საფრანგეთში საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის გამო ახალი სარაგბო სკანდალი გორდება
საფრანგეთში, შესაძლოა, ახალი სარაგბო სკანდალი აგორდეს. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ ახლახან "მონპელიესთან" ახალ, სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. თუმცა "ტულონის" მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი იმუქრება, რომ ეს ამბავი ასე არ დამთავრდება.

გორგოძეს "ტულონთან" წინასწარ ხელშეკრულებაზე ჰქონდა ხელი მოწერილი. "ტულონის" ხელმძღვანელები პირველ თებერვალს ელოდებოდნენ, რათა მას ოფიციალური კონტრაქტის პირობებზე დალაპარაკებოდნენ. საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის (LNR) წესდების თანახმად, სხვა გუნდის მოთამაშესთან ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმება სწორედ პირველ თებერვლამდეა აკრძალული.

"მონპელიემ" ტულონელთა განზრახვის შესახებ კარგად უწყოდა და, ცხადია, ყველა ღონე იხმარა, რაგბის ქართველი ვარსკვლავი გუნდში დარჩენაზე რომ დაეთანხმებინა. ამის თაობაზე "მონპელიეს" თავკაცმა ფაბიენ გალტიემ ასეთი კომენტარი გააკეთა:

"მოხარული ვარ, ჟულიენ ტომამ და მამუკა გორგოძემ "მონპელიეში" დარჩენა რომ ისურვეს. ეს კარგია, რადგან ისეთი "მტაცებლები", "ტულონის" ხელმძღვანელები რომ არიან, პირში ჩალაგამოვლბულნი დარჩნენ. მათ ჩვენი გუნდის დაშლა უნდოდათ."

აღსანიშნავია, რომ გორგოძესა და ცხრა ნომერ ჟულიენ ტომას გარდა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმეს საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯმა გიორგი ჟღენტმა და საფრანგეთის ნაკრების მესამეხაზელმა ფულენსე უოდრაოგომ. ორწლიანი კონტრაქტები - არგენტინელებმა მარტინ ბუსტოს მოიანომ, სანტიაგო ფერნანდესმა და ხუან ფიგალომ.

"ტულონის" პრეზიდენტი მურად ბურჯელალი "მონპელიეს" მიერ გორგოძესთან გაფორმებულ კონტრაქტს აპროტესტებს და გალტიეს გამონათქვამითაც აღშფოთებულია:

"ჟულიენ ტომას "მონპელიეში" დარჩენა სურს? დარჩეს. მას შესანიშნავ მწვრთნელთან მოუწევს მუშაობა. ეს კარგი არჩევანია, რადგან ის "მტაცებლებს" არ დანებდა. გალტიე კი მართლაც ბრწყინვალე მწვრთნელია, თუმცა ვერაფრით იტყვი, რომ თავმდაბლობით გამოირჩევა. როცა ეს ბიჭი ლაპარაკობს, ცხვირი მაღლა უჭირავს და ცას გაჰყურებს, გეგონება, მთელი საფრანგეთი მის ფერხთაა გართხმული.

რაც შეეხება გორგოძეს, ვაპირებ, ბოლომდე დავიცვა ჩვენი გუნდის ინტერესები. არსებობს კანონი, რომელსაც ყველა უნდა ემორჩილებოდეს. ჩვენ გვყავს ადვოკატები, რომლებიც საბელით მიჭირავს, არადა, თუ მივუშვი, ძალზედ მწარედ იკბინებიან", - თქვა მურად ბურჯელალმა.

ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები. ერთი კი ცხადია, გაუნათლებელი ადვოკატები არც "მონპელიეს" ეყოლება და, ალბათ, კარგად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ.

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...