეალ სოსიედადი" (9.05); სტუმრად "ატლეტიკო" (17.05); შინ "დეპორტივო" (24.05). "რეალი" - შინ "ვალენსია" (9.05); სტუმრად "ესპანიოლი" (17.05); შინ "ხეტაფე" (24.05).

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXV ტური

1-ლი მაისი

სოსიედადი-ლევანტე 3:0

გოლები: 1:0 ფინბოგასონი (13), 2:0 ბერგარა (52), 3:0 ველა (86)

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ზალდუა, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ბერგარა, პარდო (68. ერვიასი) - ჩაბი პრიეტო (78. აგირეჩე), გრანერო, ველა (87. კაპილია)

ლევანტე (5-4-1): მარინიო - ი. ლოპესი, ვინტრა, რამისი (71. უჩე), ხუანფრანი, ტონიო - მორალესი, სიმაო (55. კამარასა), ხოსე მარი, ელ ჟარი (55. ბარალი) - ვ. კასადესუსი

გაფრთხილება: ფინბოგასონი, ბერჩიჩე - მორალესი, სიმაო, კამარასა, რამისი

კუთხური: 3-7; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 9-14 (3-1); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 18 821

2 მაისი

კორდობა-ბარსელონა 0:8

გოლები: 0:1 რაკიტიჩი (42), 0:2 ლ. სუარესი (45), 0:3 მესი (46), 0:4 ლ. სუარესი (53), 0:5 პიკე (65), 0:6 მესი (80), 0:7 ნეიმარი (85-პენ), 0:8 ლ. სუარესი (88)

კორდობა (4-2-3-1): ხუან კარლოსი - კრესპო (46. გუნინო), ი. ლოპესი, პანტიჩი, ედიმარი - კრჰინი, დეივიდი - ბებე (61. ვიკო), ლუსო (57. ეკენგი), ფიდელი - ანდონე

ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო (62. მატიო), ალბა - რაკიტიჩი (69. პედრო), ბუსკეტსი, ინიესტა (61. ჩავი) - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი

გაფრთხილება: ლუსო -

კუთხური: 5-8; ჯარიმა: 11-3; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 5-27 (1-11); ბურთის ფლობა: 25%-75%.

მაყურებელი: 13 775

ატლეტიკო-ბილბაო 0:0

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა - რაულ გარსია (55. მანჯუკიჩი), გაბი, ტიაგო (86. საულ ნიგესი), კოკე - ფ. ტორესი (55. არდა თურანი), გრიზმანი

ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - ბუსტინზა, ეჩეიტა, ლაპორტი, დე მარკოსი - სან ხოსე, იტურასპე (73. გურპეგი) - ირაოლა (57. უ. ლოპესი), მ. რიკო, უილიამსი - კიკე სოლა (66. გილერმო)

გაფრთხილება: ტორესი, გოდინი - სან ხოსე, ბუსტინზა, ლაპორტი

გაძევება: ბუსტინზა (93)

კუთხური: 9-2; ჯარიმა: 8-20; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 10-7 (3-0); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 48 452

სევილია-რეალი 2:3

გოლები: 0:1 რონალდო (36), 0:2 რონალდო (37), 1:2 ბაკა (45-პენ), 1:3 რონალდო (69), 2:3 იბორა (79)

სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ფიგეირაში (69. დ. სუარესი), კარიშო, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - კრიხოვიაკი (77. იბორა), მბია - ა. ვიდალი, ბანეგა, რეიესი - ბაკა (77. გამეირო)

რეალი (4-4-2): კასილიასი - კარვახალი, პეპე, ვარანი, მარსელო (87. არბელოა) - ხ. როდრიგესი, ს. რამოსი, კროოსი, ისკო (73. ილიარამენდი) - ხ. ერნანდესი (65. ბეილი), რონალდო

გაფრთხილება: რეიესი, ტრემულინა, კარიშო, ვიდალი - რამოსი, კარვახალი

კუთხური: 8-1; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 18-14 (5-5); ბურთის ფლობა: 44%-56%.

მაყურებელი: 39 689

დეპორტივო-ვილიარეალი 1:1

გოლები: 0:1 ხ. კოსტა (49), 1:1 ბორხესი (50)

დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრისიო - ლაურე, ლოპო (73. პ. ინსუა), სიდნეი, მ. პაბლო - ბერგანტინიოსი, ბორხესი - ხუანფრანი (80. ტოჩე), ლ. პერესი, ლუიზინიო (70. კუენკა) - რიერა

ვილიარეალი (4-4-2): ხუან კარლოსი -მარიო, ბაილი (73. დორადო), რუისი, იოკიჩი (65. მ. გომესი) - ჯონათან დოს სანტოსი, პინა, ტრიგეროსი, ხ. კოსტა - კემპბელი, ხ. მორენო (54. ვიეტო)

გაფრთხილება: რიერა - მარიო, ბაილი, იოკიჩი, რუისი, გომესი

კუთხური: 4-2; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 9-7 (3-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 20 817

3 მაისი

ესპანიოლი-ვალეკანო 1:1

გოლები: 0:1 ე. ინსუა (29), 1:1 ე. მორენო (80)

ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - არბილია, ა. გონსალესი, ე. მორენო, დუარტე - კანიასი, ვ. სანჩესი - ლ. ვასკესი, ს. გარსია, მონტანიესი (64. სევილია) - კაისედო (48. სტუანი)

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო - ტიტო, ზე კაშტრო, მორსილიო, ე. ინსუა - ტრაშორასი, ბაენა (71. იოსაბედი) - ემბარბა, ბუენო, ა. მორენო (73. ლიკა) - მიკუ (60. მანუჩო)

გაფრთხილება: არბილია, სანჩესი, დუარტე, კანიასი - ტონიო

გაძევება: კანიასი (94)

კუთხური: 5-1; ჯარიმა: 18-18; თამაშგარე: 1-8; კარში დარტყმა: 11-7 (5-4); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 15 435

ხეტაფე-გრანადა 1:2

გოლები: 0:1 ელ-არაბი (13-პენ), 1:1 პედრო ლეონი (44), 1:2 ელ-არაბი (58)

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - ვიგარაი, ნალდო, ალექსისი, ესკუდერო - ლასენი (76. ემი), ხ. როდრიგესი - პედრო ლეონი (76. ივი), ინესტროსა, დ. კასტრო (62. ბ. დიავარა) - სარაბია

გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, ბაბენი, კალა (53. მაინსი), ხუან კარლოსი - რ. პერესი, ხ. მარკესი (68. იტურა) - ლ. ბანგურა, პიტი (78. იბანიესი), როჩინა - ელ-არაბი

გაფრთხილება: ლასენი, ალექსისი, ესკუდერო - კალა, მაინსი, პერესი

კუთხური: 4-6; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 17-14 (5-6); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 7 000

ვალენსია-ეიბარი 3:1

გოლები: 1:0 ოტამენდი (25), 2:0 პარეხო (56), 3:0 პ. ალკასერი (71), 3:1 არუაბარენა (84)

ვალენსია (4-3-3): დიეგო ალვეში - ბარაგანი,მუსტაფი, ოტამენდი, გაია (60. ორბანი) - პარეხო, ფუეგო (78. ნეგრედო), ანდრე გომეში - ფეგული, პ. ალკასერი, დე პაული (67. პიატი)

ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა - ბოვედა, ბორხა ფერნანდესი, ანიბარო, დიდაკ ვილა - დ. ბოატენგი, დ. გარსია (78. ერასტი) - კაპა, დელ მორალი (68. ანხელი), საულ ბერხონი - პიოვაკარი (46. არუაბარენა)

გაფრთხილება: პიატი, გომეში - გარსია

კუთხური: 7-5; ჯარიმა: 8-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13-7 (6-1); ბურთის ფლობა: 67%-33%.

მაყურებელი: 35 000

მალაგა-ელჩე 1:2

გოლები: 0:1 ჟონათასი (29), 0:2 პაშალიჩი (89), 1:2 გერა (94)

მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი (76. ორტა), ს. სანჩესი, ველიგტონი, ბოკა - დარდერი, ნაჩო კამაჩო - სამუელი, ამრაბატი, კასტილიეხო (46. გერა) - ხუანმი (67. დუდა)

ელჩე (4-2-3-1): ტიტონი - დ. სუარესი, როკო, ლომბანი (85. პელეგრინი), სისმა - მოსკერა, პაშალიჩი - გ. როდრიგესი (66. ა. ნიგესი), ფაირი, ვ. როდრიგესი (74. მ. ერერა) - ჟონათასი

შენიშვნა: დუდამ ვერ გაიტანა პენალტი (75)

გაფრთხილება: სამუელი, ხუანმი, დუდა - სუარესი, ვ. როდრიგესი

გაძევება: ტიტონი (71)

კუთხური: 5-2; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 7-4; კარში დარტყმა: 21-7 (9-3); ბურთის ფლობა: 58%-42%.

მაყურებელი: 18 714

4 მაისი

ალმერია-სელტა 22:45

ბომბარდირები: 42 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 40 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 22 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 21 - ნეიმარი (ბარსელონა); 20 - კარლოს ბაკა (სევილია); 16 - ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო), ლუის სუარესი (ბარსელონა).

მომდევნო ტური

8 მაისი:

ეიბარი-ესპანიოლი

9 მაისი:

გრანადა-კორდობა, ბარსელონა-რეალ სოსიედადი, რეალი-ვალენსია, ბილბაო-დეპორტივო

10 მაისი:

ლევანტე-ატლეტიკო, ვილიარეალი-ელჩე, ალმერია-მალაგა, სელტა-სევილია

11 მაისი:

რაიო ვალეკანო-ხეტაფე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

simartles-s
თუ ბარსა უფრო კარგ ფორმაშია და კარგ ფეხბურთსაც კარგს თამაშობს რეალი რატომღა იმსახურებს ჩემპიონობას? და კიდევ ატლეტიკოს როდის უთამაშია უღირსად? მადრიდელები კი არიან მაგრამ რეალს არ გვანან...
ehh
ამ ბარსასთან თუ რეალი რამეს იმსახურებს , ბალეტს ვუყუროთ მაშინ და ეგაა :D
simartle
მარტალია ბარსა კარგ ფორმასჰია და კარგ ფეხბურტსაც ტამასობს მაგრამ რეალი უფრო იმსახურებს ტელს ცემპიონობას...ატლეტიკომ უნდა იტამასოს გირსეულად
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
ლუის ენრიკე: ბარკოლაზე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ შემიძლია გითხრათ
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
დაუვიწყარი მატჩი "ბერნაბეუზე" - "რეალმა" თასიდან "სოსიედადი" გამოაგდო [VIDEO]
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
[PHOTO/VIDEO] "მიდი, წინ" - როგორ გამოხატა ლუის ენრიკემ "ბარსელონას" მიერ "რეალის" დამარცხება
"ბარსელონა" ფლიკთან თანამშრომლობას გააგრძელებს
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
"არსენალი" ფინალშია - ვინ იქნება ლონდონელთა მეტოქე?
სნეიდერი: "არსენალი" და "ატლეტიკო" მოედნიდან უნდა გაეყვანათ - "ბაიერნი" - პსჟ ფინალია
სერხიო რამოსმა "სევილია" შეიძინა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
ჰანსი ფლიკმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
"ყველასთვის, ვისაც გული "რეალისთვის" უძგერს..." - "სოსიედადის" მწვრთნელი ტიტულის მოგების შემდეგ ემოციურად ამღერდა [VIDEO]
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
პსჟ "რეალის" და "ატლეტიკოს" ვარსკვლავების შეძენას გეგმავს
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა "სევილიასთან" 20 წუთში
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ვილიარეალმა" "სევილიასთან" წაგება მოახერხა
სევილიური დერბი დაძაბული გამოდგა - 3 წითელი ბარათი და გუდელის ბრწყინვალე გოლი [VIDEO]
"მბაპე თუ ვინისიუსი?" - პერესმა ცეცხლზე ნავთი დაასხა
ტერზიჩი "ატლეტიკს" გაწვრთნის
"რონალდოს ეს საქციელი არასდროს დამავიწყდება" - კარიმ ბენზემა
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
ალისონთან ერთად "ლივერპული" შეიძლება კიდევ ერთმა მეკარემ დატოვოს
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ვთხოვე, რომ დარჩენილიყო..." - ზიდანი ოდეგორის წასვლით ნაწყენია......
[VIDEO] მიქაუტაძეს რომ ის ბურთი გაეტანა - "ვილიარეალმა" "ატლეტიკს" მაინც მოუგო
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
"დავიდ სილვას, როგორც პიროვნებას, პატივს არ ვცემ" - "ლაციოს" დირექტორი