ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ზაზა ფაჩულიას 1-მა ტორონტოს 101-ს აჯობა

ზაზა ფაჩულიას 1-მა ტორონტოს 101-ს აჯობა

"ტორონტო"-"ატლანტამ" გვაჩვენა, რა სხვაობაა NBA-სა და ევროპულ კალათბურთს შორის და რატომ მიილტვის ყველა მაინცდამაინც ამერიკისკენ

...და მაინც რა სხვაობაა NBA-სა და ევროპულ კალათბურთს შორის, რატომ მიილტვის ყველა მაინცდამაინც ამერიკისკენ, NBA-ს თაფლი უსვია თუ?!

ასეთი აზრი შეიძლება ევროლიგის რომელიმე საინტერესო მატჩის შემდეგ გაჩენილა, თუმცა ვინც "ტორონტო"-"ატლანტას" შეხვედრა იხილა, დაგვეთანხმება, რომ ამერიკული კალათბურთი ევროპულისგან ჯერაც წინაა. ევროპაში თავგამოჩენილები NBA-ში მიდიან, თუმცა ერთეულები ქმნიან ამინდს. მაგალითად, იტალიელმა ანდრეა ბარნიანიმ "ატლანტას" კალათისკენ მაღალი შედეგიანობით ისროლა - 26 ქულა ჩააგდო. ამავე მატჩში 9 პასი შეასრულა (11 ქულა) "ტორონტოს" ესპანელმა გამთამაშებელმა ხოსე კალდერონმა. თუმცა მატჩის ბოლო 7 წუთში "ტორონტოელი" "დინოზავრების" წინააღმდეგ ხუთი ატლანტელი ვარსკვლავი დადგა (ბიბი, ჯონსონი, კროუფორდი, სმიტი, ჰორფორდი), წინაისტორიულ "რეპტილიასაც" კისერი მოუგრიხა და თამაშიც თავის სასარგებლოდ შემოატრიალა.

რაც მათ გააკეთეს, სწორედ ამით გამოირჩევა NBA სხვა ლიგებისგან: სირენამდე 5 წუთით ადრე შეუჩერებელმა ტორონტოელმა ლეანდრო ბარბოსამ თანაგუნდელები 3 ქულით დააწინაურა, თუმცა საპასუხო შეტევაში ჯო ჯონსონისგან სამქულიანი მიიღო (ეს მისი პირველი რეალიზებული შორეული ტყორცნა იყო). გავიდა სამი წუთი და ბარნიანის სიზუსტის წყალობით მასპინძლები 95:91 დაწინაურდნენ. სირენამდე 1:43 წუთით ადრე 4-ქულიანი ჩამორჩენა იოლი აღმოსაფხვრელი როდია, მაგრამ როცა საქმე ჯამალ კროუფორდთან გვაქვს, აქ სირთულეზე ლაპარაკი ზედმეტია - მეტოქის ნახევარზე ფეხი კარგად არც ჰქონდა გადადგმული, როცა მოულოდნელად კალათის მიმართულებით ისროლა და, რა თქმა უნდა, ჩააგდო (94:95).

- ნამდვილად არ მეგონა, ჯამალი მოედნის ცენტრიდან თუ ისროდა, მით უმეტეს, თუ სამ ქულას მოგვიტანდა, - გამოტყდა ნამატჩევს "ატლანტას" მწვრთნელი ლარი დრიუ, რომლის გუნდი ბოლო წამებამდე წაგების საშიშროების წინაშე იდგა - მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე 99:101-ს აგებდა. მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო. მოედანზე დაბრუნების შემდეგ ჯორჯიელებმა კომბინაციურ აბლაბუდას, მარტივი მოქმედება ამჯობინეს: გვერდითი ხაზიდან ბურთი გადააწოდეს მაიკ ბიბის, რომელმაც რთული პოზიციიდან სამქულიანი დაუფიქრებლად ისროლა. ბურთიც დაუზარელად ჩაეშვა კალათში - 102:101. ის, რასაც ბოლო წუთებზე ბიბი, ჯონსონი და კროუფორდი სჩადიან, მხოლოდ ნიჭითა და შრომით არ მიიღწევა, ამისთვის საჭიროა NBA-ში წლების განმავლობაში თამაში.

არ გამიწყრეთ, თუ "ატლანტელთა" მისამართით გადამეტებულად ვილაპარაკე, მატჩი ხომ გუშინ გამთენიისას დამთავრდა, მიმოხილვაც დილას დავწერე. "ატლანტამ" თამაში აშკარად გამოასწორა (ეს შედეგებიდანაც ჩანს - 2011 წელს ექვსივე მატჩი მოიგო), თუმცა ერთი ნაკლი მაინც აქვს, რომლის გამოსწორება პლეი ოფებამდე მართებს: "ატლანტა" ძირითადად პერიმეტრიდან და საშუალო დისტანციიდან ტყორცნებით აღწევს მიზანს. მეტი მრავალფეროვნებისა და შედეგიანობისთვის სამწამიანი ზონიდან ქულების მოხვეჭაც აუცილებელია. ამ საქმისთვის მწვრთნელს ბევრი ძიება არ დასჭირდება - ზაზა ფაჩულიამ უკვე დაამტკიცა, რომ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე რეზულტატური ცენტრია. თუმცა, მისი შედეგიანობის გასაზრდელად აუცილებელია ლარი დრიუმ რამდენიმე კომბინაცია ფაჩულიაზე ააწყოს და შეგირდებს ზაზასთვის პასის მიცემა დაავალოს. ამით ჩვენც ვისიამოვნებთ და "ატლანტაც" იხეირებს.

"ტორონტოსთან" ფაჩულია უმთავრესად შავი სამუშაოს შესრულებით იყო დაკავებული და კარგადაც გამოსდიოდა. მან 16:33 წუთში 6 მოხსნა მოაგროვა.

"ატლანტა" მომდევნო მატჩს 15 იანვარს შინ ჰიუსტონთან ჩაატარებს.

ტორონტო-ატლანტა 101:104

ზაზა ფაჩულია: 16:33 წუთი, 1 ქულა (1-დან 0 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 პასი, 3 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

02:33 ზაზამ სმიტი შეცვალა

01:30 ორქულიანი: არაზუსტი

00:34 ფოლი: 1

00:09 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

00:04 პასი: 1 (კროუფორდი 2ქ, 27:21)

II პერიოდი

11:21 შეცდომა: 1

10:07 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

08:18 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

05:56 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

05:07 მოხსნა: შეტ-2, დაც-1

05:00 საჯარიმოები: 2/1 (1ქ, 46:42)

02:03 ფოლი: 2

01:29 მოხსნა: შეტ-3, დაც-1

01:00 პაუელმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

02:34 ზაზამ ბიბი შეცვალა

00:11 ფოლი: 3

IV პერიოდი

10:04 მოხსნა: შეტ-3, დაც-2

09:43 მოხსნა: შეტ-3, დაც-3

09:12 სმიტმა ზაზა შეცვალა

შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს

[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა

"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა

რატიშვილი რიგაში იკომისრებს

"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა

ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე

"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა

სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა

"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა

ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა

"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"

"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?

[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა

გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის

"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს