ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. I მატჩის წინ
მეტი ინტრიგა რაღა გვინდა - გრანდების ომში ხოსეპ გვარდიოლა მშობლიურ "კამპ ნოუს" მტრის სტატუსით სტუმრობს. თუკი "ბარსას" რომელიმე გუნდის უნდა ეშინოდეს, პირველ რიგში, ეს გუნდი "ბაიერნია". თუ რატომ, ქვემოთ თავად დარწმუნდებით...

პეპ გვარდიოლა, საერთო ჯამში (აკადემიის ჩათვლით), 23 წელიწადი მწვრთნელობდა და ფეხბურთელობდა "ბარსელონაში". და აი, ათეისტი და კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე გვარდიოლა მშობლიურ სტადიონზე მეტოქედ ჩადის. მისი ამოცანაა, "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან დაიფრინოს, ბერლინის ფინალის საგზური კი მის ახალ გუნდს, მიუნხენის "ბაიერნს" მოუპოვოს.

"ბარსელონას" კი ორი წლის წინანდელი წყენისთვის შურისძიება სწყურია "ბაიერნზე". მაშინ იუპ ჰაინკესის მიერ დამოძღვრილმა გერმანულმა მანქანამ გადაურბინა "ბარსას" და ორი მატჩის ჯამში 7:0 შეარცხვინა.

ნახევარფინალში ორივე კლუბმა ტრიუმფით შემოაღწია - "ბარსამ" ქვა-ქვაზე არ დატოვა "პარი სენ-ჟერმენისგან", რომელსაც ორი მატჩის ჯამში 5:1 აჯობა, ხოლო პეპის "ბაიერნმა" "პორტუს" მწარედ ანანა 1:3 მარცხი პორტუგალიაში - "ალიანს არენაზე" 6:1 გაანადგურა.

ჰაინკესის ტრიუმფი

"კამპ ნოუზე" "ბაიერნმა" ოთხჯერ ითამაშა და... სამჯერ იმარჯვა! მათ შორის, აღსანიშნავია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი 2012/13 წლების სეზონში - 3:0. ჰაინკესის გუნდს პირველ თამაშში უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა, "ბაიერნმა" 4:0 მოიგო, მაგრამ კატალონიელთათვის მაინც მძიმედ ასატანი იყო შინ გამანადგურებელი მარცხი.

ამიტომაც ახლა ესპანეთის ამ კუთხეში ყველა რევანშზე ლაპარაკობს. გერმანიაში თომას მიულერმა ბენეფისი მოიწყო, დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი მარიო გომესმა და არიენ რობენმა გაიტანეს.

რობენმა და მიულერმა ბარსელონაშიც გაიტანეს, ერთიც ჟერარდ პიკემ (ავტოგოლი) დაამატა. მაშინ ჰაინკესის ვიზავი დროებითი თავკაცი ჟორდი როურა იყო, ახლა კი ერთმანეთის პირისპირ ღირსეული მეტოქეები დგანან - პეპ გვარდიოლას ლუის ენრიკე დაუხვდება.

რეჰაგელის ტრიუმფი

ამ ორი კლუბის გზები კიდევ ერთხელ გადაიყარა ნახევარფინალურ ეტაპზე, ეს უფრო ადრე, უეფას თასზე (1996 წელს) იყო. მაშინ ორი მატჩის ჯამში "ბაიერნმა" 4:3 იმარჯვა. ოტო რეჰაგელის გუნდმა გერმანიაში 2:2 ითამაშა მიუნხენის "ოლიმპიაშტადიონზე". ბარსელონაში "ბაიერნმა" 2:1 იმარჯვა. მაშინდელ "ბარსაში" პეპი თამაშობდა, ასევე, კარლოს ბუსკეტსი, სერხიო ბუსკეტსის მამა.

გვარდიოლას ტრიუმფი

ორმატჩიან დაპირისპირებებში "ბარსელონამ" მხოლოდ ერთხელ აჯობა "ბაიერნს" და მაშინ "ბარსას" მწვრთნელი სწორედ გვარდიოლა იყო. 2008/09 წლების სეზონში გუნდები ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ. ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა, "ბარსამ" 4:0 მოიგო, საპასუხო მატჩი კი 1:1 დასრულდა.

კიდევ ერთი დაპირისპირება გავიხსენოთ - 1998/99 წლების სეზონში, გუნდები ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარნენ ერთმანეთს. ლუის ენრიკე თამაშობდა იმ გუნდში, რომელიც მიუნხენში 0:1 დამარცხდა. "კამპ ნოუზეც" "ბაიერნმა" იძალა, მიუხედავად იმისა, რომ აგებდა - 2:1.

ვინ როგორ ფორმაშია

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის (თასის) ოთხგზის გამარჯვებულია, კატალონიური გრანდი ფინალში გასვლას მერვედ აპირებს. "ბარსამ" ლიგის ახლანდელ სეზონში ხუთივე თამაში მოიგო "კამპ ნოუზე", მათ შორის, მეოთხედფინალური დაპირისპირება "პარი სენ-ჟერმენთან" - 2:0. ლიგაზე შინ "ბლაუგრანა" ბოლოს 2013 წლის 1-ელ მაისს დამარცხდა, რა თქმა უნდა, "ბაიერნთან". ჩემპიონთა ლიგის ბოლო 32 საშინაო მატჩში ეს "ბარსას" ერთადერთი მარცხია, 25 მოგებისა და 6 ფრის წილ.

"ბლაუგრანას" დაპირისპირებები ბუნდესლიგის კლუბებთან სტატისტიკაში ასეა ასახული: 19 მოგება, 1 ფრე, 7 წაგება.

ჩემპიონთა ლიგის 5-გზის გამარჯვებული "ბაიერნი" ფინალში მე-11 გასვლას ეშურება. შარშან ამავე ეტაპზე მიუნხენური კლუბი მადრიდის "რეალთან" შერცხვა, ორი მატჩის ჯამში - 0:5. "ბაიერნი" ცოტა მოიკოჭლებს ბოლო დროს ლიგაზე საგარეო მატჩებში - გვარდიოლას გუნდმა 1 ფრედ დაასრულა და 2 წააგო. ბოლოს "ბაიერნმა" სტუმრად "რომასთან" დაპირისპირებაში იმარჯვა, მაგრამ გამარჯვებაც არის და გამარჯებაც - "რეკორდმაისტერმა" 7:1 მოიგო.

მწვრთნელები და ფეხბურთელები

* გვარდიოლამ მწვრთნელობის 4 ოქროს წელიწადი გაატარა "ბარსელონაში". მან გუნდს 14 ტიტული მოუტანა, მათ შორის, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

* როგორც "ბარსას" ფეხბურთელმა, გვარდიოლამ 6-ჯერ მოიგო ლა ლიგა, ხოლო 1992 წელს ჩემპიონთა თასი მოიპოვა.

* ტიაგო ალკანტარა "ბაიერნის" ფეხბურთელია, მისი უმცროსი ძმა რაფაელი კი - "ბარსელონასი".

ლუის ენრიკე: სიურპრიზები პეპისგან

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ეს დიდი დაპირისპირებაა დიდი გუნდის წინააღმდეგ. პოზიტიურად ვართ განწყობილნი. პეპს კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, მისგან ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდოთ, რომლებიც საქმეს გაგვირთულებენ. მთელი სეზონი ასე ვართ, ჩვენს პრობლემებს მეტოქეთა სიურპრიზები ემატებოდა და ჩვენ მათი გადალახვა გვიწევდა.

ჩემი აზრით, "ბაიერნმა", რაც ის გვარდიოლამ ჩაიბარა, ოდნავ საფეხბურთო სტილი იცვალა. მან ყველა პოზიტივი დატოვა წარსულიდან და დაამატა თავისი. რად უნდა ლაპარაკი, "ბაიერნი" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ჩვენ არ ვართ კონცენტრირებულნი პეპის დამარცხებაზე, ჩვენი მისიაა "ბაიერნის" დამარცხება. ძალიან მიყვარს სიტყვა ჰეთ-თრიკი, თუმცა კარგად მესმის, რომ სეზონის ბოლოს სამის ნაცვლად შეიძლება უტიტულოდაც დავრჩეთ.

დაცვა და შეტევა - ორივე ძალზე მნიშვნელოვანი იქნება. უნდა გავიტანოთ და არ უნდა გავუშვათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სრულყოფილი გუნდი უნდა ვიყოთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ორივე სამუშაო, დაცვაც და შეტევაც, კარგად უნდა შევასრულოთ. ფანების იმედიც გვაქვს, მათ გარეშე "ბაიერნის" დამარცხება გაგვიჭირდება.

არა მგონია, პეპმა არ იცოდეს, რას ვაპირებთ თამაშზე. ორივე გუნდი ბურთისთვის იბრძოლებს და თამაშში გამოჩნდება, ვინ აჯობებს. ეს უნდა იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე თვალსასეირო დაპირისპირება".

პეპ გვარდიოლა: წავართვათ "ბარსას" ბურთი

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "დიდებულია აქ დაბრუნება. ბარსელონაში მე ძალიან ბევრი მოგონება დამრჩა. განსაკუთრებული დღეებია ჩემთვის, რადგან "ბარსელონაში" ბევრი წელიწადი გავატარე. მიხარია, რომ აქ ვარ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და მიმაჩნია, რომ ჩემს გუნდს ბერლინში გამგზავრების კარგი შანსი აქვს.

ოთხი სეზონი ვწვრთნიდი "ბარსას" და მეს მერე პირველად ვარ. კარგად ვიცოდი, რომ აქედან წასვლის შემთხვევაში, "კამპ ნოუზე" მეტოქედ დაბრუნების შანსი დიდი იყო, მაგრამ ეს არის ჩვენი პროფესია. ჩემი მიზანია, "ბაიერნმა" აქაც და მიუნხენშიც კარგად ითამაშოს.

"ბარსელონას" კარგად ვიცნობ და ვიცი, რა ძნელია, მათ რიგებში სისუსტეების მოძებნა. ფეხბურთელები დიდი ხანია, ერთად არიან, ისინი ერთმანეთს მოედანზე თვალდახუჭულნი უგებენ.

ჯერჯერობით, არავის უჯობნია "ბარსასთვის" ბურთის ფლობაში. ეს გუნდი სწორედ ბურთის ფლობისთვისაა შექმნილი. ყველაზე რთული სწორედ მისთვის ბურთის წართმევა იქნება.

ჩემი აზრით, "ბარსასთვის" უფრო დიდი უპირატესობაა, ამ კლუბში ყველამ ყველაფერი იცის შენზე, მე კი "ბარსაზე" ბევრის ცოდნას ბევრ ვერაფერში გამოვიყენებ".

6 მაისი. ბარსელონა (ესპანეთი). "კამპ ნოუ". 22:45

ბარსელონა-ბაიერნი

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მატიო, ვერმალენი (?) - ალაბა, რობენი, ბადშტუბერი, შტარკე, ბერნატი (?), რიბერი, ლევანდოვსკი (?), როდე

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, სუარესი, ნეიმარი

ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ბენატია, ბერნატი - ლამი, ჩაბი ალონსო, ტ. ალკანტარა - მიულერი, ლევანდოვსკი, გიოტცე

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fredo
ცოტა გამართლებას რა უთხარი ტორე პირველ ტაიმში დამთავრდებოდა ყელაფერი მაგრამ რაც მოხდა და როგორც მოხდა უფრო უკეთესი გამოდგა მაყურებლისთვის! ბარსსსა!
mister
დაპეპლა თუ არა მესიმ გვარდიოლა თავის ტრავმირებულ ჯანიანებთან ყველა ერთად:-)
mister
3 წუთში დაამთავრა თამაში გენიოსმა.
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: მესი? ლევანდოვსკი? მბაპე!
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
AD-10-S: ლეოს დასასრული არგენტინაში
ისტორიული ფაქტი - ტევესის დამსახურებით, მესის და რონალდოს ერთ გუნდში ვნახავთ
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
"ენრიკე, რომ არა, დღეს სრულიად სხვა მეკარე ვიქნებოდი" - საფონოვი პსჟ-ის მწვრთნელს ემადლიერება
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
"სამარცხვინოა - ერთი წადი და "ოსერის" მწვრთნელად იმუშავე" - რიოლო ლუის ენრიკესაც მისდგა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ფეიენოორდი", "შტუტგარტმა" კი "ვიკინგი" დაამარცხა
ენრიკემ "სლოვანთან" მატჩის შემდეგ კვარაცხელიასა და სხვა ლიდერების სათადარიგოთა შორის დატოვების მიზეზი ახსნა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"ბედნიერი ვიქნები, თუ "ოქროს ბურთს" ის მოიგებს" - ლაპორტამ ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
მიიღებს თუ არა "კვარა" "ოქროს ბურთს" და მისი უთამაშებლობა სისტემატურ ხასიათს - ესპანელმა კომენტარი გააკეთა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
მიულერი შესაძლოა, თურქულ კლუბს შეუერთდეს
კონფედერაციათა თასი 2017: ისინი არ წავლენ რუსეთში...
"მოვიწყენთ და მოგვენატრება" - მოურინიომ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე გააკეთა კომენტარი
"როდესაც მეუღლე გარდამეცვალა, მესის ამ ქმედებამ გამაოცა" - ცნობილი არგენტინელი ჟურნალისტი
"ძალიან რთულია მოიგო, როცა 10 ფეხბურთელით 14-ის წინააღმდეგ თამაშობ"
"ოქროს ბურთის" ნომინანტებში ის შეიყვანეს და ჩემი ქმარი არა" - ნატალია France Football-ის გადაწყვეტილებით გაოგნებულია
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება? ასეთები აქ, მადრიდში, ხშირად ხდება" - თომას მიულერი
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: ევროპის ლიგების ტოპ-გოლეადორი
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!