ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში", რომელსაც ომარ თეთრაძე წვრთნის, ერთბაშად შვიდი ქართველი ფეხბურთელია
ყველასათვის ცნობილი ამბავია, მახაჭყალის "ანჟის" პრემიერლიგის საგზურის მოპოვებაში ქართველმა ლეგიონერებმა რომ დიდი წვლილი შეიტანეს. თუმცა რად გინდა, მალევე ეს არავის ახსოვდა და ჩვენებურთა ნაწილს, ვითარებიდან გამომდინარე, სწორედ ქართველობის გამო მოუწიათ "ანჟის" დატოვება.

მახაჭყალიდან ჩვენებურები ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" გადავიდნენ და ახლა სწორედ ეს რუსული კლუბია ქართველების სიმრავლით გამორჩეული. ბუნებრივია, საინტერესოა "ანჟის" სცენარი ხომ არ განმეორდება "ვოლგაში" ქართველების მიმართ? "ვოლგას" პრეზიდენტი ალექსანდრ გიოხმანი ამას კატეგორიულად გამორიცხავს და ჩვენც გვინდა მისი სიტყვებისა გვჯეროდეს...

"ახალ სეზონში პრემიერლიგაში, უფრო მაღალ დონეზე ვითამაშებთ და ჩვენს გუნდს გაძლიერება სჭირდება. ამიტომაც ვეძებთ სასურველ ფეხბურთელებს. არ მომბეზრდება იმის არაერთხელ გამეორება, რომ ჩვენთვის მოთამაშის ეროვნულობას მნიშვნელობა არ აქვს. ქართველმა ფეხბურთელებმა გასულ სეზონშიც დაამტკიცეს, რომ "ვოლგაში" თამაშის ღირსნი არიან. ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ ჩვენს მოთხოვნებს. მათ გარდა, სხვა ქართველებიც შემოგვიერთდნენ, ზოგი დავიმატეთ, ზოგიც ტესტირებაზე არიან. სელექციის პროცესი გრძელდება და ზოგი დარჩება, ზოგსაც დავემშვიდობებით, ალბათ ახალი ფეხბურთელები კიდევ გამოჩნდებიან, მაგრამ მოთამაშეებს ეროვნულობის ნიშნით არ მოვიწვევთ", - ასეთია "ვოლგას" პრეზიდენტის პოზიცია.

შეგახსენებთ, რომ "ვოლგაში", რომელსაც ომარ თეთრაძე წვრთნის, შვიდი ქართველი ფეხბურთელია: გოგიტა გოგუა, ოთარ მარცვალაძე, გოჩა ხოჯავა, გიორგი ნავალოვსკი, ედიკ საჯაია, მათე ვაწაძე და გია გრიგალავა.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო