როგორ შეწყდა "არსენალის" 11-მატჩიანი წაუგებელი სერია
ლონდონის "არსენალს" 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა. "მეთოფეები" საკუთარ კედლებში დამარცხდნენ "სუონსისთან" (0:1).

არადა, მომენტები მრავლად ჰქონდათ. "თეთრი გედების" მხრიდან საუკეთესო, ალბათ, ლუკაშ ფაბიანსკი გახლდათ, რომელმაც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიბრწყინა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. არსენ ვენგერმა კი აღნიშნა, რომ "სუონსის" "თამაში არ უნდოდა", მხოლოდ დაცვაზე იყო ორიენტირებული, ჩვენ კი არ გაგვიმართლაო. ამაში მას გარი მონკი არ ეთანხმება...

"საინტერესოა, როგორ მოვიპოვეთ 3 ქულა, თუ არ ვთამაშობდით. მთავარი და ძალიან სასიამოვნო გამარჯვებაა, ვინმეს აზრით, ვიმსახურებდით თუ არა მოგებას. შეიძლება სხვაგვარადაც გვეთამაშა და შეტევაში უფრო გვეაქტიურა, თამაში გაგვეხსნა, რაც გვიყვარს კიდეც. თუმცა "არსენალი" ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი კლუბია, თანაც საკუთარ მოედანზე და ამიტომაც ტაქტიკა და გეგმა მაქსიმალურად ყურადღებით შევიმუშავეთ. ეს ჩვეულებრივი რამ არის და ყოველი მატჩის წინ საჭიროა მეტოქის შესაბამისად დაგეგმო მატჩი.

არაერთხელ გვქონია უპირატესობა და შეტევაში გვითამაშია, მაგრამ ზოგჯერ სხვაგვარადაც იწევს თამაში" - თქვა მონკმა.

სათქმელია ისიც, რომ "სუონსი" მინდორზე ნომინალური თავდამსხმელის გარეშე გავიდა, მაგრამ ამაში დამნაშავე ტრავმებიც არის და არამხოლოდ, მონკის ტაქტიკა. ახალგაზრდა მწვრთნელს შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ფორვარდი ჰყავდა - ბაფეტიმბი გომისი - ისიც ახლად მომჯობინებული. საბოლოოდ, "სუონსის" სწორედ შეცვლაზე შესულმა ფრანგმა მოაგებინა მატჩის მიწურულს გატანილი გოლით.

საინტერესოა, რომ "თეთრ გედებს" ამ გამარჯვებით ევროპალიგის ზონაში მოხვედრის შანსიც კი გაუჩნდათ. მათ "სიტისთან" საგარეო და "კრისტალ პალასთან" საშინაო მატჩები დარჩათ. უელსელები მე-6 ადგილზე მყოფ "ტოტენჰემს" ოდენ 2 ქულით ჩამორჩებიან.

არსენ ვენგერი: "ისინი მხოლოდ თავდაცვისთვის იყვნენ მინდორზე გასულები, 4 მცველითა და 6 თავდამსხმელით. თამაში მხოლოდ ერთ გუნდს უნდოდა, მაგრამ ფაქტია, "სუონსიმ" მოიგო, ხოლო როდესაც იგებ, ეს ფანტასტიკურია. თუმცა ასე პასიურად ამ სეზონში, ალბათ, არავის უთამაშია. ისეთ უპირატესობას ვფლობდით, რომ მსგავსი 20 მატჩიდან 19 აუცილებლად ჩვენ სასარგებლოდ დამთავრდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შემთხვევა გამონაკლისი გამოდგა".

"არსენალმა" ამ წაგების გამო შესაძლოა მეორე ადგილი დაკარგოს. "მეთოფეებს" "სიტიზე" 3 ქულით ნაკლები აქვთ, მაგრამ მატჩით ნაკლებიც. თუმცა თანაბარქულიანობის შემთხვევაში, მანჩესტერელებისთვის ბურთების სხვაობით ჯობნა ძნელი იქნება, თანაც შემდეგ ტურში ვენგერის ბიჭები "ოლდ ტრაფორდს" სტუმრობენ და თუ იქაც დამარცხდებიან, შესაძლოა, მესამე ადგილშიც კი შეეცილონ "წითელი ეშმაკები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"სუონსი" - "გედები" გაძლიერების გზაზე
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
პოლ კლემანი -"სუონსის" ახალი თავკაცის გეგმები
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
პრემიერლიგის პირველი მსხვერპლი და პირველი ამერიკელი
პრემიერლიგა. I ტური: ვან გაალის მოგება დაბადების დღეზე [VIDEO]
ასოციაციის თასი. 1/32-ფინალი: "თეთრი გედების" კრიზისი გრძელდება [VIDEO]
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
ფრანჩესკო გვიდოლინი შესაძლოა გაათავისუფლონ