13-27 მაისს ხანტი-მანსიისკში 12 უძლიერესი დიდოსტატი ფულადი პრიზებისა და გრან პრის ქულებისთვის იბრძოლებს
13 მაისს, რუსულ ხანტი-მანსიისკში საზეიმოდ გაიხსნა მოჭადრაკე ვაჟთა ფიდეს გრან პრის ბოლო, მეოთხე ეტაპი. 13-27 მაისს 12 უძლიერესი დიდოსტატი ფულადი პრიზებისა და გრან პრის ქულებისთვის იბრძოლებს.

წრიული სისტემით ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი, 2749), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2803), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2799), ბორის გელფანდი (ისრაელი, 2744), დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი, 2738), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2753), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2780), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2754), ბაადურ ჯობავა (საქართველო, 2699), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2776), პიოტრ სვიდლერი (რუსეთი, 2734), ლეინიერ დომინგესი (კუბა, 2734).

როგორც ვხედავთ, ჯობავას 2700-იანთა კლუბის წევრებთან მოუწევს პაექრობა. მეტიც - კარუანას რეიტინგი 2800-ზე მაღალია.

მსოფლიოს გრან პრის 2014-15 წლების გათამაშება 4 ეტაპად ეწყობა. მასში სხვადასხვა ქვეყნის 16 საუკეთესო დიდოსტატი ჩაება, მათ შორის, როგორც აღვნიშნეთ, ბაადურ ჯობავა, რომელიც მეორე ეტაპიდან მონაწილეობს და ხანტი-მანსიისკში მესამედ მოსინჯავს ძალებს.

საერთოდაც, თითოეული მოჭადრაკე 3-3 შეჯიბრებაში ასპარეზობს და გამარჯვებულიც აქ დაგროვებული საერთო ქულებით ვლინდება. პირველ-მესამე ეტაპებს ბაქომ (აზერბაიჯანი), ტაშკენტმა (უზბეკეთი) და თბილისმა უმასპინძლეს.

საქართველოს დედაქალაქში ევგენი ტომაშევსკიმ (რუსეთი) გაიმარჯვა. იგი 252 ქულით სათავეში უდგას გათამაშებას. 235 ქულით მეორე ადგილზეა აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვი, რომელმაც უკვე დაასრულა ასპარეზობა. 230 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება იტალიელი ფაბიანო კარუანა, რომელსაც ტომაშევსკის დაწევის ყველაზე კარგი შანსი აქვს.

ბაადურ ჯობავა, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) და ანიშ გირი 115-115 ქულით მეთორმეტე-მეთოთხმეტე ადგილებს ინაწილებენ.

სამი ეტაპის შემდეგ საერთო სატურნირო მდგომარეობა კი ასეთია: 1. ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი, 252 ქულა), 2. შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 235), 3. ფაბიანო კარუანა (იტალია, 230), 4. თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 210), 5. ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 207), 6. დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი, 200), 7. ბორის გელფანდი (ისრაელი, 170), 8. დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი, 170), 9. სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 157), 10. რუსტამ კასიმჟანოვი (უზბეკეთი, 125), 11. ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 122), 12. მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 115), 13. ბაადურ ჯობავა (საქართველო, 115), 14. ანიშ გირი (ჰოლანდია, 115), 15. პიოტრ სვიდლერი (რუსეთი, 102), 16. ლენიერ დომინგეს პერესი (კუბა, 85).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
ექსტრემალურად გაუმართლა - ბაადურ ჯობავა ევგენი ტომაშევსკისთან დამარცხდა
ზურაბ აზმაიფარაშვილი: ჯობავას დონის დიდოსტატმა სტარტზე ამდენი პარტია არ უნდა წააგოს
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში