ნაგოიას ბაშოს მესამედი უკვე გაილია, ლიდერთა ცხრაკაციან ჯგუფში ქართველი კოკაიც არის.

ნაგოიას ბაშოს მესამედი უკვე გაილია, ლიდერთა ცხრაკაციან ჯგუფში (4 დაუმარცხებელი და 5 თითო მარცხით) ქართველი კოკაიც (ლევან ცაგურია) არის. კოკაის ძველებური გალაღება სასიამოვნო მოულოდნელობაა, რადგან ბოლო დროს ჩვენებურს ერთობ უჭირდა ელიტაში თავის შემაგრება, ახლაც "შავი ზღვა" მისთვის შეუფერებელ, მე-12 მაეგაშირას რანგს ატარებს. ევროპის პირველი ელიტელი სუმოისტი 4-1 ბალანსით იწონებს თავს. აი, სხვა ქართველები კი ვერ გვახარებენ...

22 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) პირველად ასპარეზობს კომუსუბის რანგით, მაგრამ თუ კარდინალურად არ გამოასწორა მდგომარეობა, აგვისტოში მას ისევ რიგით მაეგაშირად მოუწევს დაქვეითება. გუშინდელი მარცხის შემდეგ ტოჩინოშინს შემაშფოთებელი ბალანსი აქვს - 1-4. ქართველის მეტოქე ვეტერანი ოძეკი კაიო გახლდათ, რომელმაც კარიერაში 1004-ე (!) გამარჯვება იზეიმა. ნაგოიას ბაშოს დასრულებისას კაიო 38 წლისა გახდება, უკვე 5-6 წელიწადია მის სპორტიდან წასვლაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ჩემპიონს ახლაც კი არაფერი ეტყობა საამისო - გუშინ, მან 16 წლით უმცროსი ტოჩინოშინი უვატედაშინაგეს უზადო ილეთით წაგვიქცია. დღეს ლევანი ესტონელ ოძეკი ბარუტოს (3-2) გაეჯიბრება კარიერაში მეოთხედ, აქამდე ყველა ცდა ქართველის მარცხით დასრულდა.

კოკაის წინააღმდეგ დოჰიოზე მე-16 მაეგაშირა შოტენრო დადგა, ქართველმა ჰენკას (სასტარტო დაჯახების თავიდან არიდება) მიმართა და გაუმართლდა - მარჯვენა გვერდიდან მოექცა "ციურ მგელს" და ის რკალიდან განდევნა. დღეს მისი მეტოქე მე-9 მაეგაშირა შიმოტორი (2-3) იქნება. ურთიერთშეხვედრებში "შავი ზღვა" 6:5-ს იგებს.

202-კილოგრამიანი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ჰენკას დიდოსტატ კიმურაიამას

ინააღმდეგ დადგა. ნუთუ არავინ უთხრა გაგამარუს ამის შესახებ, ან თავად წინა დღის ბრძოლა არ ნახა კოკაის და კიმურაიამას შორის? ფაქტია, ელიტის ყველაზე მძიმე რიკიში დაბალი დგომიდან ბულდოზერივით გამოექანა და მთელი სიჩქარით "გაფრინდა" მაყურებელთა დარბაზში ისე რომ არავინ შეხებია, მოხერხებულმა კიმურაიამამ კი ზედიზედ მეორე ქართველი დაგვიმარცხა. გაგამარუს 2-3 ბალანსი აქვს, საგანგაშო არაფერია - ის ჯერ ადაპტაციას გადის ელიტაში. მაკუუჩის დივიზიონში კარიერის მე-6 ორთაბრძოლას გაგამარუ ტამაასუკას წინააღმდეგ გამართავს, რომელთან ერთადაც გადმოვიდა ძურიოს დივიზიონიდან, თანაც მაისის ბაშოზე დაამარცხა იაპონელი.

ნაგოიას ბაშოზე ოთხი დაუმარცხებელი რიკიშია. გამარჯვების (ვერ ვიტყვით იმპერატორის თასის პრეტენდენტიო, რადგან ცნობილი სკანდალის გამო ბაშოზე გამარჯვებულს თასს არ გადასცემენ) უმთავრესი ფავორიტი მონღოლი ჰაკუჰოა, რომელსაც აგერ უკვე 37 შეხვედრაა არ წაუგია. გუშინ დიდმა ჩემპიონმა ცაციათი ჩვენებური მოგვერდი შეასრულა და ისე დაამარცხა "მატადორი" ამინიშიკი, რომელსაც აქამდე სამჯერ მოუგია ჰაკუჰოსთვის.

ივლისის ბაშო. 11-25 ივლისი. ნაგოია (იაპონია)

V დღე: ჰაკუჰო-ამინიშიკი (უვატენაგე), ბარუტო-კიოკუტენჰო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ასასეკირიუ (იორიკირი), კოტოოშუ-ტოჩიოძანი (იორიკირი), კაიო-ტოჩინოშინი (უვატედაშინაგე), კისენოსატო-კოტოშოგიკუ (ჰატაკიკომი), ჰაკუბა-არანი (იორიკირი), ტოკიტენკუ-იოშიკაძე (ჰატაკიკომი), კიტატაიკი-შიმოტორი (იორიკირი), კაკურიუ-კაკიძოე (ცუკიდაში), ტაკეკაძე-ვაკანოსატო (ოშიდაში), ტოკუსეგავა-ტაკამისაკარი (იორიკირი), მოკონამი-ტამავაში (ოშიტაოში), ბუშუიამა-ტოსაიუტაკა (ოშიდაში), კიმურაიამა-გაგამარუ (ჰიკიოტოში), კოკაი-შოტენრო (ოკურიდაში), ჰომაშო-ჰოკუტორიკი (ცუკიოტოში), ტამაასუკა-კოტოკასუგა (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა

5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოოშუ (ოძეკი), კაკურიუ (მაეგაშირა 6), ჰომაშო (მ 13).

4-1: კაიო (ოძეკი), კისენოსატო (სეკივაკე), ტოკიტენკუ (მ 3), მოკონამი (მ 10), კოკაი (მ 12)... 2:3 გაგამარუ (მ 12)... 1:4: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

VI დღე

ქართველთა მეტოქეები: ტოჩინოშინი-ბარუტო, კოკაი-შიმოტორი, გაგამარუ-ტამაასუკა.

ფოტოზე: ასე წააგო ტოჩინოშინმა კაიოსთან

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს