ბარსელონაში დიდი ბრძოლები გველის
სამკვირიანი პაუზის შემდეგ ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატი პირველი ევროპული ეტაპით განახლდება. ჯერჯერობით ჩემპიონობისთვისა და კონსტრუქტორთა თასისთვის ბრძოლაში არანაირი ინტრიგა არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ "ფერარი" ყველანაირად ცდილობს "მერსედესის" დაწევას. იტალიელები დიდ ფულს ხარჯავენ ამისთვის, მაგრამ ჯერ ვერ უთანაბრდებიან გერმანელებს.

თავის მხრივ, "უილიამსიც" ჯერ ვერ ეწევა "სკუდერიას". ბრიტანელებს ბევრი პრობლემა დაუგროვდათ და უახლოეს უქმეებზე გამოჩნდება - შეძლეს თუ არა ამ პაუზის დროს მათი მოგვარება.

საერთო ჯამში, პირველმა ოთხმა ეტაპმა კარგად დაგვანახა ის, რას შეიძლება ველოდოთ ესპანეთში. მაგრამ ეს საერთო სურათია. სამი კვირის განმავლობაში გუნდები ტექნიკურ სიახლეებზე მუშაობდნენ და ახლა, გარკვეულ სიუპრიზებს შეიძლება ველოდოთ. მაგალითად, ხმაურიანი განცხადებები კეთდებოდა "ჰონდასა" და "რენოს" მხრიდან. ჯერჯერობით, მათ კლიენტებს საქმეები არც ისე კარგად მისდით.

პელოტონის შუაშიც გაუგებარი არაფერია. "რედ ბულსა" და "ტორო როსოს" ძრავების პრობლემები აქვთ, "ლოტუსსა" და "ფორს ინდიას" შასი აქვთ გამოსასწორებელი, კომპლექტში ყველაფერი კარგი აქვს მოკრძალებულ "ზაუბერს", ხოლო ამ სამეულთან მიახლოებას ცდილობს "მაკლარენი". სერიოზულ პროგრესს ელოდებიან "ლოტუსსა" და "ფორს ინდიაში". ორივე საჯინიბოს აქვს იმედი, რომ განახლებების შემდეგ "საშუალოების" ჯგუფს სათავეში ჩაუდგებიან.

რაც შეეხება უიმედო აუთსაიდერ "მანორს", მასთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია. გუნდს ამ სეზონში ახალი შასი არ ექნება.

ეტაპის ინტრიგა

სამკვირიანი პაუზის შემდეგ ყველა ელოდება გარღვევას "ფერარისგან", "მერსედესთან" კონკურენციას და საჩემპიონო ბრძოლაში ინტრიგის აღდგენას. დღეისთვის ლუის ჰემილტონი ძალიან დიდი ნაბიჯებით მიდის ზედიზედ მეორე ტიტულისკენ და მხოლოდ "სკუდერიას" კარდინალური პროგრესი თუ შეცვლის ძალთა თანაფარდობას.

იტალიელები დიდ თანხებს ხარჯავენ განახლებებზე. თან ახალ გულშემატკივრებსაც იძენენ, რადგან სპორტში დომინატორები არ უყვართ. აზიაში სარბოლო ტემპით "ფერარი" ძალიან ახლოს იყო "მერსედესთან". ვნახოთ, რა იქნება ევროპაში. ცხადია, რომ გერმანელები გულხელდაკრეფილნი არ იქნებოდნენ.

კიდევ ერთ ინტრიგას წარმოადგენს მეორე ლეგენდარული გუნდი. არაჩვეულებრივ პროგრესს აჩვენებს "მაკლარენი". "ჰონდას" ძრავა ყოველი რბოლის შემდეგ უმატებს სიმძლავრეს. ამ მხრივ, ესპანეთში მორიგი წინსვლა იგეგმება და ყველაზე თამამი პროგნოზისტები პირველი ქულებისთვის ბრძოლას წინასწარმეტყველებენ.

ბარსელონას ტრასა

სიგრძე: 4655 მ

წრეების რიცხვი: 66

რბოლის დისტანცია: 307,000 კმ

მოსახვევები: 16 (8 მარჯვენა, 8 მარცხენა)

DRS-ის ზონა: ორი

უგრძესი სწორი მონაკვეთი: 1310 მ

ტრასის რეკორდი: 1:21.670 (რაიკონენი, "ფერარი", 2008)

ყველაზე მეტი მოგება: 6 - მ. შუმახერი

უქმეების განრიგი

8 მაისი, 12:00 - I პრაქტიკა

8 მაისი, 14:00 - II პრაქტიკა

9 მაისი, 13:00 - III პრაქტიკა

9 მაისი, 16:00 - კვალიფიკაცია

10 მაისი, 16:00 - რბოლა

საერთო ჩათვლა

1. ჰემილტონი (მერსედესი) - 93

2. როსბერგი (მერსედესი) - 66

3. ფეტელი (ფერარი) - 65

4. რაიკონენი (ფერარი) - 42

5. მასა (უილიამსი) - 31

6. ბოტასი (უილიამსი) - 30

7. რიკარდო (რედ ბული) - 19

8. ნასრი (ზაუბერი) - 14

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე