ყველაფერი პირველ მეოთხედში გადაწყდა
ბოლო რვა წლის განმავლობაში ლებრონ ჯეიმსის გუნდებს არასოდეს წაუგიათ პლეი ოფის სერიის პირველი ორი მატჩი. "ჩიკაგოსთან" მეორე შეხვედრაში ეს სერია გაგრძელდა.

ლებრონ ჯეიმსი სამი საათით ადრე მივიდა არენაზე, ჩვეული თავსახვევი დაიბრუნა და მიმდინარე პლეი ოფში თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა. და ეს დამაჯერებლობა სხვა "კავალერებსაც" გადაედოთ. მაგალითად, რეზერვისტმა ჯეიმს ჯონსმა ხუთი სამქულიანი ჩააგდო. სასტარტო ხუთეულის წარმატებული როტაცია მოახდინა დევიდ ბლატმა, რომელმაც მაიკ მილერი ტრისტან ტომპსონით შეცვალა. ამ უკანასკნელმა 12 მოხსნით დაასრულა შეხვედრა. ლებრონი მესამე ნომრის პოზიციაზე დაბრუნდა, რაც მისთვის უფრო მოსახერხებელია, ვიდრე მძიმე ფორვარდის პოზიცია.

მასპინძლებმა შესანიშნავად დაიწყეს შეხვედრა და მეტოქეს იმის გააზრების საშუალება არ მისცეს, რომ ნამდვილ განადგურებას ჰქონდა ადგილი. "კლივლენდი" 13:2 გაიქცა, პირველ მეოთხედში კი სხვაობა 22 ქულამდე გაიზარდა. მეორე ტაიმის დასაწყისში, როცა "კავალიერზის" უპირატესობამ 25 ქულას მიაღწია, "ბულზმა" 14:0 გაქცევა შეასრულა.

ისე ჩანდა, რომ დერიკ როუზის, ჯიმი ბატლერისა და პაუ გასოლის სპურტს შეხვედრისთვის ინტრიგა უნდა დაებრუნებინა, მაგრამ საქმეში ჩაერთო ლებრონი, ჯეიმს ჯონსმა კი ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო. მასპინძლებმა ამ მატჩში მოაგვარეს გასოლის პრობლემა - არ მისცეს მას იოლად სროლის საშუალება, როგორც ეს პირველ შეხვედრაში იყო. საბოლოოდ, ესპანელმა 11 ქულა და მხოლოდ ოთხი მოხსნა დააგროვა.

მეოთხედის ბოლოს ტომ ტიბოდოს გუნდის მონდომებამ იკლო და მასპინძლებმა დაიბრუნეს 16-ქულიანი უპირატესობა. მეოთხე 12-წუთეულის პირველ რვა წუთში "ხარებმა" მხოლოდ ორი ზუსტი ტყორცნა შეასრულეს, "კავალერების" უპირატესობა კი 23 ქულამდე გაიზარდა. ისევ კარგი იყო შორეული ტყორცნებისას შამპერტი - ხუთი სამქულიანი მოათავსა კალათში, თუმცა საზარდულის ტრავმა მიიღო.

"კლივლენდმა" პერიმეტრიდან 12 ბურთი ჩააგდო 46-პროცენტიანი სიზუსტით. "ბულზმა" დიდი გაჭირვებით გადალახა 40-პროცენტიანი ნიშნული, 12 შეცდომა დაუშვა, რაც 20 ქულად დაუჯდა. მატჩის შემდეგ ტიბოდომ აღნიშნა, რომ როუზმა უფრო აგრესიულად უნდა იმოქმედოს. დერიკმა გუშინ 10 შედეგიანი პასი შეასრულა, მაგრამ თამაშიდან მხოლოდ ექვსი ბურთი ჩააგდო და ზედიზედ მესამე მატჩია ერთი საჯარიმოც არ შეუსრულებია.

კლივლენდი-ჩიკაგო 106:91

38:18, 26:27, 23:26, 19:20

კ: ჯეიმსი (33+8 მოხსნა+5 პასი), ირვინგი (21), ჯონსი (17), შამპერტი (15+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტომპსონი (5+12 მოხსნა).

ჩ: ბატლერი (18), როუზი (14+7 მოხსნა+10 პასი), გასოლი (11), გიბსონი (11).

სერია: 1-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
ევრობასკეტი 2017: ყველა მერვედინალისტი ცნობილია
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
"შავი მამბა" კიდევ ერთხელ დააფასეს
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
პაუ გასოლი "ბარსელონასთან" გააფორმებს კონტრაქტს
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
ვისურვებდი, რომ დღეს კობი და ჯიჯი აქ ყოფილიყვნენ - "ლეიკერსმა" პაუ გასოლის 16-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო და "მემფისს" სძლია [VIDEO]
ვარსკვლავები პაუს კალათბურთიდან წასვლას ემოციურად ეხმაურებიან