როლან გაროსის დანაკლისები
მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა კომენტარი გაუკეთა მოსალოდნელ ფაქტს, რომ, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში გავარდეს ATP-ის კლასიფიკაციის ტოპ-ხუთეულიდან.

"ნახევარი წელია ქულები არ ამიღია და წლიურ რეიტინგში ძალიან რთულია მწვერვალზე დარჩენა. დღევანდელი სარეიტინგო სისტემა ძალიან არ მომწონს", - განაცხადა ესპანელმა.

ნადალს ადრეც უთქვამს, რომ საჭიროა არსებობდეს კლასიფიკაცია, რომელშიც გათვალისწინებული იქნება არა ბოლო 12, არამედ 24 თვის შედეგები.

გარდა ამისა, რაფაელმა უპასუხა შეკითხვას - საჭიროა თუ არა "მასტერსის" სერიის ტურნირებზე ხუთსეტიანი ფინალების დაბრუნება.

"ჩემი აზრით, ეს არ ჩაჯდება საერთო ტენდენციაში. საჩოგბურთო ხელმძღვანელობას ტემპი და სისწრაფე უყვარს. მათ სურთ, შეამცირონ მატჩების ხანგრძლივობა, ხელი შეუწყონ ისეთი კორტების დამკვიდრებას, რომლებზეც არა ფიქრი, არამედ ბურთის ძლიერად დარტყმაა საჭირო. ასე რომ, არ მგონია, "მასტერსებზე" დაბრუნდეს ხუთსეტიანი ფინალების ფორმატი. ეს კარგი დრო იყო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, ის წარსულს ჩაბარდა".

როლან გაროსის დანაკლისები

ცნობილი გახდა ორი ჩოგბურთელის ვინაობა, რომლებიც ვერ შეძლებენ "დიდი სლემის" რიგით მეორე ტურნირზე - როლან გაროსზე თამაშს. ერთ-ერთი გახლავთ ATP-ის რეტინგის 108-ე ნომერი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ლეიტონ ჰიუიტი. ავსტრალიელმა ეს ნაბიჯი შეგნებულად გადადგა - მას სურს, უკეთ მოემზადოს უიმბლდონისთვის და დევისის თასზე ყაზახეთთან მატჩისთვის. წლევანდელ სეზონში 34 წლის ჰიუიტმა მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა ერთეულთა თანრიგში.

კიდევ ერთხელ გადადო WTA-ს ტურში დაბრუნება ბრიტანელმა ლორა რობსონმა. გასულ წელს ჩოგბურთელმა მაჯის ოპერაცია გადაიტანა და ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ არ გასულა კორტზე. ის ტურში დაბრუნებას სწორედ როლან გაროსზე გეგმავდა, მაგრამ გადაიფიქრა პარიზში ჩასვლა.

სავარაუდოდ, რობსონის დაბრუნება ბალახის ტურნირების სერიისას შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
ნოვაკ ჯოკოვიჩი და "პეჟო" დაძმობილდნენ
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
დები უილიამსების დუბლი არ შედგა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ავსტრალიის ღია პირველობა. IV დღე: აზარენკა უკვე კარგია
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ავსტრალიის ღია პირველობა: ციფრები ტურნირის გახსნის წინ
აშშ-ის ღია პირველობა: ძალიან დამაჯერებელი ნოვაკ ჯოკოვიჩი
ავსტრალიის ღია პირველობა: ჰიუიტი ფერერმა გააცილა
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის