"არმიამ" სლოვენიაში მეორე საკონტროლო შეხვედრა ჩემპიონატის ლიდერ "ზლატოროგთან" ჩაატარა და 4 ქულით დამარცხდა
სუპერლიგის წარმომადგენელმა "არმიამ" სლოვენიაში მეორე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა - "ზლატოროგს" დაუპირისპირდა.

გუშინ, გვიან ღამემდე ვეცადეთ მატჩის ზუსტი შედეგი გაგვეგო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სტატისტიკა სრულად არ დაუთვლიათ და არც ის ვიცით, ვინ რამდენი ქულა ჩააგდო, ვერც ზუსტ ანგარიშს გეტყვით.

მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ "არმიამ" დავით უგრეხელიძის ყოფილ კლუბ "ზლატოროგთან" (როცა დათო თამაშობდა, "პივოვარნა" ერქვა) 4 ქულის სხვაობით წააგო. ქართველებს მატჩის მოგებაც შეეძლოთ, ბოლო წამებზე კოტე ტუღუშმა სამქულიანიც ჩააგდო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სლოვენიელებმა საჯარიმოები უშეცდომოდ ისროლეს და გაიმარჯვეს კიდეც.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "ზლატოროგი" სლოვენიის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა (შეჯიბრებაში "ოლიმპია" გაზაფხულიდან ჩაერთვება) - მის ანგარიშზე 8 მოგება და 1 წაგებაა.

დღეს "არმია" მესამე საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს - ტუღუშისა და უგრეხელიძის ყოფილ კლუბ "სლოვანს" დაუპირისპირდება.

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა