ასოციაციის სიახლენი
- ლიგის ხელმძღვანელობამ 15 ათასი დოლარით დასაჯა "ჰიუსტონის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი "კლიპერსთან" სერიის მეოთხე მატჩში არასპორტული საქციელისთვის. "სუპერმენმა" თავში იდაყვი ჩაარტყა მეტ ბარნსს. ჰოვარდი კმაყოფილი უნდა იყოს ასეთი სასჯელით. ის ერთი მატჩით დისკვალიფიკაციას გადაურჩა, რაც დამღუპველი იქნებოდა მისი გუნდისთვის, რომელიც "კლიპერსთან" სერიას 1:3-ს აგებს.

- "დალას მავერიქსის" ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ უახლოეს დროში პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებს. ლეგენდარული გერმანელის თქმით, ის ბოლომდე აპირებს ტექსასურ კლუბთან კონტრაქტის გამომუშავებას. ნოვიცკის ხელშეკრულება 2017 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

- "კლივლენდის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი გუნდის მთავარი მწვრთნელის, დევიდ ბლატის მხარდამჭერი განცხადებით გამოვიდა. მისი თქმით, "ჩიკაგოსთან" სერიის მეოთხე მატჩში მწვრთნელის დავალებაზე უარის თქმა და თვითნებურად ბოლო სროლის შესრულება არანაირად არ იმოქმედებს "კავალიერზის" გასახდელში არსებულ ატმოსფეროზე. "ბლატი ჩვენი გენერალია და ვცდილობ, მისი გაგრძელება ვიყო მოედანზე", - ამტკიცებს NBA-ს ერთ-ერთი უპირველესი ვარსკვლავი.

- "ჩიკაგოს" მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მსაჯების მიერ საკამათო სიტუაციის ვიდეოგამეორების შესწავლისას გუნდებს საშუალება ეძლევათ, დაუგეგმავი ტაიმ-აუტი განახორციელონ. მწვრთნელის თქმით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი ის იქნება, რომ მოედანზე მყოფ კალათბურთელებს აეკრძალოთ სათადარიგო სკამთან მიახლოება.

- "მილუოკის" ფორვარდის, ჯაბარი პარკერის აღდგენითი პროცესი წინასწარ პროგნოზირებულ გრაფიკს უსწრებს. 2014 წლის დრაფტის მეორე ნომერი, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატის დროს გაიწყვიტა მუხლის ჯვარედინი მყესები, ვერ მოასწრებს ზაფხულის საწვრთნელი ბანაკისთვის გამოჯანმრთელებას, მაგრამ გუნდთან ერთად დაიწყებს შეკრებას 2015-16 წლების სეზონისთვის მოსამზადებლად.

- "პორტლენდის" ცენტრის, რობინ ლოპესის მომავალი დამოკიდებულია მის თანაგუნდელ ლამარკუს ოლდრიჯზე, რომელიც ასევე აპირებს ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლას. თუ ოლდრიჯი არ დარჩება "ბლეიზერსის" რიგებში, მაშინ ორეგონული კლუბი არ შესთავაზებს ლოპესს ახალ კონტრაქტს და შეეცდება, დეტროიტელი გრეგ მონროს ან კლიპერსელი დეანდრო ჯორდანის ხელში ჩაგდებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა