"ატლანტა" მოულოდნელად დამარცხდა
რეგულარულში წარმატებული თამაშის შემდეგ "ატლანტა" ვერაფრით ახერხებს პლეი ოფში სტაბილურობის მიღწევას. "ჰოქსის" სერია "ბრუკლინთან", მოულოდნელად, ექვს მატჩამდე გაიწელა, ახლა კი მაიკ ბუდენჰოლცერის შეგირდებმა "ვაშინგტონთან" სერიის პირველივე მატჩში დაკარგეს საკუთარი მოედნის უპირატესობა.

თუმცა პირველი მეოთხედი აღმოსავლეთის ჩემპიონმა შესანიშნავად ჩაატარა. "უიზარდსი" დაცვაში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, ხშირად კარგავდა ბურთს და ამის გამო ისჯებოდა. კარგად იყენებდა მეტოქის შეცდომებს პირველ რაუნდში "ატლანტას" ყველაზე შედეგიანი მოთამაშე დემარ კეროლი, რომელმაც პირველ 12 წუთში 13 ქულა დააგროვა, პირველ ტაიმში კი - 21 ქულა და დიდი შესვენებისთვის მასპინძლების უპირატესობა 10 ქულას უდრიდა.

ყველაფერი მესამე მეოთხედში შეიცვალა. "ჰოქსმა" ვერ შეინარჩუნა გიჟური ტემპი, ხოლო მშვიდ თამაშში "ვაშინგტონი" გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. სხვაობა თანდათან მცირდებოდა და ბუდენჰოლცერის შეგირდებმა ისევ სცადეს ტემპის მომატება, მაგრამ ამან ცუდი შედეგი მოიტანა - ნაჩქარევი ტყორცნები არაზუსტი იყო. რა თქმა უნდა, ეს "უიზარდსის" დაცვის დამსახურებაა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მასპინძლებმა მატჩის მეორე ტაიმში მხოლოდ ტყორცნების 25 პროცენტი ჩააგდეს და 35 ქულა დააგროვეს (პირველ მეოთხედში 37 ქულა აიღეს), რაც ამ სეზონში გუნდის ყველაზე ცუდი ტაიმი იყო.

"ჰოქსის" წარუმატებლობის კულმინაცია იყო ორი წუთით ადრე ერთ შეტევაში აცილებული ექვსი (!) ტყორცნა. მასპინძლებმა ვერ შეძლეს ოთხქულიანი ჩამორჩენის გაბათილება. მოგვიანებით, მილსეპმა ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ მასპინძლებმა იქვე გაუშვეს ორი ლეი-აპი პორტერისგან და გორტატისგან და სტუმრების უპირატესობამ ისევ ექვს ქულას მიაღწია.

ატლანტა-ვაშინგტონი 98:104

37:26, 26:27, 20:28, 15:23

ა: კეროლი (24), ჰორფორდი (17+17 მოხსნა+7 პასი), მილსეპი (15+12 მოხსნა+8 პასი), კორვერი (13+5 მოხსნა), ტიგი (11+7 პასი).

ვ: ბილი (28+7 მოხსნა), პირსი (19), უოლი (18+13 პასი+7 მოხსნა+3 დაფარება), გორტატი (12+12 მოხსნა), გუდენი (12+5 მოხსნა), პორტერი (10+11 მოხსნა).

სერია: 0-1.

სერიის პირველ მატჩში "მემფისმა" ვერ შეძლო რეგულარულის ჩემპიონისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა და ორივე ნახევარზე წააგო ბრძოლა "მეომრებთან". მატჩის წინ, მოთელვაზე მაიკ კონლი სპეციალური ნიღბით გავიდა მოედანზე, მაგრამ ის ჯერ მზად არ არის სერიოზული დატვირთვებისთვის. ამიტომაც მისი ადგილი სასტარტოში ნიკ კალატესმა დაიკავა.

ბერძენი კარგად იჭერდა სტეფ კარის, მაგრამ ამას "გოლდენ სტეიტისთვის" პრობლემა არ შეუქმნია შეტევაში. გრინმა პირველ მეოთხედში სამი სამქულიანი ჩააგდო, ქულების დარჩენილი ნაწილი კი "მეომრებმა" სამწამიანიდან დააგროვეს, როცა არ შეიმჩნიეს ზაკ რენდოლფისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგობა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა 62-პროცენტიანი სიზუსტით ისროლეს თამაშიდან, სამქულიანების 50 პროცენტი ჩააგდეს და მაქსიმალური უპირატესობა 16 ქულას აღწევდა.

მესამე მეოთხედში კერის შეგირდებმა შეტევაში მოუკლეს თამაშს, სამაგიეროდ, დაცვა გააძლიერეს და 12 წუთში ხუთი შეცდომა დააშვებინეს მეტოქეს. იგივე თამაში გაგრძელდა მეოთხე 12-წუთეულში. სტუმრების მწვრთნელმა, 18-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, თითქმის ბოლომდე დატოვა მოედანზე თავისი ლიდერები და სირენამდე მხოლოდ 35 წამით ადრე შეუშვა რეზერვისტები.

გ. სტეიტი-მემფისი 101:86

32:25, 29:27, 22:14, 18:20

გ-ს: კარი (22+7 პასი+4 ჩაჭრა), ტომპსონი (18+6 პასი), გრინი (16), ბარნსი (11), სპეიტსი (10+5 მოხსნა).

მ: მ. გასოლი (21+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), რენდოლფი (20+9 მოხსნა+5 პასი), ალენი (15+3 ჩაჭრა).

სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს