კახა კაჭარავა: "გასასინჯ ფეხბურთელებზე ერთი თამაშით დასკვნის გამოტანა არასწორია"
თბილისის "დინამომ" გუშინ მოსამზადებელ ეტაპზე პირველი საკონტროლო შეხვედრა რეგიონული ლიგის სტუ-სთან გამართა.

"დინამო" 3:1 სტუ

გოლები: 1:0 კახელიშვილი (12, შ. კაშიას პასით), 2:0 ბრაიტი (21, კოშკაძის პასით), 2:1 ქუცურუა (23, პენალტით), 3:1 ოდონელი (88, თექთურმანიძის პასით).

"დინამო": ზარქუა - ციმაკურიძე, კვარაცხელია, ოდონელი, ფოფხაძე - კვეკვესკირი, კოშკაძე - შ. კაშია, დერასი, კახელიშვილი, - ბრაიტი.

შეცვლაზე: კაკუბავა, თომაშვილი, ლექვთაძე, ფირცხალავა, ედნილსონი, თექთურმანიძე, ტოდოროვი, ტატანაშვილი.

"დინამომ" ორჯერადი ვარჯიშების ფონზე ითამაშა; გუნდის ტაქტიკური განლაგება არ შეცვლილა (4-2-3-1) და საინტერესო ის უფრო იყო, კლუბის მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა ახალწვეულებს რა პოზიციაზე დააყენებდა. შეხვედრა სწორედ მათზე დაკვირვებას ისახავდა მიზანად და ამით იყო გამოწვეული, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებმა უმთავრესად შეცვლაზე რომ ითამაშეს.

გიორგი ციმაკურიძე დაცვის მარჯვენა ფლანგზე იდგა, დანიელ ოდონელი - ცენტრში, გიორგი ფოფხაძე კი - მარცხენა ფლანგზე.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ნიკა კვეკვესკირი საყრდენად ალეკო კოშკაძეს შეუწყვილდა, შოთა კაშია მისთვის ჩვეული მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, ალჟირელ ფრანგს, სემი დერასს გამთამაშებლობა დაეკისრა, ახალი ზელანდიის ნაკრებში ნათამაშევ კრის ბრაიტს კი - ცენტრალური თავდამსხმელობა. მეორე ტაიმში იტალიაში გაზრდილმა ბულგარელმა ანდრეა ტოდოროვმა ფლეიმეიკერის ამპლუაში დერასი შეცვალა, ასევე შეცვლაზე შესული დიმიტრი ტატანაშვილი კი, ცხადია, თავდასხმაში მოსინჯეს.

თბილისის "დინამომ" ანგარიში მალე გახსნა: კაშიამ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში გიორგი კახელიშვილი შენიშნა, რომლის თავური დარტყმაც ზუსტი გამოდგა.

გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი უცხოელებმა ითამაშეს: 21-ე წუთზე ახალზელანდიელმა ბრაიტმა კუთხურიდან კოშკაძის ჩაწოდებული ბურთი კარში თავით გააგზავნა და "დინამო" ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა.

მესამე გოლი კი ინგლისელმა დანიელ ოდონელიმ გაიტანა. თავი მანაც თავური დარტყმით გამოიჩინა, რაც ინგლისელი მცველისგან არც უნდა გაგვიკვირდეს. ეს გოლიც კუთხურის გათამაშების შედეგად გავიდა, ამ შემთხვევაში "სტანდარტული" გიორგი თექთურმანიძემ შეასრულა.

"დინამოს" მთავარმა მწვვრთნელმა კახა კაჭარავამ კომენტარი ახალწვეულებზე გააკეთა:"საერთოდ, ერთი მატჩით გასასინჯ ფეხბურთელებზე დასკვნის გამოტანა არასწორია. ანთალიაში გამგზავრებამდე კიდევ სამი საკონტროლო შეხვედრა დავგეგმეთ და უკვე აქ მყოფთა გარდა, იმ უცხოელებსაც დავაკვირდებით, ამ დღეებში "დინამოში" სინჯებზე რომ ჩამოვლენ.

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა