„მანჩესტერ სიტის“ იტალიელი თავკაცი რობერტო მანჩინი მკაცრი ხელმძღვანელის იმიჯის გამართლებას ცდილობს: ბოლო დროს ერთმანეთთან ჩხუბში შემჩნეული ოთხი ფეხბურთელი დააჯარიმა.

„მანჩესტერ სიტის“ იტალიელი თავკაცი რობერტო მანჩინი მკაცრი ხელმძღვანელის იმიჯის გამართლებას ცდილობს: ბოლო დროს ერთმანეთთან ჩხუბში შემჩნეული ოთხი ფეხბურთელი დააჯარიმა.

„ლელოს“ მკითხველმა კარგად იცის, რომ მანჩინის რამდენჯერმე კონფლიქტი მოუვიდა საკუთარ ფეხბურთელებთან. ისტლენდზე შეკრებილი ვარსკვლავები, როგორც ჩანს დიდი ხელფასების გამო, განებივრებულები არიან და ხშირად ჭირვეულობენ, რის გამოც „ინტერის“ ყოფილ თავკაცს პერიოდულად „მაგიდაზე მუშტის დარტყმა“ უწევს. ხშირად, კონფლიქტის საბაბი მანჩინის საწვრთნელი მეთოდებია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მწვრთნელს ამ კონფლიქტებიდან არც ერთი არ „წაუგია“. და აი, ახლა, თავკაცმა, რომლის გუნდიც პრემიერლიგის ცხრილში მეორეა, გადაწყვიტა ხელფასები დაუქვითოს იმ ფეხბურთელებს, რომელთა მუშტი-კრივი პრესამ გადაიღო და მას-მედიის საშუალებებით გავრცელდა. ესენი გახლავან მარიო ბალოტელი, კოლო ტურე, ემანუელ ადებაიორი და ჯერომ ბოატენგი. მოგეხსენებათ, ჩამოთვლილი ფეხბურთელები ორი სხვადასხვა ჩხუბის მონაწილები არიან.

ის რომ ოთხი ფეხბურთელი დააჯარიმა მანჩინიმ ჟურნალისტებთანაც დაადასტურა: „დიახ, ჩვენ ოთხი ფეხბურთელი დავსაჯეთ, რადგან გუნდში ჩხუბი არ შეიძლება. მეორე მხრივ, რას იზამ, ხანდახან ასეც ხდება. დაქვითულ თანხებს „მანჩესტერ სიტი“ ქველმოქმედებისთვის გამოიყენებს. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ ორივე ინციდენტი ორ წუთში დასრულდა და არანაირი გაგრძელება არ მოჰყოლია. ეს უბრალო გაფიცხების შედეგი გახლდათ. გუნდში ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა ნორმალურია“.

შემდეგ მანჩინიმ იხუმრა: „ხანდახან განზრახ ვჩხუბობთ ფოტოგრაფებმა სურათები რომ გაყიდონ. ხუმრობის გარეშე კი ასე ვიტყოდი: ასეთი კონფლიქტები ყველა გუნდში ხდება. გარწმუნებთ, 25 წელიწადია პროფესიულ ფეხბურთში ვტრიალებ და ვიცი, რომ დროგამოშვებით ყველგან ჩხუბობენ. განსხვავება ჩვენსა და სხვებს შორის მხოლოდ ის არის, რომ „მანჩესტერ სიტის“ საწვრთნელი ცენტრის მოედანს გარშემო მაღალი კედელი არ აკრავს და გარედან ყველაფერი ჩანს.

ერთხელ, „სამპდორიაში“ რომ ვთამაშობდი და ჯერ ფრიად ახალგაზრდა ვიყავი, ტფევორ ფრენსისს (ფაბიო კაპელოს დახასიათებით ფრენსისი გახლდათ საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი ვისაც კი ოდესმე იტალიურ სერია A-ში უთამაშია) ვეჩხუბე. რატომ ვეჩხუბე? 25 წლის წინანდელი ამბავია და მიზეზი ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ თავად ჩხუბი ახლაც თვალწინ მიდგას. ასეთ დროს მთავარია, რომ ინციდენტის შემდეგ ყველაფერი დასრულდეს და მტრობაში არ გადაიზარდოს. ალბათ, გაინტერესებთ, შევწუხდი თუ არა იმის გამო, რომ გაზეთებში ჩემი ფეხბურთელების ჩხუბის ფოტოები გამოქვეყნდა. გიპასუხებთ: აბსოლუტურად არ შევწუხებულვარ“.

გავიხსენოთ: ბოატენგმა და ბალოტელიმ საწვრთნელ ცენტრში დეკემბერში იჩხუბეს, „არსენალის“ დროინდელმა თანაგუნდელებმა ტურემ და ადებაიორმა კი გასულ კვირაში დააყარეს ერთმანეთს მუშტები და გასაშველებლები გახდნენ.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა