რა დააკლდა "სიტის" ტიტულის შენარჩუნებამდე
"მანჩესტერ სიტიმ" "ქუინზ პარკ რეინჯერსის" განადგურების შემდეგ 73 ქულა დააგროვა და "არსენალის" წაგების გათვალისწინებით, "ქალაქელებს" კარგი შანსი აქვთ, სეზონი მეორე ადგილზე დაასრულონ. "სიტის" 2 მატჩი დარჩა (სტუმრად "სუონსისთან" და შინ "საუთჰემპტონთან"), ხოლო "მეთოფეებს" 3 შეხვედრა დარჩათ (სტუმრად "მანჩესტერ იუნაიტედთან", შინ "სანდერლენდთან" და ასევე შინ "ვესტ ბრომვიჩთან").

თანაბარქულიანობის შემთხვევაში უპირატესობა, სავარაუდოდ, მანჩესტერელებს ექნებათ, რადგან ამ წუთას მათ ლონდონელებთან მიმართებაში +8 აქვთ. ასე რომ, "სიტიმ", უბრალოდ, უნდა მოიგოს დარჩენილი ორი მატჩი და მეორე ადგილი მისი იქნება. "ქალაქელებს" მიმდინარე პრემიერლიგაში ყველაზე მეტი, 77 გოლი უგროვდებათ. ამ მხრივ, მეორეზე ჩემპიონი "ჩელსია" 70 ბურთით.

მანუელ პელეგრინის გუნდი კარგ ფორმაში შევიდა და ზედიზედ 4 მოგება აქვს. თუმცა განსაკუთრებულად კარგ ფორმაში სერხიო აგუეროა, რომელმაც ქპრ-სთან ჰეთ-თრიკი შეასრულა. არგენტინელს ამ სეზონში სულ 31 გოლი უგროვდება, რომელთაგანაც 25 მას პრემიერლიგაში აქვს გატანილი და უკვე გადაწყვეტილი ჩანს, რომ იგი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდება, არგენტინელმა ჰარი კეინს 5 ბურთით გაასწრო. თუმცა ჩილელ მწვრთნელს მიაჩნია, რომ ფორვარდს კიდევ უფრო მეტი შეუძლია.

"როდესაც სერხიოს თამაშს ვუყურებ, ძალიან მსიამოვნებს და ბედნიერი ვარ იმით, რომ იგი პროგრესირებს. ეს იგივე აგუერო არ არის, რომელსაც წინა სეზონში ვხედავდით, უკეთესია. მას ესმის, რომ კიდევ უფრო თავდაუზოგავად უნდა იმუშაოს, ბურთთან ერთად უფრო ხშირადაა და უფრო პროდუქტიულიც გახლავთ. იგი დიდი შემართებით ვარჯიშობს და ვფიქრობ, კიდევ მოუმატებს, სერხიო ჯერ მხოლოდ 26 წლისაა.

მომავალში აგუერო "სიტისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა იყოს; უკვე არის, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, თუ ზრდას გააგრძელებს. პოტენციალი დიდი აქვს" - ამბობს პელეგრინი.

გამოვარჩიოთ ალექსანდრ კოლაროვიც, რომელმაც კვლავაც გაიტანა და ისევ ჯარიმიდან. სერბი ამ მხრივ იაია ტურეს დაეწია. მათ პრემიერლიგაში "სიტის" მაისურით ყველაზე მეტი (4) გოლი აქვთ საჯარიმო დარტყმიდან გატანილი.

ამ მხრივ, პრემიერლიგის ისტორიაში პირველ ადგილზე დევიდ ბექჰემია, რომელსაც საჯარიმოებიდან 15 გოლი აქვს გატანილი, მოქმედ ფეხბურთელებს შორის კი მისი უახლოესი მდევარი "სანდერლენდის" სებასტიან ლარსონია - შვედის აქტივში 11 ასეთი ბურთია. 12 აქვს ტიერი ანრის, რომელიც გასაგები მიზეზების გამო საკუთარ მონაგარს ვეღარ გაზრდის.

ტურე და რასიზმი

ტურე ვახსენეთ და პარალელურად, კოტდივუარელი იმაზე წუხს, რომ ფეხბურთში რასისტულ გამოვლინებებს ისევ აქვს ადგილი და მისი აზრით, ამ კუთხით სათანადო მუშაობა ჯერ კიდევ არ მიდის, არც სასჯელია საჭიროებისამებრ მკაცრი და არც რასიზმთან ბრძოლის სისტემაა ბოლომდე გამართულ-ეფექტური.

"ვყოფილვარ სიტუაციებში, როდესაც ფანებს შეურაცხმყოფელი ბანერები ჰქონიათ, მაიმუნთან შედარებები და ასე შემდეგ. როდესაც მსგავს რამეს ხედავ ან გესმის, ძალიან რთულია ამის გადატანა. ეს მტკივნეულია და შეიძლება გაგტეხოს. უფრო რადიკალური ნაბიჯები და სასჯელია საჭირო. 20-ათასფუნტიანი ჯარიმა საკმარისი არ გახლავთ. ამ მიმართულებით მეტი უნდა გაკეთდეს" - განაცხადა ტურემ, რომელიც გუშინ (ოთხშაბათს) 32 წლის გახდა.

ფული "ქუინზ პარკს" ვერ ანათებს

აი, "ქუინზ პარკზე" კი რა ვთქვათ, რით გავახაროთ ამ კლუბის გულშემატკივრები?! "ლოფტუს როუდის" მკვიდრთა ადგილი პრემიერლიგაში ისევ არ მოიძებნა და გუნდი ჩემპიონშიპს უბრუნდება. კრის რემზი კი ამბობს, ქპრ-ს დიდი მომავალი აქვსო, მაგრამ ქომაგები მორიგი ფიასკოთი ძალიან გულგატეხილები არიან. ქპრ-ის პრობლემების მიზეზებზე კი ექსპერტად ქცეულმა ექსფეხბურთელმა ჯერმინ ჯენასმაც ისაუბრა.

"როდესაც "ქუინზ პარკ რეინჯერსში" ვიყავი, სიტუაცია პრემიერლიგის კლუბისთვის შესაბამისი არ იყო. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყველაფერი გუნდში, უბრალოდ, ფულის ჩადებასა და ხარჯვაზე გახლდათ. სხვა ხედვა და აზრები არავის ჰქონდა. არ იყო ნორმალური გეგმა, დისციპლინა... ეს ყველაფერი კი უმაღლეს დონეზე უნდა იყოს, თუ პრემიერლიგაში თავის დამკვიდრება გსურს" - აღნიშნა ჯენასმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
"ფანებისთვის კარგი ამბავი მაქვს" - სერხიო აგუერომ ლიონელ მესიზე ისაუბრა
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"თუ ეს მოხდა, სასქესო ორგანოს მოვიჭრი" - აგუეროს დადებული პირობა სოციალურ ქსელში მთავარი სახალისო თემაა
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
აგუერომ კარიერის სავარაუდო განახლებაზე ისაუბრა
აგუეროს ფეხბურთში დაბრუნება შესაძლებელია - "კუნმა" ექიმისგან თანხმობა მიიღო
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
"ზოგადად ბრაზილიელები ამპარტავნები არიან, მოედანზე ზედმეტად დიდ ყურადღებას იქცევს" - აგუერომ განმარტა მიზეზები, რის გამოც ვინისიუსმა "ოქროს ბურთი" ვერ მოიგო
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას