ჰოლანდიელ შემტევ ნახევარმცველს, 27 წლის რაფაელ ვან დერ ვაარტს „ტოტენჰემში“ სამუდამოდ უნდა დარჩენა.

ჰოლანდიელ შემტევ ნახევარმცველს, 27 წლის რაფაელ ვან დერ ვაარტს „ტოტენჰემში“ სამუდამოდ უნდა დარჩენა. ვარსკვლავმა, რომელსაც ამჟამინდელი კონტრაქტის თანახმად „სფურზში“ კიდევ სამი წელიწადი და ექვსი თვე აქვს გასატარებელი, თქვა:

„აქაურობა ძალიან შემიყვარდა. შევეთვისე ფეხბურთელებსა და გუნდის რეალისტურ პოლიტიკას. თუკი ამის საშუალება მომეცემა, სიამოვნებით დავრჩები „უაით ჰართ ლეინზე“ კარიერის ბოლომდე“.

შეგახსენებთ, რომ ვან დერ ვაარტი „სფურზში“ ამ სეზონში გადავიდა. მის სანაცვლოდ „დეზებმა“ „რეალს“ 8 მილიონი ფუნტი გადაუხადეს და ფული რომ არ დაინანეს სწორადაც მოიქცნენ, რადგან ჰოლანდიელი ახალ გუნდს პირველივე დღიდან მოერგო. ვან დერ ვაარტმა ახალი გუნდის მაისურით უკვე 11 გოლი გაიტანა. ხვალ, კვირას, „ტოტენჰემს“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ სტუმრობს და ვან დერ ვაარტი მზად არის ლიდერთან შეხვედრაში ოსტატობა სრულად გამომამჟღავნოს:

„ვფიქრობ, „ტოტენჰემისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრა ამ სეზონში პრემიერლიგის უდიდესი მატჩია. ამ შეხვედრას მარტო ჩვენთვის კი არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, არამედ ტიტულის მოპოვების ყველა კანდიდატისთვის, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედი“ დღემდე დაუმერცხებელია. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩემპიონატი სახეს იცვლის და უკლებლივ ყველას შანსი გაიზრდება“.

ჩელსიმ ნაბიჯი გადადგა

„ჩელსიმ“ სტივ პიენაარის შესაძენად ოფიციალური ნაბიჯი გადადგა და „ევერტონს“ 3 მილიონი ფუნტი შესთავაზა. ინგლისის ჩემპიონი ახლა შეხედავს რით უპასუხებს მის სვლას „ტოტენჰემ ჰოთსპური“, რომელიც ასევე ცდილობს 28 წლის სამხრეთ აფრიკელის ხელში ჩაგდებას. ცნობისთვის: „სფურზს“ ჯერ ოფიციალურად არაფერი მოუმოქმედებია და მისი ინტერესი ლაპარაკის დონეზეა.

პიენაარს, რასაკვირველია, ორივე ტრანსფერი აძლევს ხელს, თუმცა, ბუნებრივია, „ჩელსიში“ გადასვლა ურჩევნია. საქმე ის არის, რომ „როგორც „ლურჯები“ ასევე „დეზები“ ჩემპიონთა ლიგაში გამოდიან და სამხრეთ აფრიკელი პირდაპირ საოცნებო შეჯიბრებაში ამოჰყოფდა თავს. პიენაარს ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს, თავდამსხმელების უკან ორივე ფრთაზე შეუძლია თამაში, ისევე, როგორც იოსი ბენაიუნს, რომელიც დაშავებულია და მოედანს წესით მარტში უნდა დაუბრუნდეს.

მეექვსასე

რაიან გიგზი კვირას „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ წინააღმდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში თავის მეექვსასე მატჩს ჩაატარებს. უელსელი ვეტერანი ომედოვნებს, რომ მომავალში კიდევ არაერთ შეხვედრაში მოუწევს მონაწილეობა „წითელი“ მაისურით.

37 წლის გარემარბს, რომელმაც ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე ეტაპზე „ლივერპულს“ პენალტი გაუტანა და „იუნაიტედმა“ მერსისაიდელები სწორედ ამ გოლის წყალობით დაამარცხეს, სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება, მაგრამ იმედოვნებს, რომ კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივებს „ოლდ ტრეფორდზე“ ყოფნას:

„სულ იმას ვცდილობ, ფორმაში ვიყო და მწვრთნელმა მათამაშოს. დღეს, საბედნიეროდ საქმე კარგად მიდის და მე ფეხბურთისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ“.

მოგეხსენებათ, გიგზმა ნაკრებში თამაშს თავი 2007 წელს დაანება, თუმცა მზად არის უელსელთა ახალ თავკაცს გარი სპიდს მხარში ამოუდგეს:

„მე გარის მხარდამხარ მითამაშია. ის დიდებული ფეხბურთელი იყო და ეჭვი არ მეპარება, რომ უელსის ნაკრებში მუშაობას კარგად გაართმევს თავს. თუკი მას ჩემგან რაიმე დახმარება დასჭირდება შეუძლია დამირეკოს და მყისვე მხარში ამოვუდგები“ - ამბობს ის.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა