როგორ შევიყვარე "ოლდ ტრაფორდი"
სამი სეზონის განმავლობაში "ნოტინგემში" 154 მატჩი ჩავატარე და ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშისას 33 გოლი გავიტანე. კლუბისთვის ჩემი ღირებულება 47 ათასი ფუნტი იყო.

მას ერთბაშად სამი მილიონი სუფთა მოგება რჩებოდა. იყვნენ თუ არა ხელმძღვანელები ამით კმაყოფილნი? არა. მათ სამყაროში მოთამაშე იყო ადამიანური რესურსი, რომლის ყიდვა-გაყიდვა შეიძლებოდა, თითქოს საქონლები ვიყავით.

საკუთარ თავზე ფიქრი ან კარიერის შესახებ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება დანაშაულად ითვლებოდა. კლარკისგან წაქეზებული გაზეთები უკვე "მეამბოხეს" მიწოდებდნენ. მწვრთნელებისთვის, მენეჯერებისა და ჟურნალისტებისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო საკუთარი კარიერის თავად განსაზღვრა. ფეხბურთელებს კი უნდა გაეკეთებინათ ის, რაც სხვებისთვის იყო მისაღები. თუ საკუთარ ინტერესებს იცავ, შენი "თამაში" აღმაშფოთებელი ხდება.

წინასასეზონო მზადების მეორე კვირას "ფორესტს" ნერვებმა უმტყუნა. კლუბმა მიიღო "მანჩესტერ იუნაიტედის" წინადადება - 3.75 მილიონი ფუნტი. ახლა წინ მქონდა მოლაპარაკებები "იუნაიტედთან" პირად კონტრაქტზე. მისი წინადადება - 250 ათასი ფუნტი წელიწადში 150 ათასით ნაკლები იყო "ბლექბერნის" შემოთავაზებაზე. ასოციაციის წარმომადგენელმა ბრენდენ ბეტსონმა უფრო მეტი თანხა ვერ გამოგლიჯა "იუნაიტედს". მივიჩნიე, რომ თანხაში სხვაობა დიდი იყო. გამახსენდა საუბარი დევიდ ო'ლირისთან და მის აგენტს, მაიკლ კენედის დავურეკე.

მაიკლი მანჩესტერში ჩამოფრინდა მარტინ ედვარდსთან მოსალაპარაკებლად და აიძულა "მანჩესტერ იუნაიტედი", ჩემთვის წელიწადში 350 ათასი ფუნტი გადაეხადა.

შევიყვარე "ოლდ ტრაფორდი" იმ მომენტიდან, როგორც კი მის გაზონზე დავდგი ფეხი.

IV თავი

ჩემი სატრანსფერო ღირებულება პრესაში უამრავი სტატიის საბაბი გახდა. დღეს 3.75 მილიონი ფუნტი - გროშებია, 1993 წელს კი ეს უდიდესი თანხა იყო. პრემიერლიგის ჩემპიონ "მანჩესტერ იუნაიტედისთვისაც" კი.

ვაცნობიერებდი, რომ ბრიტანეთის ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელი გავხდი, მაგრამ ამის გამო თავბრუ არ დამხვევია. დარწმუნებული ვიყავი, რომ მხოლოდ მოვუმატებდი თამაშს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით.

კონტრაქტის გაფორმებიდან ერთი დღის შემდეგ ათდღიანი ტურნე გველოდა სამხრეთ აფრიკაში. ალექს ფერგიუსონს შინ დარჩენა შევთავაზე, რათა ფიზიკურ მომზადებაზე მემუშავა, მაგრამ მან ჩემი გუნდთან ერთად გამგზავრება ამჯობინა. "ნოტინგემის" რეზერვისტებთან ნავარჯიშები ვგრძნობდი, რომ ბოლომდე კარგად არ ვიმუშავე.

"არ ინერვიულო, - დამარწმუნა ფერგიუსონმა. - ვარჯიშები და მატჩები საჭირო ტონუსს მოგიტანს, მგზავრობა კი საშუალებას მოგცემს, უფრო ახლოს გაიცნო თანაგუნდელები".

მანჩესტერის აეროპორტამდე მგზავრობისას თვალი მოვავლე ავტობუსს და გაოცებული დავრჩი "იუნაიტედის" ფეხბურთელების დამაჯერებლობით. აქ ნამდვილი მამაკაცების გუნდი იყო: ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა, სტივ ბრიუსი, გარი პალისტერი, პოლ ინსი, პეტერ შმეიხელი, ბრაიან მაკლირი, დენის ირვინი და მარკ ჰიუზი.

ყველას ქარიზმა და საქმისადმი პროფესიული მიდგომა ეტყობოდა. ძლიერი პიროვნებები, რომლებიც საკუთარ თავში დარწმუნებულნი იყვნენ. მათ შორის თავს პატარა ბიჭად ვგრძნობდი. ასეც იყო - 22 წლამდე ორი კვირა მრჩებოდა. არ მავიწყდებოდა, რომ პირველი ამოცანა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა იყო.

ასევე გამაოცა მუდმივმა აჟიოტაჟმა ყველგან, სადაც კი "იუნაიტედი" ჩნდებოდა. დილით აეროპორტში მგზავრობისას მივხვდი - რას ნიშნავს, იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი. სამუშაო დღეებში "ოლდ ტრაფორდის" ტერიტორია ხალხით იყო სავსე - ადამიანები უახლოეს მატჩზე დასასწრებად ბილეთების რიგში დგებოდნენ. სუვენირების მაღაზიაშიც უამრავი ხალხი იკრიბებოდა. ტურისტები უდიდესი სტადიონის ფონზე ფოტოებს იღებდნენ.

გულშემატკივრები პლანეტის ყველა კუთხიდან მოდიოდნენ აქ. ზოგიერთი მათგანი, უბრალოდ, იდგა სტადიონთან და მიუნხენის ტრაგედიის სიმბოლოს - მემორიალურ საათს შესცქეროდა. მეც ყველა მხარეს ვაცეცებდი თვალებს. ეს დიადი ადგილი იყო. საათი გვახსენებდა მიუნხენის ავიაკატასტროფას, რომელშიც მეტ ბასბის ლეგენდარული გუნდის რვა ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიღუპა. ძალიან მალე მივხვდი, რომ ყველაზე დიადი ფეხბურთელი და დიდი პროფესიონალი კლუბის ისტორიის მიმართ გულგრილი ვერ დარჩებოდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი მუდმივად გრძნობს პასუხისმგებლობას, რომელსაც კლუბის ტრადიცია აკისრებს.

მანჩესტერის აეროპორტში ხალხი შეიკრიბა, რომელიც ჩვენს თვითმფრინავში ჩასხდომას ადევნებდა თვალს. იოჰანესბურგში ჩავედით, სადაც რამდენიმე ასეული გულშემატკივარი და ორი ტელევიზიის გუნდი დაგვხვდა. ჩვენს სასტუმროში ჰაერი აჟიოტაჟით იყო გაჟღენთილი, მომსახურე პერსონალი კი საქმეს თავს ანებებდა, რათა "იუნაიტედის" სახელგანთქმული ფეხბურთელები ცოცხლად ეხილა. ამგვარ ატმოსფეროში მოხვედრილს თავი კინოში მეგონა. შუქი, მოქმედება, ვარსკვლავები. და, რა თქმა უნდა, უკანა ფონზე ხალხი. მე ვთამაშობდი ჩუმი პერსონაჟის როლს და მასში სრულად ვიყავი ჩაფლული. "მანჩესტერ იუნაიტედი", რა თქმა უნდა, უფრო მეტი იყო, ვიდრე საფეხბურთო კლუბი.

იმის გამო, რომ დენის ირვინს ირლანდიის ნაკრების მატჩებიდან ვიცნობდი, მასთან ერთად ერთ ნომერში დავსახლდი. ისიც კორკიდან იყო, ოღონდ ქალაქის სხვა რაიონიდან. არც ერთს არ გვიყვარდა ბევრი ლაპარაკი და შესანიშნავად შევეწყვეთ ერთმანეთს.

ასეთი ინტენსიური ვარჯიშები აქამდე არასოდეს მქონია. მეცადინეობებს ბრაიან კიდი ატარებდა. ის ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო, რომელმაც 1968 წელს გუნდთან ერთად ჩემპიონთა თასი მოიგო. მოთამაშეებს ის უყვარდათ და პატივს სცემდნენ. წარმოშობით მანჩესტერიდან იყო, იუმორის კარგი გრძნობა ჰქონდა და კეთილი ხასიათით გამოირჩეოდა. ნებისმიერ საკითხზე შეიძლებოდა მისთვის მიგემართა.

ვარჯიშები საინტერესო იყო, ყოველდღე ხდებოდა პროცესის ვარირება. მუშაობაში იგრძნობოდა მიზანმიმართულობა, ორმხრივ მატჩებსა და ყოველდღიურ სავარჯიშოებში აზრი იყო ჩადებული. ეს ძალიან განსხვავდებოდა იმ უაზრო და უმიზნო საათებისგან, რომლებსაც "ნოტინგემის" საწვრთნელ მინდორზე ვხარჯავდი.

იმის გამო, რომ გუნდში ბევრი ძლიერი პიროვნება იყო, გასაკვირი არ არის, რომ თითქმის ყველაფერში, რასაც ვაკეთებდით, მძაფრი კონკურენციის მომენტი შეინიშნებოდა. სერიოზულად ვუდგებოდით ვარჯიშების ბოლოს "ხუთი ხუთზე" თამაშს. ჯერ დუნედ ვიწყებდით, მაგრამ მალე ფეხბურთელები სერიოზულ ბრძოლაზე გადადიოდნენ. ომის საბაბი შეიძლებოდა გამხდარიყო ხისტი თამაში ბურთის ართმევაზე. ამის შემდეგ ვინმე აუცილებლად ჩხუბზე გადადიოდა და ბრაიან კიდს საქმეში ჩარევა უწევდა.

მთელი ძალით დავრბოდი, ვცდილობდი, დავწეოდი ჩემ გარშემო მყოფ უაღრესად ნიჭიერ თანაგუნდელებს. ერიკ კანტონა ბრწყინვალე იყო, ისევე, როგორც რაიან გიგზი. რაიანი ჩემზე ორი წლით უმცროსი იყო, მაგრამ ოსტატობითა და პროფესიონალიზმით უდიდეს ფორას მომცემდა. ის ძალიან ძლიერი პიროვნება იყო, სასაცილოც და თამამიც. დაჯილდოებული იყო უჩვეულო ნიჭით, რომელსაც სრულად იყენებდა ვარჯიშებზე სხვების დასაცინად და გასაბრიყვებლად.

მართალია, თანაგუნდელების ოსტატობის ფონზე ოდნავ შებოჭილი და შეშინებულიც ვიყავი, მაგრამ მომწონდა გუნდში არსებული სიტუაცია. მესმოდა, რატომ ატარებდა "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონის ტიტულს: გუნდი შედგებოდა ბრწყინვალე ფეხბურთელებისგან; ვარჯიშები უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული; ალექს ფერგიუსონი მხოლოდ თავისი ყოფნით გვანიჭებდა აღმაფრენასა და დამაჯერებლობას; ბრაიან კიდის საფეხბურთო ცოდნა და იუმორი გვეხმარებოდა ყველაზე რთულ წუთებში; და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი - ყველა ბედნიერი იყო ამ გუნდში თამაშით.

წუწუნი არ გადიოდა. დემორალიზაცია და დათრგუნული ხასიათი, რომელიც იგრძნობოდა "ნოტინგემის" გასახდელში, საერთოდ არ არსებობდა "ოლდ ტრაფორდზე". რაზე უნდა გვეწუწუნა? ფეხბურთელებს სჯეროდათ ის, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაშობდნენ. ფერგიუსონსა და კიდს პატივს სცემდნენ, მათი მმართველობა ულაპარაკო იყო. ბრაიან რობსონი კაპიტანი გახლდათ და ავტორიტეტით სარგებლობდა.

რობსონი და სტივ ბრიუსი მეხმარებოდნენ გუნდში დამკვიდრებაში, რათა მის ნაწილად მეგრძნო თავი წინასასეზონო ტურნეს დროს. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე მიზეზით და ერთ-ერთი შემდეგში მდგომარეობდა: როგორც ბევრი სხვა ფეხბურთელი, მეც განსაკუთრებით მონდომებული ვიყავი "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაშისას. ჩემს შემთხვევაში ეს იყო ხისტი თამაში ართმევისას.

არაერთხელ მქონია კინკლაობა რობსონთან, პალისტერთან და ინსთან. არ დამვიწყებია კონფლიქტი შმეიხელთან, მაგრამ ჩემზე წყენა გულში არავის ჩაუდია. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ჩემპიონატის მოგების შემდეგ ფერგიუსონმა წამყვან მოთამაშეებს ახალი ფეხბურთელების შეძენაზე რჩევა ჰკითხა და ბევრმა მათგანმა მხარი დაუჭირა ჩემს კანდიდატურას.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

man utd
გააგრძელეთ რა არ შეწყვიტოთ ძალიან საინტერესოა
ახალი რეკორდი პრემიერ ლიგაში - "სიტიმ" ელიოტ ანდერსონი შეიძინა
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ფერგიუსონის ყოფილ ასისტენტთან ერთად - ტენ ჰაგმა სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა
"თუ მომდევნო კვირას "სიტი" "ლივერპულთან" დამარცხდება, გვარდიოლას გუნდისთვის ყველაფერი დასრულდება" - როი კინი
"ის ყველაზე მამაცი ფეხბურთელი იყო, ვინც კი მინახავს" - სერ ალექს ფერგიუსონი
"იამალს ცოცხლად შევჭამდი. მესის ან რონალდოს ჰკითხეთ" - პატრის ევრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
"მისი ხასიათიდან გამომდინარე, საუკეთესო კანდიდატი მგონია" - როი კინმა "იუნაიტედს" მწვრთნელი ურჩია
ამორიმი "მილანის" ჩაბარებასთან ახლოსაა
"თუ ასე გააგრძელებს, "რეალში" კი არა, "ტრენმერ როვერსში" აღმოჩნდება" - კინმა არნოლდი გააკრიტიკა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
სერ ალექს ფერგიუსონმა ალ-ხელაიფის წერილი მისწერა და "არსენალი" გააკრიტიკა
გამორჩეული სპორტსმენები, რომლებიც ელისაბედ მეორემ დააჯილდოვა
"პროფესიონალები ასე არ იქცევიან" - კინმა ალვარესი გააკრიტიკა
"მას გაუმართლა" - როი კინმა მაიკლ კერიკზე ისაუბრა
"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
"სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო..." - ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში"
რონალდო: ფერგიუსონი ჩემი საფეხბურთო მამაა
შმეიხელმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლისაც ფერგიუსონს ეშინოდა