behindthebuckpass.com-ზე ადამ მაკგიმ "მილუოკი ბაქსის" ქართველი ცენტრის 2014/15 წლების სეზონი დაწვრილებით შეაფასა
behindthebuckpass.com-ზე ადამ მაკგიმ "მილუოკი ბაქსის" ქართველი ცენტრის ზაზა ფაჩულიას 2014/15 წლების სეზონი დაწვრილებით შეაფასა.

ვფიქრობთ, ეს სტატია ქართველ გულშემატკივარსაც დააინტერესებს.

"მასზე ამ სეზონის განმავლობაში ექსპერტებს სხვადასხვა აზრი ჰქონიათ, მაგრამ ერთი ცხადზე უცხადესია - რომ არა ზაზა ფაჩულია, "მილუოკი ბაქსი" ასე წარმატებული არ იქნებოდა.

სეზონის ბოლოს ინტერვიუში ზაზამ აღნიშნა, რომ ეს წარმატება მხოლოდ დასაწყისია და წინ კიდევ ბევრს უნდა ველოდოთ მისგან.

"მე მხოლოდ ჩემზე შემიძლია ვთქვა, ამ სეზონით კმაყოფილი დავრჩი. იყო კარგი და ცუდი დროება, მაგრამ საერთო ჯამში, სახალისო სეზონი გამოვიდა", - განაცხადა ფაჩულიამ.

31 წლის ვეტერანის გაგება იოლია, ფაჩულიამ ამ სეზონში უფრო მეტჯერ ითამაშა სასტარტოში, ვიდრე ახალგაზრდობისას, 2006-07 წლების სეზონში.

"ჩემთვის, თუ გუნდი პლეი ოფში ვერ გადის, ეს ფუჭად გატარებული დროა. ასე ვგრძნობდი თავს გასულ წელს. სწორედ ამიტომაც კმაყოფილი ვარ ბოლო სეზონით".

მართლაც, "მილუოკის" დრო ფუჭად არ დაუკარგავს, ფაჩულიას და ახალგაზრდული ბირთვის დახმარებით ჯეისონ კიდმა ააწყო კონკურენტუნარიანი გუნდი იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა.

"ზაზას დამსახურება მოედანზე და მის გარეთ ჩვენი გუნდისთვის უზარმაზარია", - ეს კიდის სიტყვებია.

ფაჩულიამ კარგად მოირგო ლიდერის როლი და მაშინ, როცა გუნდს სჭირდებოდა, ჩინებულადაც ითამაშა. მოდი, გადავავლოთ თვალი ფაჩულიას კარიერის ბოლო 7-თვიან პერიოდს...

სიძლიერე

ზაზა ფაჩულია არ არის NBA-ს ტრადიციული ცენტრი და არც ასოციაციის ახალი თაობის ცენტრფორვარდია. ფაჩულია ცოტა, სხვანაირია.

მისი თამაში და ის, რომ მოულოდნელად, დიდი ხნით შემორჩა ასოციაციას, აგებულია ზაზას შეუფასებელ სათამაშო ინტელექტზე, მის ბრძოლისუნარიონაბასა და ამოუწურავ ენერგიაზე.

ქართველი ყველაფერს ვერ აკეთებს პარკეტზე, ის არ არის ფარის საუცხოო დამცველი, თუმცა მას შეუძლია თავისი ოსტატობის ოპტიმიზირება და თანაგუნდელების აყოლიება.

მისი პასები საოცარია, განსაკუთრებით შეტევაში ისეთი სტაგნანტური გუნდისთვის, როგორიც "მილუოკია", ფაჩულია ხშირად აგრძელებს შეტევას გამორჩეულად, გაცილებით უკეთ, ვიდრე მისი თანაგუნდელები. მოულოდნელი პასებით ზაზას მუდმივად დაძაბულობაში ჰყავს ოპონენტები.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი-ერთზე ზაზას ასეთი დახვეწილი გაგრძელების შესრულება შეუძლია, ის ფიზიკურადაც იოლად ჩაგრავს მეტოქეებს. გინდათ ამის მტკიცებულება?

კარგად დააკვირდით კრის მიდლტონის გამარჯვების ჩაგდებას "მაიამისთან" მატჩში, ეს არ მოხდებოდა, რომ არა ზაზას სრული გამოვლენა.

იხილეთ ვიდეო

სისუსტე

ასაკი - რა თქმა უნდა, რაც დრო გადის, ზაზა ისევ ვერ გაახალგაზრდავდება. ეს ასოციაციის ნებისმიერი ვეტერანის სატკივარია.

ამასთან, ფაჩულია არასოდეს იყო გამორჩეულად ათლეტური.

ხანდახან ამ სეზონში ზაზა სტაბილურად ვერ აგდებდა კალათში. მართალია, "ბაქსის" სხვა "დიდებს" სჯობდა, მაგრამ ეს ასპექტი მან უნდა გამოასწოროს, თუ სურს კვლავ მოწინავე როლში დარჩეს გუნდში.

ზაფხულის გეგმა

ზედიზედ მე-15 ზაფხულია, ფაჩულია ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება. ეს ისაა, რაც ვეტერან ცენტრს ყველაზე მეტად ეამაყება:

"ძალიან ბევრი სიკეთეა ამისგან, ამერიკაშიც უკვე ფორმაში მყოფი ვბრუნდები. ერთი ეგაა, გამოდის, რომ ორ შეკრებას გავდივარ. ერთს აგვისტოში და ერთს ოქტომბერში. მაგრამ ამას შეგუებული ვარ".

ფაქტი, რომ ზაზა სეზონს უკვე ფორმაში ხვდება უდავოდ პოზიტიურია, მაგრამ მას სხვა გეგმებიც უნდა ჰქონდეს.

ფაჩულიამ შემტევი დეტალები უნდა დახვეწოს თავის თამაშში, განსაკუთრებით, ორქულიანი სროლა თამაშიდან. მისი კარიერის განმავლობაში საშუალო დისტანციიდან სროლები ქართველს კარგად გამოსდიოდა და მეტოქეები მასთან ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ, ამ ბოლო სეზონში კი ზაზამ ცოტა მოუკლო ამ კუთხით.

41,6 სროლის პროცენტი კატასტროფა არ არის, მაგრამ გვახსოვს ზაზას შედეგი "ატლანტაში" - 51,2%. ასე რომ, ზაზას მომატების რესურსი აქვს. თუ მოუმატებს, ეს დიდად წაადგება "ბაქსს".

სეზონის საუკეთესო თამაში

ამ თამაშში ფაჩულიას რწყინვალება ნათლად გამოჩნდა. მარტის ბოლოს პლეი ოფში მოხვედრის საკითხი წყდებოდა და "მილუოკი" "ბრუკლინს" ხვდებოდა. მატჩი სამმაგ ოვერტაიმში გადაწყდა და ფაჩულიამ დიდებულად ითამაშა ბრუკ ლოპესის წინააღმდეგ.

ფაჩულიამ ჩააგდო 22 ქულა და მოხსნა 21 ბურთი, აქედან 18 მეტოქის ფარზე! ეს 18 მოხსნა "მილუოკის" ყველა დროის რეკორდია. ასეთი რამ ბოლოს დენის როდმანმა შეძლო 1992 წელს NBA-ში.

ფაჩულიას ბრწყინვალე თამაშის კიდევ ერთი დასტური 7 შედეგიანი გადაცემაა.

და აი, მისი კომენტარი თამაშის შემდეგ: "მე უფრო მოგება მსურდა, სჯობდა 0 ქულა, 0 მოხსნა მქონოდა და თამაში მოგვეგო".

იხილეთ ვიდეო

საბოლოო შეფასება

ამ სეზონში ფაჩულიამ ყველაფერი გაიღო ახალგაზრდული გუნდისთვის. მისი კარგი თამაში კარგად იყო შეზავებული ბრძოლისუნარიანობით, რასაც მის გარეშე "ბაქსი" ვერაფრით დაიკვეხნის.

31 წლის ფაჩულია შეუფასებელი იყო "მილუოკისთვის" ამ სეზონში. მისი ლიდერობით საფუძველი ჩაეყარა "ბაქსის" წარმატებულ სეზონს.

სეზონის საბოლოო შეფასება: B+

ქართველი სომხური წარმოშობით
ეს ფაჩულია კი არა ფაჩულიანია!
ქართველი მეგრული წარმოშობის
ზაზას წარმატებები, როცა ასეთ ადამიანებს ვუყურებ მეც მიხარია რომ ქართველი ვარ. წელს შედგება ზაზას ბენეფისი ნაკრების შემადგენლობაში ამაში დარწმუნებული ვარ.მოუთმენლად ველოდები ნაკრების თამაშებსსსსს...და გამარჯვებებსსსსს.
ალექსანდრე
წარმატებები ზაზას! ძალიან კარგი პიროვნებაა...
Irakli
მიხარია ზაზა,რომ ქართველია.ყველაზე კარგი მაგალითია ახალგაზრდებისთვის თუ როგორ უნდა იშრომო და მიაღწიო დასახულ მიზანს.კაპიტანო პირველ რიგში ჯანმრთელებას გისურვებ და მეორე რიგში 2015 ევროპაზე გაბრწყინებას.რა თქმა უნდა 2015/16 სეზონი უკეთესი გექნება თუ ტრამვებმა არ შეგიშალეს ხელი,რადგან ტრამვის მერე გუნდში პარკერი გიბრუნდებათ და ,,ბერძენი მონსტრიც" მაგარ ფორმაში შედის.ბრავო კაპიტანს
მეც ქართველი :)
მიხარია რომ ძალიან ბევრს გვიყვარს ეს კარგი ქართველი კაცი. ვისაც ზაზა უყვარს ის ხალხიც ძალიან მიყვარს!! :)))
ქართველი, გურული წარმოშობით.
მიყვარს ეს კაი კაცი, კაი ქარტველი და კაი ადამიანი, პატივს ვცემ და მიყვარს უბრალოდ - კაცურად და ადამიანურად! გაიხარე, ზაზა!
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
[VIDEO] მამუკელაშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
გარიგება შედგა - იანის ანტეტოკუნმპო "მაიამი ჰიტში" ითამაშებს