"გვარდიოლა მართალია, მაშინაც კი, როცა ცდება"

SPORT (ესპანეთი): მადლობა, მესი!

"კამპ ნოუ" გადაირია, როცა მესის ორი გოლი და ნეიმარის ერთი ბურთი იხილა. ამის წყალობით "ბარსელონა" ცალი ფეხით ფინალშია.

ამ მატჩში იყო ტაქტიკა, სათამაშო სტილები, მწვრთნელები და მოთამაშეები, მაგრამ ამ ყველაფერზე მაღლა იდგა მესი. როსარიოელმა ვარსკვლავმა 15 წუთში გაანადგურა პეპ გვარდიოლას "ბაიერნი".

EL MUNDO DEPORTIVO (ესპანეთი): მესი ბერლინის ბილეთს იღებს

"ლეომ გადაწყვიტა სანახაობრივი მატჩის ბედი, რომელშიც "ბაიერნმა" იქამდე გაძლო, სანამ ბარსელონელმა გენიოსმა თავისი ორი გოლი არ გაიტანა, ნეიმარმა კი წერტილი არ დაუსვა შეხვედრას, რა თქმა უნდა, მესის პასით.

ბერლინის ფინალამდე ერთი მატჩი რჩება, რომელიც "ალიანც-არენაზე" გაიმართება. იქ "ბაიერნს" მოუწევს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია, მაგრამ მან დიად კლუბთან წააგო.

ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე, ლუის ენრიკეს გუნდი საუკეთესოა ნახევარფინალისტთა ოთხეულიდან - თამაშით, ამბიციის დონითა და ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ იმიტომ, რომ მას ჰყავს ლიონელ მესი, ადამიანი, რომელმაც ისტორია შეცვალა".

AS (ესპანეთი): პეპმა თქვა, რომ მესი შეუჩერებელია

"გვარდიოლა მართალია, მაშინაც კი, როცა ცდება. "ბაიერნის" მწვრთნელმა განმარტა ის, რაც ისედაც ცხადია: მის გუნდსა და "ბარსელონას" შორის მატჩი იმდენად დაბალანსებული იყო, რომ მხოლოდ ისეთ გენიოსს, როგორიც არის მესი, შეეძლო მისი ბედის განსაზღვრა. და აქ გამოჩნდა ლეო.

როცა 76 წუთი უმაღლესი დონის თამაშის შემდეგ ორივე გუნდის ფეხბურთელები ტკივილამდე გამოფიტულები იყვნენ, სწორად ვეღარ საზღვრავდნენ მანძილს და კოორდინაციაც დაკარგული ჰქონდათ, მესიმ რაღაცნაირად შეძლო იმ კედლის გარღვევა, რომელსაც "ნოიერი" ჰქვია და გახსნა ანგარიში.

ამის შემდეგ არგენტინელის საღამო გაგრძელდა. რამდენიმე წუთში მან ხელოვნების ნიმუში შექმნა: მოატყუა ბოატენგი და კიდევ ერთი ვაქცინა გაუკეთა ნოიერს - 2:0.

ნეიმარმა მესამე გოლი გაიტანა (რა თქმა უნდა, მესის პასით). 3:0 - ასეთია ამ ბრწყინვალე მატჩის შედეგი. "ბარსა" ბერლინს მიუახლოვდა, "ბაიერნი" კი ექვსი დღის შემდეგ ეცდება ისტორიული "ქამბექის" შესრულებას".

BILD (გერმანია): მესიმ ორჯერ გაიტანა და... გააგდო?

"77-ე წუთამდე მანუელ ნოიერი "ბარსელონასა" და "ბაიერნის" მატჩის მთავარი გმირი იყო, მაგრამ შემდეგ ბარსელონური შტორმი ამოვარდა. მესიმ გერმანიის ჩემპიონს ორჯერ გაუტანა, ბოლოს კი ნეიმარის გოლიც იყო!

რა შეიძლება მოხდეს სამშაბათს, განმეორებით მატჩში იმისთვის, რომ "ბაიერნი" ბერლინის ფინალში აღმოჩნდეს? აქ მხოლოდ სასწაული საკმარისი არ იქნება".

DIE WELT (გერმანია): ბარსელონას წინააღმდეგ ნოიერი საკმარისი არ არის

"მანუელ ნოიერმა რამდენჯერმე გადაარჩინა "ბაიერნი" "ბარსელონასთან" მატჩში და შეეძლო, გმირი გამხდარიყო, საბოლოოდ კი ერთ-ერთი დამარცხებული გახდა.

"ბარსელონამ" 3:0 მოიგო და ახლა თითქმის ასი პროცენტით ჩემპიონთა ლიგის ფინალშია".

LA GAZZETTA DELLO SPORT (იტალია): ფანტამესი

ასეთი სათაურით გამოეხმაურა წამყვანი იტალიური სპორტული გამოცემა არგენტინელის შოუს "ბარსელონასა" და "ბაიერნის" მატჩში.

"მესი ისევ წარმოგვიდგა ფეხბურთის ღმერთის როლში. თავისი ორი გოლით მან პეპი ჩაძირა".

CORRIERE DELLO SPORT (იტალია): ჯადოქარი ფინალშია!

"მესის ორი ჯადოსნური გოლი და ნეიმარის მიერ დასმული წერტილი - "ბარსელონამ" გაანადგურა "ბაიერნი" და მხოლოდ მეტოქისადმი პატივისცემის გამო არ შეუკვეთა ბერლინის ავიაბილეთები და არ დაჯავშნა იქაური სასტუმრო. ფანტასტიკური დასასრული კატალონიელების შესრულებით.

მათ ბოლო 15 წუთში სამი გოლი გაიტანეს, არადა, წინა 70 წუთში ნოიერი, უბრალოდ, ბრწყინვალე იყო.

გვარდიოლა თავისსავე წარსულმა ჩაძირა, "ბარსელონას" კი შეუძლია, ჩემპიონთა ლიგის ფინალური აქტისთვის მოემზადოს".

ბარსა-ბაიერნი ციფრებში

- ლიონელ მესიმ მე-100 მატჩი ჩაატარა ევროთასებზე და 78 გოლამდე ავიდა. აქედან 97 მატჩი და 77 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე მოდის. შედარებისთვის, კრიშტიანო რონალდოს ანალოგიური მაჩვენებლებია: ევროთასებზე - 121 მატჩი და 79 გოლი (ჩემპიონთა ლიგა - 114 მატჩი და 76 გოლი).

- "ბაიერნმა" 2009 წლის შემდეგ პირველად ვერ შეასრულა ჩემპიონთა ლიგის მატჩში ზუსტი დარტყმა.

- ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ ერთი შემთხვევა ყოფილა, როცა გუნდმა სამბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ გააღწია შემდეგ ეტაპზე. 2003-04 წლების სეზონში "დეპორტივომ" პირველი მატჩი "მილანთან" 1:4 წააგო, განმეორებითი კი 4:0 მოიგო.

- ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 11 გოლიდან 9 "კამპ ნოუზე" შეაგდო.

- ლიონელ მესი "ბაიერნთან" მატჩამდე ზედიზედ ოთხ შეხვედრაში ვერ ახერხებდა ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანას. მეხუთე "მშრალი" მატჩი პირადი ანტირეკორდი იქნებოდა.

- ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი ასპროცენტიანი შანსი რობერტ ლევანდოვსკიმ გაანიავა - რვა.

- თომას მიულერმა ყველა ტურნირზე "ბაიერნის" შემადგენლობაში მე-300 მატჩი ჩაატარა.

- მარკ-ანდრე ტერ-შტეგენს ჩემპიონთა ლიგაზე 11-დან 10 მატჩი აქვს მოგებული. ეს საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელია (91%) ისტორიაში იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც ტურნირზე მინიმუმ 10 მატჩი აქვთ ჩატარებული.

- "ბარსელონას" 2006 წლის შემდეგ პირველად ჰქონდა ბურთის ფლობის 50-ზე დაბალი პროცენტი. ეს სერია 96 მატჩი გრძელდებოდა.

- ლიონელ მესი ერთადერთია წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე, ვინც "ბაიერნს" საჯარიმოს გარედან გაუტანა.

- მესის, ნეიმარსა და სუარესს ამ სეზონში ყველა ტურნირზე 108 გოლი დაუგროვდათ. შედარებისთვის, "ბაიერნს" 117 გოლი აქვს.

საპასუხოში რიბერი გამოირიცხა

"ბაიერნს" საპასუხო მატჩისთვის იგივე საკადრო პრობლემები ექნება, რაც პირველი შეხვედრაში ჰქონდა. ვერ ასწრებს მიუნხენური მატჩისთვის გამოჯანმრთელებას ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი, რომლის სარეაბილიტაციო პერიოდი გაიწელა. უფრო მეტიც, რიბერი, შესაძლოა, ამ სეზონში საერთოდ ვერ გავიდეს მოედანზე.

32 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 10 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

"ძალიან დამწუხრებული ვარ, - მოჰყავს "კიკერს" რიბერის სიტყვები. - დიდი გეგმები მქონდა. მონდომებით ვმუშაობდი მოედანზე სწრაფად დასაბრუნებლად, მაგრამ მუხლი ისევ მტკივა. ეს ყველაფერი ძალიან მაღიზიანებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯეკო
მესიმ ბერლინის კი არა, თბილისის ბილეთი შეუკვეთა.
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ამაზე კარგი დრო როდისღა ექნება?" - კანმა ნოიერს ფეხბურთელის კარიერის დასრულება ურჩია
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
"ნაპოლი" გამორჩეული ფეხბურთელის დამატებასთან ახლოსაა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ჟერომ ბოატენგს 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
რუმენიგე: რიბერისთვის მეორე დედა ვიყავი
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
"ლუის ენრიკე ძალიან მკაცრია - "ლივერპულში" სრულიად განსხვავებული ატმოსფეროა" - ბარკოლამ განმარტა, რატომ უადვილდება "ლივერპულში" თამაში
არ გატყდე, ხვიჩა - რას ერჩის ლუის ენრიკე კვარაცხელიას?
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ჟერომ ბოატენგი გუნდის გამოცვლას გეგმავს
საგიჟეთი პარიზში, ხვიჩა ვერდიქტის მოლოდინში და იამალის მუქარა
"თუ "ბარსელონასთან" ხვიჩა ამას გააკეთებს, ენრიკეს ადგილას ამ ყოველივეს კარგად არ მივიღებდი" - რიოლო კვარაცხელიას არ ეშვება
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ნოიერი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს და შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზეც ვიხილოთ
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
"ჩემი შვილი მკვლელია" - ჟერომ ბოატენგის დედის სკანდალური განცხადება
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
ნოიერი: პსჟ ევროპაში საუკეთესო გუნდი არ არის
"ბაიერნს" ბოატენგის გაყიდვა სურს, მაგრამ არავის სურს მისი ყიდვა
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
რიბერი "სალერნიტანაში" გააგრძელებს კარიერას
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
ბოატენგი,უპამეკანო,ალაბა თუ ზულე? "ჩელსის" დაცვის ხაზის გაძლიერება სურს
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი