საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში მეოთხეფინალური სერიის მორიგი მატჩები გაიმართა
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში მეოთხეფინალური სერიის მორიგი მატჩები გაიმართა.

პირველი გუნდი, ვინც ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, თბილისის "დინამოა", რომელმაც 8 მაისს გამართულ სერიის მესამე მატჩშიც მოუგო "მგზავრების არმიას" - 83:72.

ირაკლი ხოშტარიას გუნდის მომდევნო მეტოქე "რუსთავი" იქნება, რომელმაც ასევე მშრალი ანგარიშით მოიგო სერია "ოლიმპთან". რუსთაველებმა 8 მაისს გამართულ შეხვედრაში მეტოქეს 74:66 სძლიეს.

ანგარიში გათანაბრდა (2:2) "სოხუმისა" და "შსს აკადემიის" სერიაში. 9 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ დაპირისპირებაში სოხუმელებმა ანგარიშით 86:77 იმარჯვეს და ახლა ამ წყვილში ნახევარფინალში გამსვლელის ვინაობას მეხუთე შეხვედრა გამოავლენს, რომელიც 11 მაისს შედგება.

დაძაბულად მიმდინარეობს სერია "ბათუმსა" და "ქუთაისს" შორისაც (2:1). 8 მაისს, ბათუმის სასპორტო სკოლაში გამართულ მატჩში გამარჯვება მასპინძლებმა იზეიმეს - 76:73, ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება კი დღეს, 9 მაისს, 18:00 სთ-ზე შედგება.

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე