4 მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება "ბაიერნმა" გაიტანოს ოთხი გოლი, "ბარსელონა" უკან მოიტოვოს და შეაბიჯოს ფინალში
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" შეეცდება, საკუთარ კედლებში ამოქაჩოს "ბარსელონასთან" სტუმრად წაგებული 0:3, კატალონიური გამოცემები თანამემამულეებს მოუწოდებენ, წირვა გამოუყვანონ მეტოქეს და ბერლინში გასამართ ფინალში ომახიანად შეაბიჯონ. აი, გერმანული გამოცემები კი მკითხაობენ, რა სასწაული შეიძლება მოხდეს...

თავის მხრივ, ინგლისური The Guardian-ი კი უკვე მომავალში იყურება და მიუნხენელთა დამრიგებელ პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის" უკავშირებს.

EL MUNDO DEPORTIVO (ესპანეთი): "მიუნხენიდან ბერლინში"

კატალონიური გაზეთი EL MUNDO DEPORTIVO, რომელიც მთავარ გვერდზე ლიონელ მესის ფოტოსურათს აქვეყნებს, მოუწოდებს "ბარსელონას", საბოლოოდ გაიფორმოს ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური, რომელიც 6 ივნისს ბერლინში უნდა შედგეს.

"ბარსა" შეეცდება, ბოლო ათი წლის განმავლობაში მეოთხედ მოიპოვოს ფინალის საგზური", - წერს გამოცემა და გვახსენებს, რომ მიუნხენიდან ბერლინამდე 505 კილომეტრი (პირდაპირ), 90 წუთი სათამაშო დრო და სამბურთიანი მარაგია.

ამასთან, გამოცემა აქვეყნებს "ბარსელონას" თავკაცის, ლუის ენრიკეს სიტყვებს: "ნახევარფინალში მოდუნება არაფრით შეიძლება", რასაც ურთავს მისი ვიზავის, ხოსეპ გვარდიოლას ციტატას: "ჩვენ "ბაიერნი" ვართ და არ ვნებდებით".

გაზეთის ფურცლებიდან გვაფრთხილებს კატალონიელთა ნახევარმცველი ხავიერ მასკერანოც: "ესენი გერმანელები არიან, მათთან იოლი არ იქნება".

SPORT (ესპანეთი): "შეუსრულე, ბარსა!"

მესი გვიმზერს კიდევ ერთი კატალონიური გამოცემა SPORT-ის მთავარი გვერდიდანაც. გამოცემა მოუწოდებს "ბარსელონას", ბოლომდე მიიყვანოს "ნოუ კამპზე" კარგად დაწყებული საქმე და ფინალში მონაწილეობა გაინაღდოს.

ამ გამოცემის გვერდებიდან ლუის ენრიკე გვპირდება, რომ მიუხედავად სამბურთიანი ფორისა, მისი გუნდი, როგორც ყოველთვის, ახლაც შეუტევს.

SPORT-ში ასევე გამოქვეყნებულია სტატია: "მესის მეტი სურს": "მესი "ბარსელონასთან" ერთად კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საღამოს გატარებას აპირებს, სადაც მთავარი გმირი კვლავაც თვითონ იქნება".

MARCA (ესპანეთი): "მოგუდე და გაუტანე"

აი, მადრიდულმა გამოცემა MARCA-მ პირველ გვერდზე "იუვენტუსის" ნახევარმცველი პოლ პოგბა "გამოაჭენა", რომელიც ოთხშაბათს "რეალის" წინააღმდეგ ითამაშებს, ჩემიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ მატჩში.

რაც შეეხება "ბაიერნი"-"ბარსას" დუელს, ამის შესახებ გვიამბობს სტატია: "პეპი აპირებს, მეტოქეს მოთმინებით აჯობოს".

მიუნხენელთა თავკაცი ამბობს: "თავზე ხელს არ ავიღებთ, რადგან "ბარსელონა" კონტრშეტევებზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა". ლუის ენრიკე კი ფრთხილობს: "მოთმინება გვმართებს".

AS (ესპანეთი): "ალაბა: ოთხ გოლს გავიტანთ"

ესპანეთის დედაქალაქში გამომავალ კიდევ ერთ გაზეთს - AS-ს, უფრო ზუსტად კი, მის რესპონდენტს, "ბაიერნის" მცველ დავიდ ალაბას თუ დავუჯერებით, მისი გუნდი ანგარიშით 4:0-ს მოიგებს და ფინალში გავა...

BILD (გერმანია): "4 მიზეზი 4 გოლის გასატანად"

გერმანულ ტაბლოიდ BILD-ს თავის საიტზე მოჰყავს ოთხი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება "ბაიერნმა" გაიტანოს ოთხი გოლი, "ბარსელონა" უკან მოიტოვოს და შეაბიჯოს ფინალში:

I მიზეზი: მიუნხენური გუნდის საშინაო მატჩების ბრწყინვალე სტატისტიკა ევროთასებზე - მიმდინარე სეზონში ასეთი 5 გამარჯვება ყოფილა, საერთო ანგარიშით - 19:1.

II მიზეზი: ხაბი ალონსო. ყოფილა შემთხვევა, როცა "ლივერპულში" თამაშის დროს ის მეტოქესთან 0:3-ს აგებდა, გასათანაბრებლად კი მას და მის პარტნიორებს არა 90, არამედ 45 წუთი ჰქონდათ. მათ ეს შეძლეს და სწორედ ესპანელმა გაიტანა გოლი, რის შემდეგაც ანგარიში 3:3 გახდა (საუბარია 2005 წლის უეფას ჩემპიონთა თასის ფინალზე, რომელშიც "ლივერპულმა" "მილანი" დაამარცხა).

III მიზეზი: ტომას მიულერი. 2013 წლის ზაფხულში ის მონაწილეობდა მატჩში, რომელშიც "ბაიერნმა" "ბარსელონა" ანგარიშით 4:0 გაანადგურა. მაშინ მიულერმა სულაც დუბლი შეასრულა...

IV მიზეზი: რობერტ ლევანდოვსკი. მას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ესპანური გუნდისთვის ოთხი გოლი გაუტანია - "რეალის" კარში, 2013 წელს.

THE GUARDIAN (ინგლისი): "გვარდიოლა ჰაერშია, სანამ "ბარსელონა" ჩახმახს გამოჰკრავდეს"

ავტორიტეტული ინგლისური გამოცემა "ბაიერნი"-"ბარსელონას" მატჩის წინ მსჯელობს იმაზე, რომ ეს სეზონი ბოლო იქნება გვარდიოლასთვის მიუნხენურ გრანდში.

გერმანიის ჩემპიონებს საშინაო შეხვედრაში სამი ბურთის გაქვითვა მართებთ გუნდთან, რომელსაც უნიჭიერესი თავდამსხმელები ჰყავს. მაგრამ თუკი სამშაბათ საღამოს, "ალიანც არენაზე" გემი ფსკერზე დაეშვება, საეჭვო გახდება გვარდიოლას "ბაიერნში" კონტრაქტის გათვალისწინებულ ვადამდე დარჩენა. ის ირწმუნება, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მაგრამ სინამდვილეში ასეა? ამბობენ, რომ მან უკვე მოაწერა "მანჩესტერ სიტისთან" წინასწარ შეთანხმებას ხელი უკვე ამ ზაფხულს გადაბარგებაზე..."

ასევე იხილეთ:

ბაიერნი VS ბარსელონა - არასოდეს იცი, რა მოხდება

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა
მუდრიკი "ჩელსის" დაუბრუნდა - ხაბი ალონსოს უკრაინელის ეიმედება
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ბარსელონა" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელით დაინტერესდა
მიულერი მომავალ სეზონში MLS-ში ითამაშებს
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
"მატჩიდან მატჩამდე დროს აჩერებს" - მასკერანომ მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
"ლუის ენრიკე ძალიან მკაცრია - "ლივერპულში" სრულიად განსხვავებული ატმოსფეროა" - ბარკოლამ განმარტა, რატომ უადვილდება "ლივერპულში" თამაში
მესის ახალი მწვრთნელი ეყოლება - მასკერანომ მაიამის "ინტერი" მოულოდნელად დატოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
მესის მაიამის "ინტერს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალონსო თანახმაა - "რეალის" ყოფილი დამრიგებელი პრემიერ ლიგას უახლოვდება
საგიჟეთი პარიზში, ხვიჩა ვერდიქტის მოლოდინში და იამალის მუქარა
ერთი წლის შემდეგ ალაბა მოედანს უბრუნდება
ნანი და პიანიჩი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებენ - "აქტობეს" შემდეგი სამიზნე გერმანელი ვარსკვლავია
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
"თუ "ბარსელონასთან" ხვიჩა ამას გააკეთებს, ენრიკეს ადგილას ამ ყოველივეს კარგად არ მივიღებდი" - რიოლო კვარაცხელიას არ ეშვება
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
10 მილიონი ევრო სეზონში - ლევანდოვსკი თურქეთში გადაბარგებასთან ახლოსაა
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"სპორტის ისტორიაში საუკეთესოა" - მასკერანომ მესის შესახებ ისაუბრა
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მცველის პოზიციაზეც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა" - მასკერანო მესიზე
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
"ეს უბრალოდ სიგიჟეა" - ხავიერ მასკერანო MLS-ის გადაწყვეტილებაზე
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა