აჭარის ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო დეპარტამენტის უფროსმა ნუგზარ ძნელაძემ "პერბო-ინვესტიციეს" არქიტექტორის პრეტენზიებს უპასუხა
ფოტოზე: ნუგზარ ძნელაძე

ცნობილია, რომ 17 მარტს, ბათუმში ოლიმპიური სტადიონის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში "იბერპროქსმა" გაიმარჯვა. 22-კაციანი კომისიის წევრთა გადაწყვეტილების შედეგად, აჭარის მთავრობამ ესპანურ კომპანიას კონტრაქტი ოფიციალურადაც გაუფორმა.

ხელი ხელს, სტადიონი ბათუმს - პროექტი ოფიციალურად გაფორმდა [VIDEO]

ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ კონკურსში მონაწილე პოლონური კომპანია "პერბო-ინვესტიციე" კონკურსის შედეგს აპროტესტებს. არქიტექტორმა პიოტრ ლაბოვიჩმა საქართველოს ეკონომიკის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში, აგრეთვე, ფეხბურთის ფედერაციაში საპროტესტო წერილი გამოგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ გამარჯვებული პროექტი იქნება სხვებზე ორჯერ ძვირი და ვერც ფიფასა და უეფას მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ის კონკურსის შედეგების გადახედვას ითხოვს...

"ბათუმის არენა ორჯერ ძვირი დაჯდება და ვერც ფიფა-უეფას მოთხოვნებს დააკმაყოფილებს"

კომენტარისთვის სტადიონის საკონკურსო კომისიის წევრს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო დეპარტამენტის უფროს ნუგზარ ძნელაძეს დავუკავშირდით:

- პოლონელების პრეტენზიები და ეს წერილი ჩვენთვისაც ცნობილია, მაგრამ, რადგან კითხვები გაქვთ, სიამოვნებით გიპასუხებთ, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი რომ დავუსვათ უსაფუძვლო მითქმა-მოთქმას.

- ჯერ დავიწყოთ შედეგების გასაჯაროებით...

- შედეგების გამოცხადებისას არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ისიც ტყუილია, თითქოს, კონკურსის ორგანიზატორებმა გამარჯვებული ექსპერტებთან კონსულტაციის გარეშე გამოაცხადეს. ეს ყველაფერი ოფიციალურად გამოცხადდა და არ მესმის, რა არის ამაში გაუგებარი?

პოლონელებს ამ საქმეში მართლაც დიდი გამოცდილება აქვთ. ისინი ფავორიტებშიც იყვნენ, მაგრამ ესპანელებმა მოიგეს და რა ვქნათ, გამარჯვებულად მაინც პოლონური პროექტი გამოვაცხადოთ?..

სხვათა შორის, საქართველოსთვის ბევრად დიდი ავტორიტეტია არჩილ ქურდიანი, მაგრამ მან მარცხი ღირსეულად მიიღო. ლაბოვიჩს კი რატომ აქვს იმის განცდა, რომ აუცილებლად უნდა მოეგო, არ მესმის.

- პოლონელი არქიტექტორი ამტკიცებს, რომ "იბერპროქსი" წლეულს დაფუძნდა და სტადიონების მშენებლობის გამოცდილება არ გააჩნია...

- ეს კიდევ ერთი არასწორი ინფორმაციაა. "იბერპროქსი" 2015 წლის 28 იანვარს რეესტრში ხელახლა დაარეგისტრირეს.

ჩვენ გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონიათ. ესპანელებმა ააშენეს სტადიონები ბრაზილიაში, საკუთრივ, ესპანეთში, სლოვენიაში... ამდენად, ესეც დაუსაბუთებელი ბრალდებაა.

- მთავარი ტრიბუნის თემაზეც ვთქვათ...

- ესეც ტყუილია. მთავარი ტრიბუნა დასავლეთ მხარეს იქნება და არა აღმოსავლეთში. ასე რომ, სატელევიზიო ტრანსლაციას მზე ხელს ვერ შეუშლის.

- მიწისქვეშა პარკინგიც ზღაპარია?

- ეს მხოლოდ VIP-ლოჟის ქვემოთ გაკეთდება და არა - სტადიონის ქვევით. ანტიტერორისტულ საფრთხეზე ლაპარაკიც უადგილოა, რადგან კარგად დაცული ტერიტორია იქნება. სხვათა შორის, სტანდარტებით ეს დასაშვებია.

- როგორც პოლონელი არქიტექტორი ამბობს, პროექტი არც მძლეონობის საერთაშორისო ფედერაციის სერტიფიკატის მიღების საშუალებას იძლევა...

- ...არადა, ყველაფერი პარამეტრებში ზის და არანაირი პრობლემა არ იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
ლოზანას გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ირაოლა: 90 წუთი სათამაშოდ ძალა არ გვყოფნის
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
"მეცს" წიტაიშვილის დაბრუნება სურს
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
კორონავირუსის მიუხედავად ბათუმის სტადიონის მშენებლობა გრძელდება
სუპერთასი 2015: რეაბილიტაცია სრული სვლით
ლამაზი სანახაობა, ღირსეული ჟესტი - ბათუმის ახალი სტადიონი მეგობარი ქვეყნების დროშებით განათდა [VIDEO]
ბათუმის სტადიონზე გარე პერიმეტრს აწესრიგებენ [VIDEO]
ბათუმის ახალი სტადიონი პირველ თოვლს შეხვდა [PHOTO]
"დინამო არენაზე" რეკონსტრუქცია დაწყებულია
ბათუმის სტადიონს ქურდიანი ააშენებს? კომისია პროექტს დღეს შეარჩევს
"ბათუმის არენა ორჯერ ძვირი დაჯდება და არც ფიფა-უეფას მოთხოვნების იქნება"
ძალიან ლამაზი კადრები - ბათუმის სტადიონი ლამაზ ფერებში განათდა [PHOTO]
ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
"დინამო არენა" ორ ფერში გადაიღებება - ჯვარზე დაჯდომა სათაკილოა!
როგორ შენდებოდა "დინამოს" სტადიონი - 100-ათასიან პროექტზე მოსკოვი სულ გაგიჟდა