სატრანსფერო ამბები
- ლებრონ ჯეიმსი აგრძელებს პროგრესს პლეი ოფის სტატისტიკურ ცხრილებში - შაბათს, "კლივლენდის" ლიდერმა 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და მეოთხე ადგილზე გადავიდა ყველა დროის სიაში. ახლა, ლებრონის ანგარიშზე 1073 პასია და მის წინ არიან ჯეისონ კიდი (1263), ჯონ სტოქსონი (1839) და მეჯიქ ჯონსონი (2346).

- ბლეიკ გრიფინი პირველი კალათბურთელია 2009 წლის შემდეგ, ვინც პლეი ოფის ზედიზედ ათ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა. შაბათს, "ჰიუსტონთან" მოგებულ მატჩში მან 22 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. ბოლო ასეთი სერია "ორლანდოს" ყოფილ ცენტრს დუაიტ ჰოვარდს ჰქონდა.

- "კლიპერსის" მცველმა ჯეი ჯეი რედიკმა პლეი ოფში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა "ჰიუსტონთან" სერიის მესამე მატჩში - 31 ქულა.

- "კლიპერსის" ლიდერმა კრის პოლმა დაადასტურა მონაწილეობა მეოთხე მატჩში. შეგახსენებთ, რომ გამთამაშებელმა მუხლის ტრავმის გამო "ჰიუსტონთან" სერიის პირველი ორი მატჩი გამოტოვა. "თავს კარგად ვგრძნობ, ნამდვილად ვითამაშებ მომავალ მატჩში", - განაცხადა კრისმა.

სატრანსფერო ამბები

- USA Today-ის ცნობით, "სან ანტონიო" განიხილავს "კლიპერსის" ცენტრის დეანდრე ჯორდანის გაფორმების შესაძლებლობას. "სპურსი" ზაფხულში მაქსიმალური კონტრაქტის დადებას აპირებს კავაი ლეონარდან და პარალელურად, მუშაობს ახალი ცენტრის შეძენაზე. ჯორდანის გარდა, ტექსასელები მარკ გასოლით და ლამარკუს ოლდრიჯით არიან დაინტერესებული.

- ამასობაში, Yahoo! Sports-ის მიმომხილველი მარკ სპირსი "კლიპერსის" მძიმე ფორვარდს ბლეიკ გრიფინს "პორტლენდში" უშვებს, მისი ადგილი კი შეიძლება ლამაკუს ოლდრიჯმა დაიკავოს. ჟურნალისტის ძირითადი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ გრიფინი "ბლეზერსის" გენერალური მენეჯერის ნილ ოლშის მეგობარია. შეგახსენებთ, რომ სწორედ ოლშიმ აირჩია 2009 წლის დრაფტზე ბლეიკი "კლიპერსისთვის".

- "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" ერთ-ერთი პრეტენდენტია "ჩიკაგოს" მცველ ჯიმი ბატლერზე, რომელიც ამ ზაფხულს შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. ვარაუდობენ, რომ კალიფორნიელები 2014-15 წლების სეზონის ყველაზე პროგრესირებად მოთამაშეს მაქსიმალურ კონტრაქტს შესთავაზებენ. თავის მხრივ, "ბულზი" აპირებს გაიმეოროს კალიფორნიელთა წინადადება და შეინარჩუნოს მოთამაშე.

აღმოსავლეთი

ჩიკაგო-კლივლენდი 99:96

18:24, 29:25, 27:24, 25:23

ჩ: როუზი (30+7 მოხსნა+7 პასი), ბატლერი (20+8 მოხსნა+5 ჩაჭრა), დანლივი (16+6 მოხსნა), მიროტიჩი (12+8 მოხსნა), ნოა (4+11 მოხსნა)

კ: ჯეიმსი (27+8 მოხსნა+14 პასი), სმიტი (14), ირვინგი (11), ტ. ტომპსონი (10+13 მოხსნა+3 დაფარება), დელავედოვა (10).

სერია: 2-1

ვაშინგტონი-ატლანტა 103:101

28:18, 28:25, 29:23, 18:35

ვ: ნენე (17+7 მოხსნა), ბილი (17+8 პასი), პორტერი (17+9 მოხსნა), გორტატი (14+8 მოხსნა+3 დაფარება), პირსი (13+7 მოხსნა).

ა: ტიგი (18+7 პასი+3 ჩაჭრა), შრიოდერი (18+5 პასი), კეროლი (14), ჰორფორდი (12+10 მოხსნა).

სერია: 2-1.

დასავლეთი

კლიპერსი-ჰიუსტონი 124:99

33:24, 31:33, 35:19, 25:23

კ: რედიკი (31), რივერსი (25+6 მოხსნა), გრიფინი (22+14 მოხსნა), პოლი (12+7 პასი), ჯორდანი (6+15 მოხსნა).

ჰ: ჰარდენი (25+11 პასი), ჰოვარდი (14+14 მოხსნა), ტერი (13), ჯონსი (12), ბრიუერი (11), არიზა (10).

სერია: 2-1

მემფისი-გ. სტეიტი 99:89

23:20, 32:19, 24:25, 20:25

მ: რენდოლფი (22+8 მოხსნა), გასოლი (21+15 მოხსნა), კონლი (11+5 პასი), ლი (11).

გ-ს: კარი (23+6 პასი), ტომპსონი (20+8 მოხსნა), ბარნსი (16+6 მოხსნა).

სერია: 2-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"მაიამი ჰიტმა" "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]
"სელტიკსმა" "მაიამი" დაამარცხა და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა [VIDEO]
ჯიმი ბატლერის საოცარი მატჩი - იანისის სამმაგი დუბლი "მაიამისთან" საკმარისი არ აღმოჩნდა
ბატლერი შეუჩერებელია - "მაიმიმ" "ბოსტონთან" სერია მოგებით გახსნა [VIDEO]
ჯიმი ბატლერის სასწაული ბოლო წამებზე - "ბაქსი" პლეი-ოფს გამოეთიშა [VIDEO]
ბატლერი გაჩერებას აღარ აპირებს - "მაიამიმ" "ბოსტონი" მეორე მატჩშიც დაამარცხა [VIDEO]