რითი სჯობს ლონდონის "ჩელსი" სხვა ინგლისურ გუნდებს
როდესაც გყავს ბრწყინვალე მეკარეები; წამყვან ჩემპიონატებს შორის ყველაზე შედეგიანი დაცვის ხაზი, რომელიც უშუალო მოვალეობასაც დიდებულად ასრულებს; გყავს სოლიდური ნახევარდაცვა ტოპ-5 ჩემპიონატში საუკეთესო მეპასითა და ინგლისში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული ფანტაზისტა ედენ აზარით; რასაც დიეგო კოშტას ბომბარდირული თვისებები ემატება... რატომ ვერ უნდა მოიგო პრემიერლიგა?

თუმცა სათქმელად და ჩამოსაწერად ადვილია და არც სხვა ტოპ-კლუბებს ჰყავთ ნაკლები შემადგენლობა, მაგრამ ისეთივე სტაბილურად, დაბალანსებულად და ყოველმხრივ შთამბეჭდავად სეზონი არ ჩაუტარებიათ, როგორც ეს "ჩელსიმ" გააკეთა, მაგრამ აქაც შეგვიძლია პასუხს მივაგნოთ - სხვა გუნდებს არ ჰყავთ ჟოზე მოურინიო!

დიახ, "ჩელსი" მეხუთედ გახდა ინგლისის ჩემპიონი და მეოთხედ უშუალოდ პრემიერლიგის გამარჯვებული. აქედან სამჯერ "ლურჯები" ჟოზე მოურინიომ გააჩემპიონა, რომელმაც მეორედ შედგა იმავე მდინარეში ფეხი, მაგრამ ისევ დაიჭირა "ოქროს თევზი"; ანაც პირიქით, შესაძლოა, სწორედ მოურინიოა რომან აბრამოვიჩის "ოქროს თევზი".

"როდესაც შენ ბრუნდები იქ, სადაც ადრე წარმატება გქონდა, საკუთარ პრესტიჟს, კარიერას და ისტორიას რისკავ. მე გავრისკე და ისევ მოვიგე, რაც ძალიან მახარებს".

"განსაკუთრებული" ცოტათი კი თავმდაბლობს, წესით, "ჩელსის" ისტორიაში ჩავეწერებიო, მაგრამ წესით და ალბათ აქ ზედმეტია, ის სწორედაც განსაკუთრებულად ჩაეწერება ამ კლუბის ისტორიაში.

პორტუგალიელი სპეციალისტი სხვა მხრივაც არ ღალატობს ტრადიციას და ჩემპიონობის ზეიმისას გაკეთებულ კომენტარში ოპონენტებისთვისაც მოასწრო კბილის გაკვრა და ამისთვისაც მოიცალა, ერთი შეხედვით, მან ისევ პეპ გვარდიოლას ბოსტანში ისროლა კენჭი და მათ შორის "ელ კლასიკოს" აგრძელებს.

"შემეძლო, სხვა ქვეყანა და სხვა კლუბი ამერჩია, სადაც ჩემპიონობა უფრო ადვილია, მაგრამ მე ევროპაში ყველაზე რთული ლიგა ვარჩიე, სადაც ადრე წარმატებას უკვე მივაღწიე.

ჩემს ქვეყანაში, პორტუგალიაში ვამბობთ - არ დაბრუნდე იქ, სადაც ადრე ბედნიერი იყავი, რადგან ეს რისკია. თუმცა მე ეს რისკი გავწიე და ჩემპიონობაც ამის ჯილდოა.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 10 წლის მერე, "ჩელსიში" ჩემი პირველი ტრიუმფიდან, ისევ ჩემპიონები გავხდით. 10 წელიწადში პრემიერლიგა ორი სხვადასხვა თაობით მოიგო... ვფიქრობ, "ჩელსის" ისტორიაში ჩავეწერე".

ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის

რაც შეეხება საუბრებს "ჩელსის" მოსაწყენობასთან დაკავშირებით და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, იმსახურებდნენ თუ არა "სტემფორდ ბრიჯის" მკვიდრნი პირველობას, მოუმ ამასაც არაერთხელ და მრავალფეროვნად უპასუხა. ახლა კი ცნობილი გამონათქვამიც მოიშველია:

"ვფიქრობ, პირველი დღიდან მოყოლებული, ის ყველაფერი ვაჩვენეთ, რასაც ფეხბურთი ითხოვს და რაც საჭიროა. ბრწყინვალე შემტევ ფეხბურთსაც ვთამაშობდით, ვდომინირებდით კიდეც, ბურთს უფრო მეტად ვფლობდით, ზოგჯერ უფრო ნაკლებად და თავსაც საუცხოოდ ვიცავდით.

ვინც ამბობს ან ფიქრობს, რომ ჩვენ ტიტულს არ ვიმსახურებდით, ერთი გამოთქმით ვუპასუხებ, რომელიც ჩემს ქვეყანაში გვიყვარს - ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის" - თქვა მოურინიომ.

მეტი ფული

ცხადია, მოურინიო არსად წასვლას არ აპირებს და ფიქრობს, რომ "ჩელსიში" მისი მეორედ მისვლა ხანგრძლივი უნდა გამოდგეს, სანამ პრეზიდენტი არ გამიშვებსო. იქამდე კი იგი შეეცდება, აბრამოვიჩს ახალი კარგი ტრანსფერებისთვის გამოსტყუოს ფული.

ჩვენ კი ვაქებთ "ლურჯების" შემადგენლობას და შესაქებიც არის, მაგრამ "განსაკუთრებულს" არ დაუმალავს, რომ გუნდს გაძლიერება მაინც სჭირდება და ამაზე უბრალო სტატისტიკაც მეტყველებს.

წინა წლებთან და წინა ჩემპიონებთან შედარებით, "ჩელსიმ" გაცილებით ნაკლები მოთამაშე გამოიყენა მიმდინარე სეზონისას, დატვირთვის დიდი ნაწილი კი, ძირითადად, 15-16 ფეხბურთელზე მოვიდა, აქედან 7-8-ზე განსაკუთრებულად. არადა, სეზონი გრძელი და მომქანცველია და ლონდონელების შორსმიმავალ გეგმებსაც თუ გავითვალისწინებთ, ჟოზეს უფრო დიდი არჩევანი სჭირდება:

"მე ჯერ კიდევ აქ ვარ და იქამდე ვიქნები, სანამ მისტერ აბრამოვიჩი არ მეტყვის, რომ წავიდე. როდესაც მეტყვის, წავალ. იგი არის კაცი, რომელმაც "ჩელსისთან" ერთად ყველა ტიტული მოიგო. ზოგიერთ ფეხბურთელს ზოგიერთი ტიტული აქვს, ზოგი კი არა, მაგრამ მისტერ აბრამოვიჩს ყველაფერი მოგებული აქვს".

ფეხბურთელთა რეაქციები

"ჩელსის" კაპიტანი ჯონ ტერი:

"ეს დაუჯერებელი შეგრძნებაა. ძალიან ბევრი და, რაც მთავარია, კარგად ვიმუშავეთ. შესაბამისად, უაღრესად სასიამოვნოა, როდესაც ეს გიფასდება. "კრისტალ პალასი" კარგი გუნდია და ცოტა გვანერვიულა, მაგრამ საბედნიეროდ, ედენმა გაიტანა და მოვიგეთ.

ვიღაც-ვიღაცებმა თქვეს, რომ კვირაში ორ მატჩს ერთ დონეზე ვეღარ ვთამაშობდი, მაგრამ მე დავამტკიცე, რომ ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემ გვერდით დიდებული ფეხბურთელები არიან და დიდი მწვრთნელი.

სწორედ ამისთვის ვცხოვრობ და ამას ველოდებოდი. ხუთი წელი გავიდა მას მერე, რაც უკანასკნელად გავხდით ჩემპიონები. პირველი ტიტული განსაკუთრებულად ემოციური და გამორჩეული გახლდათ, ეს ბოლო წლები კი მტკივნეული, რადგან პირველ ადგილზე ვერ გავდიოდით. ახლა კი ზეიმის დროა, ამით უნდა დავტკბეთ და ვისიამოვნოთ".

"ჩემთვის ეს განსაკუთრებული წარმატება და ტიტულია. ვფიქრობდი, რომ ჩემპიონობა, უბრალოდ, ოცნება იყო, რადგან ამ ლიგაში უამრავი ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ დამსახურებულად გავიმარჯვეთ და ძალიან გვეამაყება.

მთელი სეზონი ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ და ვდომინირებდით. ვაჩვენეთ და დავამტკიცეთ, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი გვაქვს" - თქვა ნემანია მატიჩმა.

დიდიე დროგბა:

"ძალიან ტკბილი ჩემპიონობაა. ჩემთვის - მესამე. "ჩელსი" კი ჩემთვის ყოველთვის ნომერ პირველი გუნდი იქნება. ბედნიერი ვარ, რომ საკუთარი ფანების თვალწინ გავჩემპიონდით, ეს საუცხოო შეგრძნებაა. რა იქნება შემდეგ? კარგი აღნიშვნა და კარგი დასვენება".

"მოურინიოს ძალიან დიდი გავლენა აქვს და ჩვენ ის გვჭირდებოდა. იგი გუნდში მოვიდა და ამ სეზონში ორი ტიტული მოვიგეთ. მომავალში კი კიდევ უფრო მეტის მოპოვება გვსურს.

მოურინიოს ფაქტორი პირადად ჩემთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მას ჩემი სჯერა, მენდობა და ამის გამო მწვრთნელის მადლიერი ვარ" - ეს კი სესარ ასპილიკუეტას სიტყვებია.

"ჩვენ დავიმსახურეთ ჩემპიონობა და ახლა "ჩელსიში" ყველა ბედნიერია. ეს საოცარი სეზონი იყო. მწვრთნელი მაგრძნობინებს, თუ როგორ ვჭირდები და როგორ მენდობა. შესაბამისად, საუკეთესო თამაშის ჩვენება გამომდის და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ გუნდს სჭირდება ჩემი ტიპის ფეხბურთელი" - განაცხადა საჩემპიონო გოლის ავტორმა და წლის საუკეთესოდ აღიარებულმა აზარმა.

გამოხმაურება სხვადასხვა ბანაკიდან

"ვულოცავ "ჩელსის", ჟოზე მოურინიოსა და მის მოთამაშეებს. მათ ნამდვილად დაიმსახურეს ჩემპიონობა, რაც არაერთხელ დაამტკიცეს. სეზონის პირველ ნაწილში "ჩელსი" ძალიან შთამბეჭდავი და შეუჩერებელი გახლდათ, ხოლო მეორე წრეში კლუბს ყველა საჭირო თვისება და იარაღი ჰქონდა ჩემპიონობისთვის" - გვეუბნება "კრისტალ პალასის" მთავარი მწვრთნელი ალან პარდიუ.

"ვულოცავ "ჩელსის" კარგად დამსახურებულ ჩემპიონობას. ლიდერობდე თავიდანვე და დარჩე კიდეც პირველზე... ჩვენც გაგვიკეთებია ადრე და ეს ძალიან ძნელია, შთამბეჭდავია. თუმცა მათ იციან, რომ ჩვენ შემდეგ სეზონში უფრო ძლიერები დავბრუნდებით" - აღნიშნა ინლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" მეკარემ ჯო ჰარტმა და ვნახოთ, რანდენად აასრულებს ის დანაპირებს.

"დავა არ უნდა იმას, რომ "ჩელსიმ" ჩემპიონობა დაიმსახურა, ვულოცავ გუნდს ამ წარმატებას" - წერს "ლივერპულის" ხოსე ენრიკე.

"ლესტერის" მცველი დენი სიმპსონი: "ჩემი მილოცვა "ჩელსის". უნდა აღვნიშნო, რომ კლუბი მართლაც დამსახურებულად გახდა ჩემპიონი".

სტატისტიკა

"ჩელსი" ინგლისის ჩემპიონი მეხუთედ გახდა (1954/55, 2004/05, 2005/06, 2009/10, 2014/15), ხოლო უშუალოდ ჟოზე მოურინიოსთვის ეს "ლურჯებთან" ერთად მოპოვებული მე-3 პირველობაა.

ჩემპიონობების მხრივ, იგი არსენ ვენგერს გაუთანაბრდა. მათზე მეტი ჩემპიონობა მხოლოდ სერ ალექს ფერგიუსონს აქვს - 13. აქვე ვთქვათ ისიც, რომ ფრანსესკ ფაბრეგასს ამ სეზონში, ყველა ტურნირს თუ ჩავთვლით, უკვე 30 საგოლე პასი აქვს გაკეთებული, რაც ტოპ-5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია. უშუალოდ პრემიერლიგაში სესკს აქედან 17 საგოლე პასი აქვს გაკეთებული და 4 აკლია იმისთვის, რომ ერთ სეზონში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის ტიერი ანრისეული რეკორდი მოხსნას.

პატივცემული მოურინიო კი პრემიერლიგაში მოგებების საშუალო პროცენტული მაჩვენებლით საუკეთესოა. იგი ამ მხრივ თვით ფერგიუსონსაც კი უსწრებს. მესამეზე მანუელ პელეგრინია, მეოთხეზე - კარლო ანჩელოტი. პირადად მოურინიოს "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებთან ერთად სამჯერ პრემიერლიგა, ერთხელ ასოციაციის თასი, სამჯერ ლიგის თასი და ერთხელ სუპერთასი აქვს მოგებული.

"ჩელსი" კი, უშუალოდ პრემიერლიგის ტიტულების რაოდენობის მხრივ, მეორე ადგილზე გადავიდა. პირველზე "მანჩესტერ იუნაიტედია" 13 ჩემპიონობით, მერე "ჩელსი" მოდის 4-ით, 3 რჩება "არსენალს", 2 აქვს "მანჩესტერ სიტის" და 1 "ბლექბერნ როვერსს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
შეთანხმება შედგა - მამარდაშვილის "ლივერპულის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ასპილიკუეტას "ბარსელონაში" გადასვლა გადაწყვეტილია
უარი ვარსკვლავებზე - მოურინიოს თხოვნა პერესს
"არსად არ გავფრინდები, სანამ ახალგაზრდები ეკონომკლასში არ დაბრუნდებიან" - ტერიმ ვილაშ ბოაშზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
ასპილიკუეტამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი შეათანხმა
დიეგო კოშტა, დიდი ალბათობით, ლა ლიგაში დაბრუნდება
გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" დაემშვიდობება - "ქალაქელები" სამ კანდიდატურას განიხილავენ
ოფიციალურად: დიეგო კოშტა პრემიერლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
სესკი რჩება - ფაბრეგასისა და "კომოს" ისტორია გრძელდება
კვლავ თავის სტიქიაშია - დიეგო კოშტამ "გრემიოს" 20-წლამდელებშიც იჩხუბა [VIDEO]
"ჩემი თანაგუნდელი მესისა და რონალდოს დონეზე თამაშობდა" - ჯონ ტერი
"ეს გუნდი ჩემს თაობაში საუკეთესოა და ძალიან მიყვარს" - ტერიმ დაასახელა ყველაზე ძლიერი კლუბი, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია
სესარ ასპილიკუეტა: პორტუგალიასთან მატჩი მუნდიალის კარგი დასაწყისია
"ბენფიკას" მოურინიოს შესაძლო შემცვლელთა შორის ორი კანდიდატი ჰყავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
ასპილიკუეტა: საქართველო რთული მეტოქეა, კვარაცხელიას სიტუაციის შეცვლა შეუძლია
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"კვარაცხელიას თამაშის ბედის შეცვლა შეუძლია, საქართველოს კარგი ნაკრები ჰყავს და..." - რა თქვა ასპილიკუეტამ მომავალ თბილისურ დაპირისპირებაზე [VIDEO]
"გოლფში უფრო მეტი ტიტული მოვიგე, ვიდრე "არსენალმა" ბოლო 20 წელიწადში" - ტერიმ მორგანს უპასუხა
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა
"რატომ დავასრულე კარიერა 32 წლის ასაკში?" - აზარმა განმარტა
სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
ჟოზე დაბრუნდა - მოურინიომ “რეალთან” კონტრაქტი გააფორმა
[VIDEO] "ბაიერნმა" გერმანიის თასი მოიგო - ჰიონესს მოურინიოს სტუმრობა არ ესიამოვნა
ასპილიკუეტა "ატლეტიკოს" ფეხბურთელი გახდა
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"აი, ამიტომ ვთქვი უარი კარიერის გაგრძელებაზე" - ედენ აზარი
ზაფხულში ლუნინმა შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"ვაპირებ თუ არა მწვრთნელობას?" - რა თქვა აზარმა
მოურინიო "რეალში" ანარქიას ბოლოს მოუღებს - პერესის ეპოქა დასასრულს უახლოვდება?
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს